Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 006 (The Baptist prepares the way of Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

2. იოანე ნათლისმცემელი უმზადებს გზას ქრისტეს (იოანე 1:6-13)


იოანე 1:9-10
9 იყო სინათლე ჭესმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს. 10 იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შექიმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.

ქრისტე - ჭეშმარიტი სინათლეა ამ წუთისოფელში. ათასობით წლების წინ, სულიწმიდა წინასწარმეტყველების ბაგეებით წინასწარმეტყველემდა ამ მოვლენის შესახებ. ძველი აღთქმა სავსეა წინასწარმეტყველებებით ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შესახებ. ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველმა ესაიამ გვამცნო: “რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება“ (ესაია 60:2).

სიტყვა “მშვიდობა “ იმ მუხლებში, რომლებსაც ახლა ვარჩევთ, ნახსენებია ოთხჯერ. იოანე წინასწარმეტყველისთვის ეს სიტყვა მიახლოებულია სიტყვასთან “სიბნელე“, როგორც წერია 1იოანეს 5:19 : “ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს“.

თავიდან ქვეყნიერება არ იყო ბნელი იმიტომ, რომ ღმერთმა ის კეთილი შექმნა ქრისტეს მეშვეობით. მთელ ქვეყანას ავსებდა უფლის მადლი და სილამაზე. “იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად (დაბადება 1:31). ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. მან ადამიანი თავისი ნათებით შემოსა, რათა მათ, როგორც სარკეს აერეკლათ შემოქმედის სინათლე.

თუმცაღა ადამიანები გაამაყდნენ და ბოროტებას მიეცნენ. მათ გულებში უფალთან ურთიერთობა აღარ იყო, და გულში ბოროტების სული შეუშვეს. როდესაც ადამიანი ღმერთს შორდება, ის თავისთავად ხდება ბოროტი, როგორც დავითმა აღიარა მე-13 ფსალმუნში: “თქვა უგუნურმა თავის გულშ: “არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი“.

ოანე ნათლისმცემელი ამოწმებს, რომ ქრისტე ამ ბოროტ ქვეყანაზე მოვიდა, როგორც მზე, რათა თავისი შუქით ნელ-ნელა გაფანტოს სიბნელე. ის არ დაგვატყდა თავს, როგორც დამბრმავებელი ჭექა-ქუხილი, არამედ შეუმჩნევლად შევიდა ადამიანტა ცხოვრებაში და გაანათა. უფალი არ მოსულა, როგორც მოსამართლე, არამედ როგორც მხსნელი და გამომსყიდველი. ყველა ადამიანი საჭიროებს ის შუქს, რომლითაც იესო მოსავს ადამიანებს. ამის გარეშე ისინი კვლავ სიბნელეში დარჩებიან. ქრისტე - ჭეშმარიტი შუქია, რომელიც ყველა ადამიანს ანათებს და არ არის სხვა სინათლე მის გარდა. ვინც სახარების მეშვეობით ღებულობს ამ ქრისტესმიერ სინათლეს, ეცვლება ხასიათი, და თავად ხდება სხვებისთვის სინათლე.

გაიგე თუ არა,რას ნიშნავს სიტყვები “შემოქმედი მოვიდა თავის მსოფლიოში“? მფლობელი შევიდა თავის საკუთრებაში. ხელმწიფე თავის ხალხს მოევლინა და ეჩვენა. რომელი გამოიღვიძებს და მოემზადება მისი მოსვლისთვის, ვინც გაიგო მისი მიზანი და შეისწავლა მისი მცნებები? ვინ შეძლებს ხელი გაუშვას წუთისოფლის საზრუნავებს და შეეგებება ღმერთს, რომელიც თავისი დიდებით მოდის? ვინ გამოიცნობს მისი დიდებული მოსვლის ჟამს?

და, აჰა, ცოდვილთა შორის გამოჩნდა უფალი. არა ბრძენი და განდიდებული, არამედ თავმდაბალი და მშვიდი. მას არ უნდოდა თავისი სინათლით, დიდებითა და ბრწყინვალებით ხალხის დაბრმავება. მან მორჩილება, სიყვარული და სიმართლე დაგვანახა. სიამაყეს, სამყაროს შექმნიდანვე მივყავდით დაღუპვალმდე. მაგრამ ამაღლებულმა თავი მორჩილებაში გაგვიცხადა. ეშმაკს სურდა ყოვლისშემძლე, ბრწყინვალე და ბრძენი ყოფილიყო, როგორც ღმერთი, - იესო კი როგორც ჩვილი მოგვევლინა, რომელიც უმწეო ბაგაში იწვა. მორჩილებით, თავმდაბლობითა და სათნოებით მოიგერია ქრისტემ ქვეყნიერება და ბოროტი სული. ის გამოჩნდა ყველაზე დაბალ ფენაში, რათა წამოეწია და გადაერჩინა ისინი.

ყური მოაპყარ, ადამოანო! ამ სიტყვებს მოყვება საშინელი სიტყვები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნიერებამ არ მიიღო და აღიარა სინათლე! ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ მათ შორის ღმერთის ძე ცხოვრობდა. ყველა თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა თუ მეცნიერების მიუხედავად, ისინი გაქვავდნენ, დაბრმავდნენ, ბნელ და დაუნდობელ ხალხად იქცნენ. ისინი უთქმელ საქონელს დაემსგავსნენ, რომელთათვისაც მთავარი დანაყრებაა, და ვერ დაინახეს, რომ მათ შორის თავად ღმერთი იდგა, ვერ იცნეს თავიანთი შემოქმედი და არ მიიღეს ქვეყნიერების მოსამართლე, როგორც საკუთარი მსხნელი.

ამ მწარე სიმართლეში, ღმერთის სამეფოს პრინციპია ჩადებული: ჩვენ არ ძალგვიძს შევიცნოთ ღმერთი მხოლოდ ჩვენი ადამიანური გონებითა და ძალით. ქრისტეს სიყვარულის შეცნობა მადლით გვაქ საჩუქრად. თავად სულიწმიდა მოგვიწოდებს სახარებაში, გვმოსავს თავისი ნიჭებით ჭეშმარიტი რწმენის მეშვეობით. ამიტომაც უნდა მოვინანიოთ და არ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ გონებასა და გრძნობებს. ჩვენ ყველამ უდა გავხსნათ ჩვენი გული და შემოუშვათ ჭეშმარიტი სინათლე - როგორც ყვავილები იშლებიან და იღებენ მზის სხივებს. რწმენა ქრისტეში ჭეშმარიტ შემეცნებას გვაძლევს. ეს რწმენა ჩვენში იბადება არა თავისთავად, არამედ სულიწმიდის ზემოქმედების ქვეშ, ვინც პასუხობს მის მოწოდებას.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით იმითვის, რომ ამ დედამიწაზე მოხვედი არა გასასამართლებლად ან შურის საძიებლად, არამედ სინათლის მოსატანად ყველა ადამიანში. ჩვენ ბრმები ვართ, უგუნურნი და ბოროტები. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და მოგვეცი მორჩილი გული. აგვიხილე თვალები, რათა გხედავდეთ. დაგვეხმარე არ დავეყრდნოთ ჩვენ გონებას. გახსენი ჩვენი გული, რათა იქ შენმა შუქმა შემოაღწიოს, რომელიც აცოცხლებს ყოველივეს. და რომ შენი სულწიმიდის ძალაში ვცხოვრობდეთ.

კითხვა:

  1. რა კავშირია ქრისტეს სინათლესა და ქვეყნიერების სიბნელეს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)