Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 129 (Future predictions)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 – 21:25)
5. იესო ტიბერიადის ზღვასთან (იოანე 21:1-25)

გ) იესო წინასწარმეტყველებს მომავალზე (იოანე 21:20-23)


იოანე 21:20-22
20 მობრუნებულმა პეტრემ დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, უბეზე რომ მიეკრა სერობისას და ჰკითხა: უფალო, ვინ არისო, შენი გამცემი? 21 დაინახა რა იგი პეტრემ ჰკითხა იესოს: "უფალო, ამას რაღა მოუვა?” 22 იესომ უპასუხა: "თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი”.

პეტრემ გაიგო იესოს მოწოდება, რომ ფარა ემწყემსა. მაგრამ ვინაიდან იოანე იყო ყველაზე უმცროსი, პეტრეს აინტერესებდა, როგორ მოექცეოდა იესო იოანეს. გაუშვებს სახლში თუ დატოვებს, როგორც სიკვდილისთვის მებრძოლს? შესაძლოა პეტრეს სიტყვებში ეჭვი გაერია, რადგან ცნობილი იყო, რომ იეოსოს იოანე ყველაზე მეტად უყვარდა. საიდუმლო სერობის საღამოს, პეტრემ სწორედ იოანეს მისცა ნიშანი კითხვა დაესვა იესოსთვის გამცემის შესახებ. იესო ნებას რთავდა იოანეს, როგორც ჩვილს თავი მიედო მის მკერდზე. იოანე იმდენად იყო მიჯაჭვული იესოზე, რომ იდგა ჯვართან და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა. მან პირველმა დაიჯერა ქრისტეს აღდგომა და პირველმა იცნო იესო თევზაობის დროს. როდესაც იესომ პეტრე მოიხმო, იოანე უკვე იყო იესოს მიმდევარი. მისი გული უფალთან ერთი მთლიანი იყო. ის ყველაზე ახლოს იყო იესოსთან.

შესაძლოა პეტრე ეკითხებოდა იესოს, ექნებოდა თუ არა იოანესაც ისეთივე დასასრული, როგორიც მას, თუ ეს განსაკუთრებული პატივი მხოლოდ მისი იყო. ამაზე იესომ მთავარ მოციქულს უპასუხა, რომ მან არ დააყენა ის შემდგომი ზედამხედველობისთვის. პეტრე მათთვის უფროსი ძმა უნდა ყოფილიყო, პირველი თანასწორთა შორის. მან არ უნდა იღელვოს იოანეს ბედზე, ვინაიდან ის უფლის მიმდევარია და არა თავისი. ყველა მორწმუნეს პირდაპირი კავშირი აქვს თავის უფალთან. ჩვენ ვხედავთ, როგორც მჭიდროდ მოქმედებდნენ ეს ორი მოწაფე ერთად. პეტრე გამუდმებით მოციქულების ნაცვლად საუბრობდა, იოანე კი უჩუმრად მხარს უჭერდა მას ლოცვითა და მოთმინებით, რათა ეკლესიაში ჯანსაღი სწავლება ჩამოყალიბებულიყო, ზეგავლენას ახდენდა რა თავისი ლოცვებით სულიერ ზრდაზე (საქმ. 3:1; გალ. 2:9).

იესოს სიტყვებიდან იოანეზე, ჩანს, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა ხანგრძლივად ვიცხოვრებთ თუ ხანმოკლედ იესოს გამო. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება და გამუდმებული მორჩილება ქრისტესი, რწმენით. იესო არ ”ჭრის” მოწაფეებს სტანდარტულად, არამედ ყველას განსაკუთრებულ გზას უმზადებს, უფლის სადიდებლად.

ჩვენ არ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ იოანე ჯვარს აცვეს. ის ალბათ საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, რადგან არ თვლიდა თავს მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელიც არ უხსენებია თავის სახარებაში. იესომ პეტრეს უბრძანა მხოლოდ მისთვის ემზირა და არ ენერვიულა სხვა მოწაფეებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც არ უნდა ვრისხდებოდეთ სხვების საქციელებზე, არამედ ვეცადოთ გავიგოთ ღვთის ნება საკუთარ ცხოვრებაში და გავყვეთ მას ისე, რომ პირობები არ წავუყენოთ იესოს. სწორად გავყვე იესოს - ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანის ჭეშმარიტი დევიზი.

იესომ ძალიან მარტივად მოუთხრო მოწაფეებს საკუთარი მეორედ მოსვლის შესახებ. მათ შორის არ ყოფილა კამათი, მოვა თუ არა ის. ქრისტე არასდროს იტყუება. მისი მეორედ მოსვლა გარდაუვალია და აღსრულდება და ეს იქნება მსოფლიო ისტორიის ბოლო მიზეზი. ყველა მოწაფის აზრი მისი მოსვლის ფაქტით იყო გარემოცული. იესო დიდებაში მოდის. ელოდები თუ არა მას და ამზადებ თუ არა გზას სიმღერებით, დამოწმებებით და წმიდა ცხოვრებით? ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით ქრისტეს მოსვლისთვის და გვსურს მალე შევხვდეთ მას. მის თანდასწრებაში ჩვენ მრავალ მორწმუნეს შევუერთდებით, რომლებიც რწმენით მიყვებოდნენ მას და არა სხვებს.

იოანე 21:23
23 ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?

იოანე ხანდაზმულობამდე ემსახურებოდა ეკლესიებს და ის გახდა ქრისტეს მოსვლის მოლოდინის სიმბოლო. მასზე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მეორედ მოსვლამდე არ გარდაიცვლებაო. პავლესაც სურდა, რომ იესო მალე მოსულიყო და სიკვდილით კი არ მომკვდარიყო, არამედ ატაცებული ყოფილიყო ზეცაში. თუმცა იოანე რეალობას უყურებდა და იცოდა, რომ ზეცის გახსნა და იესოს მეორედ მოსვლა არ გამორიცხავდა მის სიკვდილს. უფალი დარჩა კეთილ მწყემსად და მას ყოველი მოწაფე განსაკუთრებული დანიშნულებით მიყავდა.

ლოცვა: უფალო იესო, დიდებული მხსნელი და ერთგული მწყემსი ხარ. მადლობა, რომ პეტრე, იოანე და ყველა სხვა მოწაფე განსაკუთრებული გზებით მიგყავდა შენი სახელის სადიდებლად და მათაც განგადიდეს შენ სიცოცხლითა და სიკვდილით. მიგვეცი მადლი მოგყვეთ მხოლოდ შენ! ჩვენი ნათესავები და ახლობლები ან მიზნით წაიყვანე - შენ მეორედ მოსვლისკენ, რათა სიხარულით ემზადებოდნენ შენი დაბრუნებისთვის!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს ბოლო სიტყვები, იოანეს სახარებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)