Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 132 (Parable of the Mustard Seed and Parable of the Leaven)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

c) იგავი მდოგვის მარცვალზე და საფუარზე (მათეიესო 13:31-35)


მათეიესო 13:31-32
31 სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში. 32 იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს“.
(ეზეკიელი 17:23; მარკოზი 4:30-32; ლუკა 13:18-19)

ასანთი პატარაა, მაგრამ დიდ ცეცხლს იწვევს. ასევეა უფლის სიტყვა. ის როგორც პატარა ნაპერწკალია, შეიძლება აალდეს და შემდგომ მსოფლიო მასშტაბის ხანძრად გადაიქცეს. ქრისტე ღმერთის სიტყვის ძალისკენ მიგვმართავს, რომელიც ნელა მოქმედებს, თუმცა დამაჯერებლად. ვინც მოწმობს ქრისტეს სახელზე და გადარჩენაზე, მას მოთმინება უნდა გააჩნდეს, რადგან სიტყვას ქრისტეს ჯვრის შესახებ თან სდევს აღორძინების ძალა. მსოფლიო უამრავი წიგნია სწავლებებითა და იდეებით გაჯერებული, რომელსაც ადამიანისთვის ძლიერება მოაქვს და ჯვარს აკნინებს. მაგრამ სხვა არცერთი წიგნი არ გაიცა ამხელა ტირაჟებით, როგორც სახარება, რადგან მილიონობით ადამიანი მსოფლიში დღეს ნუგეშს, ძალას და საუკუნო სიცოცხლეს იღებენ სახარებიდან.

ქრისტე თავს ადრის დამცირებულ მდოგვის მარცვალს, რომელმაც მეტი ხე გაზარდა. მან თავისი ტოტები დედამიწის კიდეებზე გაისროლა და ახლა ნაყოფი ყველა ერში მოაქვს. ქრისტეს ირიბი გავლენა მსოფლიო კულტურაზე და მისი ქრისტიანული აზრები ბევრად ძლიერია, ვიდრე გვგონია. ხეზე მსხდომი ჩიტები არ არიან თავად ხის ნაწილი. ასევეა ადამიანები, რომლებიც სარგებელს იღებენ ქრისტესგან, მაგრამ მასში არ არიან. ხოლო ვინც ირწმუნებს მის სიტყვას და ჩაუღრმავდება, ის თავის გულში მშვიდობას, სიხარულს და სიკეთეს იძენს.

მათეიესო 13:33-35
33 სხვა იგავიც უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”. 34 ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35 რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”.
(მარკოზი 4:33-34; ლუკა 13:20-21; ფსალმუნი 77:1-2)

ქალი საფუარს დებს პურში, რათა უფრო სასიამოვნო გახადოს ის. ასევე უნდა „ჩავდოთ“ სიტყვა ჩვენს გულებში, როგორც განძი, რათა ამ სიტყვის მეშვეობით განვიწმინდოთ (იოანე 17:17).

როგორც საფუარი ამზადებს პურს გამოსაცხობად, ასევე ღმერტის სიტყვა ცვლის ადამიანის გახრწნილობას და ხდის მართალს და გამოსადეგარს. ქრისტეს მოქმედების გარეშე ბოროტები და ზარმაცი ეგოისტები ვართ, მაგრამ სულიწმინდა გვაძლევს შესაძლებლობას გარდავიქმნათ და ვემსახუროთ და ვილოცოთ ჩვენი მაწყევრებისთვის. როგორც საფუარი მოქმედებს ჩუმად და შეუმჩნევლად, ასევე მოქმედებს სულიწმინდა მორწმუნე ადამიანის გულში.

ღმერთის სიტყვის გარეშე ქვვეყნიერება დარჩება ღარიბად, უძლურად და დაღუპულად. ამ სიტყვებშია მთელი ღმერთის ძალა, მათშია დაფარული მისი სამეფოს ნიჭები. ბიბლია, სუფთა ოქროზე უძვირფასესია. ისწავლე ზეპირად ბევრი ბიბლიური მუხლი და მოაგროვებ შენთვის ბევრ განძს, რომელიც სამუდამოდ გექნება. ეს სიტყვები შენში ძალად იქცევა, სხვებს გარდაქმნის და მრავალ ადამიანს მოუტანს სიხარულსა და ბედნიერებას.

საფუარი ფქვილში აქტიურად მოქმედებს: „ღმერთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია“ (ებრაელთა 4:12). საფუარი მოქმედებს ჩქარა თუმცა თანმიმდევრულად. ასევე სიტყვა მოქმედებს თანმიმდევრულად, ნელა და შეუმჩნევლად (მარკოზი 4:26), ამავდროულად ძალით და შეუპოვრად. ის არ წარმოქმნის ხმაურს, სწორედ ასე მოქმედებს სულიწმინდა. საფუარს, რომელიც ფქვილის შიგნითაა, საქმე დასასრულისკენ მიჰყავს და წუთისოფლის ძალები ვერ შეაჩერებს ამ პროცესს. ვერავინ გამოიკვლევს, როგორ ხდება, რომ პატარა საფუარი მთელ ცომს აფუებს.

ლოცვა: მადლობა მამაო, რომ შენი სიტყვა დათესე ჩვენს გულებსა და ოჯახებში. გვჯერა, რომ შენი სიტყვა არ დაგვიბრუნდება დამჭკნარი, არამედ ძლიერად იმოქმედებს, ჩამაგრებულს დაანგრევს და ცოცხალ ხეებად აქცევს მათ, რომელიც მრავალ ნაყოფს მოიტანს. „გააფუე“ ჩვენი ერები სულიწმინდით და დაიწყე ჩვენიდან - გაგვწმინდე, რათა ყველა გონიერ და კეთილ ადამიანებად ვიქცეთ!

კითხვა:

  1. რას გვასწავლის იგავი მდგოვის მარცვალსა და საფუარზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 16, 2023, at 04:18 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)