Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 015 (Edification through the Ministry)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

7. სწავლა-დარიგება მოციქულთა მსახურების მეშვეობით (საქმეები 2:37-41)


საქმეები 2:37-38
37 ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?” 38 ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

სულიწმიდა ვერ დაივანებს ადამიანში თუ ის წრპელად არ მოინანიებს და არ მიატოვებს საკუთარ წარსულს. ნებისმიერი ცოდვა - დანაშაულია ღმერთისა და მისი ცხებულის წინაშე. აი რატომაც ამსხვრევს სულიწმდია შენ გულში დაუმორჩილებლობას, სანამ შემოვა შენში, რადგან მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო ბოლომდე განწმედილი. სულიწმიდის ეს სასამართლო ასევე დიდი კურთხევაა, კურთხევებს შორისაც კი უდიდესი. ვინც თავმდაბლობით იღებს სულიწმიდის შენიშვნებს ის არ მოხვდება საბოლოო სასამართლოზე, არამედ სამუდამო სიცოცხლეში გადავა.

იუდეველები უმალვე გაეშურნენ მოწაფეების სახლსიკენ, როდესაც სულიწმიდის ქარიშხვლი გაიგონეს. პეტრეს სიტყვები შეეხო მათ და გამოიწვია ტკივილი და განგაში. მათ დაინახეს, რომ ღმერთის წინაშე დგანან, მკვლელებისა და უღირსების მსგავსად. მათ არ დაუწყიათ თავის მართლება და ეჭვქვეშ არ აყენებდნენ თავიანთ დანაშაულს. პირიქით, შიშით თრთიდნენ უფლის წინაშე: „რა გავაკეთოთ?“ ეს კითხვა ორ ჭეშმარიტებას გვიხსნის: პირველ რიგში ის გვიჩვენებს ადამიანის უუნარობას, რომ გამოვიდეს თავისი რთული მდგომარეობიდან, როდესაც სულიწმიდა ამხელს მას და ნათლად მიუთითებს, რომ ის გზიდან გადავიდა. მისი თავდაჯერებულობა იმსხვრევა ისევე, რგოორც პეტრეს შემთხვევაში იყო, როდესაც უარყო იესო და მამალმაც სამჯერ იყივლა.

მეორე კი არის ის, რომ დაცემულ ადამიანს არ აქვს სრული ცოდნა ღმერთზე, თუ რას აკეთებს ის ჩვენთვის. ასეთ ადამიანს შესაძლოა მხოლოდ გულში გაუელვოს აზრმა: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ არადა კარგად იცის, რომ არაფრის კეთება არ შეუძლია, რათა საკუთარი თავი გადაარჩინოს. ყველა ჩვენი საქმე უსარგებლო და უწმიდურია წმიდა ღმერთის წინაშე. ყველა ადამიანი ცრუა თავისი ბუნებით. მას ყველაფრის თავად კეთება სურს და ისიც საკუთარი თავისთვის და არ აძლევს ღმერთს საშუალებას, რომ გადაარჩინოს ის. ბუნებრივი ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის გამოსწორებას. ის ძალდატანებით ცდილობს გაიმართლოს თავი და გამოსწორდეს. მას საკუთარი ძალებით სურს ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე. მისი საკუთარი „მე“ გაფუჭებული და ბოროტია, რომელსაც მყარად უჭირავს ის თავის ძალაუფლებაში სამსჯავროს ბოლო დღემდე.

დიდება ღმერთს, რომ პეტრეს არ დაუწყია რჩევის მიცემა თუ რა გაეკეთებინათ მათ. ნაცვლად ამისა, მან მოითხოვა, რომ აზროვნება შეეცვალათ და ქრისტე ერწმუნათ. მოქცევა არ ნიშNავს ფიზიკურ ცვლილებას, მაგალითად კუნთების ფორმას ან ტვინის მ უშაობას, არამედ ცვლილება ნებასა და დამოკიდებულებაში, რომელიც მოიცავს ჩვენი აზრების, ნებისა და გრძნობების სრულ გარდაქმნას. ეს ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ კი არ კეთდება, როგორც ტვინის გამორეცხვა დიქტატორულ ქვეყნებში, არამედ კეთილი ნებით, როგორც ახალ აღთქმაში ვხედავთ მომნანიებელ ადამიანებს, რომლებიც გახსნილნი არიან ღმერთის გამწმედი ძალისთვის. ისინი იწყებენ ღმერთის და მოციქულთა სიტყვების მოსმენას და გაგებას, ღებულობენ მას სიხარულითა და მადლიერებით.

პეტრემ უთხრა განადგურებულ ადამიანებს: „მოიქეცით თქვენი ბოროტებისგან, დაანებეთ თავი მცდელობას რომ იხსნათ საკუთარი თავი, გახსნილად აღიარეთ ყველა წარუმატებლობა და ღმერთის დაუმორჩილებლობა თქვენ ცხოვრებაში! გადაეცით თქვენი თავები წმიდას! მხოლოდ მაშინ, თქვენი მოლოდინები, მიზნები და ჩანაფიქრები აღსრულდება, და მხოლოდ მაშინ გარემოგიცავთ უფლის ნება“. მოქცევა ნიშნავს სრულ ბრუნს ადამიანის ცხოვრებაში, მიწიური გეგმებიდან და ეგოიზმიდან ღმერთისკენ მოქცევას. მხოლოდ მაშინ შეიძლება ადამიანი ღმერთის სიყვარულით იყოს გარემოცული!

ნათელია, რომ ჩვენ მოქცევას ღმერთისკენ მივყავართ ხსნამდე და ნაღველისგან განთავისუფლებამდე. მომნანიებელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია უფლის თანდასწრება და დაცვა. ამიტომაც მოუწოდა პეტრემ თავის მსმენელს იესოს სახელით ნათლობისკენ. ნათლობა ნიშნავს სულიერი თვითმკვლელობა ძველი ცოდვილი ადამიანისა და კეთილი ნებით გადასვლა მხსნელის მხარეზე. მონათლული ადამიანი ქრისტეში ჰგავს ჩაფლულ ადამიანს, მაგრამ აღორძინებულს უფლის მადლით. ის ახალი ქმნილება ხდება და ახალ სიმაღლეებზე ადის. ის ქრისტეს სიმართლის ნიჭს იღებს მამის დიდებისთვის. ცოდვისგან განწმედა ჩვენი სულის სიღმეში - ნათლობის პირველი ნაყოფია. ის ვინც გაერთიანდა ქრისტესთან, იღებს უფლისგან უხილავ წარწერას სხეულზე. ის განწმედილია ღმერთის ძის მეშვობით.

ნათლობის მეორე ნაყოფი - სულიწმიდის მიღებაა. იოანე ნათლისმცემელმა ზუსტად იცოდა, რომ მისი წყლით ნადლობა მონანიებისთვის იყო მხოლოდ განსახიერება, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ იმით არის სასარგებლო, რომ გვამზადებდა ქრისტეს ნათლობისთვის. იოანე აღიარებდა: „ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე დიდია. ის სულით და ცეცხლით მოგნათლავთ თქვენ!“ და აი ახლა ამ პირველ ორმოცდამეათე დღეს, დადგა ამ სიტყვების აღსრულების ჟამი. ღმერთის ძემ მონათლა მონანიებული მკვლელები, რომლებიც ახლა მზად იყვნენ უფლის სახელი ერწმუნათ და მზად იყვნენ თავიანთი რწმენა დაედასტურებინათ წყალში ნათლობით. ბოლომდე უარყვეს საკუთარი თავი და რწმენის ფართო სფეროში შევიდნენ. ღმერთის სიყვარულმა კი ყველა მათ გაგებას გადააჭარბა.

მონათლული ხარ თუ არა ძვირფასო ძმაო? მიიღე თუ არა სულიწმიდა? თავად წყლით ნათლობა ჯერ არ განაპირობებს სულიწმიდის ჩასახლებას შენში, ნათლობა ხომ არ მოქმედებს, როგორც ნემსი. სულიწმიდა იქ ქრის, სადაც სურს, და ნათლობას რწმენის გარეშე აზრი არ აქვს. ასე, რომ დაამოწმე შენი ნათლობა, შენი ეგოიზმის შთაფლობით, რათა ქრისტე იყოს ამაღლებული შენში და გამოჩნდეს შენი სიყვარულის მეშვეობით. როდესღას მასთან ერთად სამუდამოდ იცხოვრებ. იცი თუ არა როგორი ნაყოფებით განსხვავდებიან ადამიანები, რომლებიც სულიწმიდით არიან ასევე მონათლულნი? სიყვარულით, სიხარულით, მშიდობით, სულგრძელობით, სიკეთით, გულმოწყალებით, რწმენით, თვინიერებით და თავშეკავებით. მიიღე თუ არა ეს სულიწმიდის ნიჭები შენ?

ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით, რომ შენი აღთქმა გადმოღვარე შენი ძის მეშვეობით ჩვენზე! თაყვანსგცემთ შენ, გაქებთ და გთხოვთ აავსო ყოველი მორწმუნე შენი სულით! აგვავსე შენი ჭეშმარიტებითა და სიყვარულით, რათა არ ვიკამათოთ შენი სულის ჭეშმარიტებაზე. არამედ მყარად ვიდგეთ შენი ძის გულმოწყალე სახელში!

კითხვა:

  1. როგორ ვღებულობთ სულიწმიდას? როგორი პირობით სახლდება ის მორწმუნეებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:38 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)