Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 078 (The Holy Spirit Prevents the Apostles from Entering Bithynia)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

3. სულიწმიდა არ უშვებს მოციქულებს ბეთსაიდაში,აზიის პროვიცნიაში (საქმეები 16:6-10)


საქმეები 16:6-10
6 კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. 7 მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა. 8 გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ. 9 და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო; 10 ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.

ხანდახან ქრისტე თავის მოციქულებს მძიმე გამოცდებში ატარებს: ხანდახან არ პასუხობს მათ ლოცვებს, უშლის გეგმებს, გულმხურვალე ვედრებების მიუხედავად.

პავლე და სილა ერთად მიდიოდნენ დევრიის, ლისტრის, იკონიის და ანატოლიის ანტიოქიის ეკლესიების მოსანახულებლად. საბოლოოდ თავიანთი მომდევნო მისიონერული მოგზაურობის საზღვრამდე მივიდნენ. აქ დასრულდა პავლეს პირველი გეგმა: მოენახულებინათ უახლოეს დროში შექმნილი ეკლესიები და რწმენაში გამყარებინათ ისინი (15:36). რა უნდა ეკეთებინათ შემდეგ? უკან დაბრუნებულიყვნენ თუ წინ ევლოთ?

ილოცეს, სურდა თუ არა უფალს, რომ გაეგრძელებინათ ეფესოს დაპყრობა, რომელიც რომაული აზიის ცენტრალური ქალაქი იყო. სულიწმიდამ არ დაუშვა ისინი, მისცა რა მათ მკაფიო უარყოფა.რა უნდა ვქნათ? ღირს თუ არა დაბრუნება? პასუხი ისევ “არა” იყო. დარჩენილიყვნენ იკონიაში? და ისევ “არა!” ამ ღვთისკაცებს ახლა არანაირი გარკვეული გეგმა არ ჰქონდათ. შესაძლოა პავლეს სურდა ეფესოში წასვლა. მაგრამ იქ უფლის ნების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდა. გამუდმებით სთხოვდა უფალს მიმართულებას, რადგან იცოდა, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც ღმერთის სამეფოში გაკეთდებოდა უფლის ბრძანების გარეშე, ცოდვაა და განწირული იყო მარცხისთვის.

სილა წინასწარმეტყველი იყო (15:32), და სულიწმიდა პირდაპირ საუბრობდა მისგან. ამ სულმა უკვე დაუდასტურა წარმართ მორწმუნეებს კანონისგან თავისუფლების ფაქტი. მაგრამ სილამაც კი ვერ მიიღო უფლისგან პასუხი, თუ სად უნდა წასულიყვნენ ისინი. უფლის სულმა მათი ყველა გეგმა გააწბილა. საბოლოოდ ჩრდილოეთით წავიდნენ, შემდგომ აღმოსავლეთით, გალატიის მხარეს, და ისევ დასავლეთით. სულიწმიდას მიყავდა ისინი და შემდგომ ისევ დასავლეთით დაიძრნენ და ქალაქ ტროადასთან მივიდნენ, რომელიც ხმელთაშუაზღვასთან მდებარეობდა. ახლა მათ წინ ზღვა იყო და ვერსად წავიდოდნენ.

რატომ არ უპასუხა უფალმა მათ? მათ გაახსენდათ ბარნაბასთან მომხდარი უთანხმოება მარკოზის საკითხზე. მუთუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, რამაც გაანაწყენა სულიწმიდა და განაშორა მათ? ტიმოთეს წინადაცვეთაზეც იფიქრეს. ეწინააღმდეგებოდა თუ არა ეს მოქმედება რჯულისგან თავისუფლებას, და დაკარგეს თუ არა ამის გამო თავიანთი სულიერი ძალა? ან იქნებ ისე ჩამოაყალიბეს თავიანთი გუნდი, რაც არ იყო უფლისთვის მოსაწონი? იქნებ რომელიმე მათგანმა შესცოდა? ან დაარღვიეს თავიანთი ქადაგების პრინციპები? ამ კითხვებს ისინი მონანიებამდე, წრფელ ლოცვებამდე და მადლზე მყარ დაიმედებამდე მიყავდა. კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ არა მათი მორჩილება სულიწმიდისა, არა სწორი სწავლება არ იყო კურთხევის მიზეზი, ან ნაყოფებისა და უფლის მათ ცხოვრებაში ყოფნის მიზეზი. ისინი ამორჩეულ იქნენ, მოწოდებულ, დაყენებულ, დაცულ და განწმედილ მხოლოდ ქრისტეს მადლით. ამაში მათი დამსახურება არ იყო. მათი წარმატება, მათი საქმეების გამართლება ვერ იქნებოდა. მხოლოდ თავისუფალ, ჯვარცმულის მადლის, რწმენა წარმოქმნის ნაყოფს, მადლიერებასა და მშვიდობას. ქრისტეს სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისგან და გვინახავს უფალთან ურთიერთობისთვის. ჯვარზე აღსრულებული შერიგება - ერთადერატი წყაროა ძალისა და უფლის მსახურებების ძალაუფლების.

და აი დიდხნიანი რწმენის ბრძოლის, ბევრი ღამის შემდეგ, რომელიც მონანიებით და საკუთარი თავის განსჯით იყო გატარებული, უფალი პავლეს დაელაპარაკა ხილვით. პავლე ხედავდა ადამიანს, რომელიც მაკედონიურ ტანისამოსში იყო. ზღვის მეორე ნაპირზე იდგა და იხმობდა: “მოდით მაკედონიაში, და დაგვეხმარეთ!” წარმართების მოციქულებს ქრისტეს კი არა, უბრალო გლეხი, გადარჩენის მაძებარი, თავისი საჭიროების გამომხატველი ეჩვენა. ამ გადარჩენის მოხმობაში მთელი ევროპის საჭიროება ჩანს.

სამმა მქადაგებელმა განიხილა ამ სიზმრის მნიშვნელობა და სულიწმიდაში ნათელ შედეგამდე მივიდნენ, იესოს არ უნდოდა, რომ აზიაში დარჩენილიყვნენ, აგზავნით მათ დასავლეთით, რომში. ეს სიძმარი აღიქვეს, როგოც ღვთიური მოწოდება და მოთხოვნა ექადაგათ სახარება ალექსანდრე მაკედონელის ერისთვის.

მადარობლებმა უმალვე უპასუხეს ამ მოწოდებას და ნავის მოძიება დაიწყეს. არ შეუსწავლიათ მაკედონიური ენა, არ დაუკავშირდნენ და არ გაიგეს რამიმე იქაურობუს შესახებ. მალევე წავიდნე, როგორც კი სულიწმიდა დაელაპარაკა მათ დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ადასტურებდა რა თავის მადლს, ახალი ჰორიზონტებისკენ მიმართულების მიცემით. ახლა მძიმე ტვირთი აღარ ეკიდათ, არამედ დიდებული სიყვარუკი ჩაეღვარათ გულში. სიხარულითა და დიდების საგალობლებით გაცურეს, რადგან მათი იალქნები ისევ უფლის სიყვარულით გაივსო.

მეათე მუხლიდან დაწყებული, წიგნის ავტორი ლუკა, საუბრობს პირველი პირის მეავლობით რიცხვში - “ჩვენ”. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი ლუკა შესაფერის დროს შეუერთდა პავლეს და ტრიადას გუნდს. აქედან გააგრძელეს მათ თავიანთი მოგზაურობა, მუშაობდნე რა ახალ ქვეყნებში სამკალისთვის. ამ მომენტიდან ვკითხულობთ უწყებას, რომელიც მხილველებისგან დაწერილია, რაც მოახდინა ცოცხალმა ქრისტემ მისი მონის მეშვეობით, ევროპაში.

ლუკა დარწმუნებული იყო, რომ უფალმა შეუერთა ის მათ, მისი სახელის განსადიდებლად. შესაძლოა ადრეც შეხვედეია პავლეს სირიის ანტიოქიაში. ახლა კი ერთად უწევდათ შრომა, ხსნიდნენ რა ევროპას - ქრისტესთვის.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ შენ ამ სამი ადამიანის მსგავსად მოგვიწოდე ჩვენც, თუმც უნაყოფოები ვართ და არ ვიმსახურებთ შენი სახელის განდიდებას მსახურებით. დაგვიფარე გაუფრთხილებელი ნავიჯებისგან და განწმიდე ჩვენი გეგმები, რათა შენ ნებას ვასრულებდეთ, გვესმოდეს დრო და ადგილი, რომელშიც შეგვეძლება შენი განდიდება.

კითხვა:

  1. რა აზრია იმაში, რომ სულიწმიდამ არ მისცა უფლება ადამიანებს თავიანთი მსახურების გეგმების განხორციელების საშუალება, და მოუწოდა ახალ მსახურებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:40 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)