Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 131 (Parable of the Tares)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

b) ხორბლისა და ღვარძლის იგავი (მათეიესო 13:24-30 and 36-43)


მათეიესო 13:24-30 and 36-43
24 სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25 როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა. 26 ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27 მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია? 28 მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ. 29 მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. 30 გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
(მათე 3:!2; 15:13; გამოცხადება 14:15) 36 მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”. 37 მან პასუხად მიუგო: "კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა. 38 ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი. 39 მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან. 40 ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს. 41 წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს, 42 და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43 მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! (დანიელი 12:3; მათე 24:31; იოანე 8:44; 1კორინთელთა 3:9)

მთელი ქვეყნიერება - უფლის სამკალია. ყველა ერში თესავს ქრისტე თავის თესლს. და ეს თესლი სწალება არაა, არც წიგნი და სიტყვა, არანედ ადამიანები. ყოველი წმინდა სულისგან შობილი ქრისტეს ხელში თესლის მსგავსია. ქრისტე მას მიწაზე აგდებს. შედარება, რომ მოვიყვანოთ ის უნდა მოკვდეს თავისი ხორციელი ბუნებისთვის და სურვილებისთვის და სწორედ მაშინ ღმერთის ძალა მასში მრავალ ნაყოფს მოიტანს. მისი მსახურები საკუთარი თავის უარყოფის გარეშე ვერ მოიტანენ ბევრ ნაყოფს.

ჩვენს სამყაროში ყველა კეთილი ნაყოფი ქრისტეს მიერ არის დათესილი. ჭეშმარიტების ქადაგება, სიკეთე, სულის განწმენდა - ყველაფერი ეს ქრისტეს კეთილი თესლია. მსახურები ქრისტეს ხელში, როგორც იარაღები არიან.მათი დახმარებით ის კეთილ თესლს თესავს. ისინი მსახურობენ მისი შემეცნებითა და მმართველობით და მათი შრომის წარმატება დამოკიდებულია უშუალოდ მის კურთხევაზე. ამ იგავში ქრისტე ეშმაკის ჩანაფიქრს ხდის ფარდას ღმერთის თესლთან დაკავშირებით. ღვარძლი ეს არიან ეშმაკის სულისგან შობილი ადამიანები, რომლებიც ბოროტმა ღმერთის სიტყვისგან შობილებთან მოახვედრა. არც თუ ისე იშვიათია, რომ ამ ორი საწინააღმდეგო ტიპის ადამიანები ცხოვრობენ ერთ ოჯახში და სწავლობენ ერთ კლასში. ისინი ერთნაირად ფიქრობენ მეცნიერებასა და კულტურაზე. მათი უმალ გარჩევა რთულია, ვინაა ეშმაკისგან და ვინ ღმერთისგან, მაგრამ ადრე თუ გვიან ნაყოფებით მივხვდებით, ვინ რა სულისაა. ერთ ადამიანში ვერ იცხოვრებს სიყვარული და სიძულივილი, თავმდაბლობა და საიმაყე. უნდა გავარჩიონ სულები, რადგან ეს იქნება ანგელოზის საქმე სასამართლო დღეს.

იქამდე კი მოთმინებით უნდა ავიტანოთ ღვარძლი, თუნდაც ზიანს გვაყენებდნენ. ახლა თუ ღვარძლი ხორბლის ადგილს იკავებს და მას ძალას აცლის, დადგება დრო, როდესაც ძე კაცია მოვა დიდებით, ის წარმოგზავნის ანგელოზებს რათა გაარჩიონ ხორბალიღვარძლისგან.

რვარძლი - ეშმაკის შვილები არიან, რადგან ის თავადაც ბოროტია. იმისდამიუხედავად, რომ არ ატარებენ ეშმაკის სახელს, მათ მისი ხატება აქვთ, იქცევიან მისი სურვილისამებრ და მონაწილეობენ მათ აღსრულებაში. ის მეფობს მათზე და მოქმედებს მათში (ეფესელთა 2:2; იოანე 8:44). ისინი - ამ წუთისოფლის საკმლის ღვარზლები არიან. მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ და არა სიკეთე. თავად არავითარი სარგებელი არ აქვთ და სხვა კეთილ თესლსაც აზიანებენ, წარმოქმნიან რა ცდუნებებს და დევნებს. იმისდამიუხედავად, რომ თანაბრად ეცემათ წვიმა და მზეც თანაბრად ხვდებათ, და რომ ყველა ერთ კეთილ ნიადაგზე იზრდება, არიან რა უსარგებლო ბალახი, ვერაფრით ამკობენ ბაღს მშვენიერებით.

წუთისოფლის ურჩი ძეები დაიწვებიან, როგორც ურჯულონი, ხოლო უფლის შვილები გაბრწყინდებიან გარდაქმნილი სხეულებით. როგორი მ შვენიერია აღთქმა: მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში“ (მათე 13:43). ყურადღებით შეისწავლე ამ მუხლის ყოველი სიტყვა და დაინახავ როგორი დამდაბლებული მიმართავ ღმერთს, რათა კეთილ თესლად გაქციოს.

როდესაც ეშმაკს დედამიწაზე ბოროტება მოაქვს, ცდილობს დაფაროს ის. თუკი მისი ბოროტი განაზრახი შესამნჩნევი გახდა, მისი გეგმები ჩაიშლება. ღვარძლი არ გამოჩენილა, სანამ არ წამოიზარდა ხორბალი და არ მოიტანა ნაყოფი. ადამიანის გულში მრავალი ბოროტებაა, რომელიც კარგადაა შენახული რელიგიურობის ხალიჩის ქვეშ. საბოლოო ჯამში ის აუცილებლად გამოჩნდება. ღვარძლი და ხორბალი დიდი ხანი იზრდებიან გვერდიგვერდ, მათი გარჩევაც კი რთულია. მაგრამ როდესაც დგება გამოცდის ჟამი, როდესაც ნაყოფი უნდა მოიტანო, აკეთო სიკეთე და გადაწყვეტ კარგად დააკვირდე, შეძლებ ფარისევლობისა და სიწრფელის გარჩევას. აი მაშინ შეგვიძლია ვთქვათ: „ეს ხორბალია, ეს კი ღვარძლი“.

ქრისტე ან განიკითხავს თავის ერთგულდა გულმოდგინე მსახურებს. ამიტომ არ გაბრაზდე, თუ ეკლესიაში კეთილები და ბოროტები, ფარისევლები და წრფელები შეერევიან. გამოცდები აუცილებლად მოვლენ. თუკი ვასრულებთ ჩვენ მოვალეობას, მაგრამ ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს, ჩვენ პასუხს ვაგებთ ამ წარუმატებლობისთვის. რაც არ უნდა გავაკეთოთ ბოროტი დათესავს ღვარძლს. თუკი თავად არ ვთესავთ მათ, არ ვრწყავთ და ხელს არ ვუწყობთ ზრდაში, ამისთვისაც არ მივიღებთ სასჯელს.

ვერც ერთი ადამიანი შეუცდომლად ვერ განარჩევს ხორბალს და ღვარძლს. ადამიანი ცდება. ამიტომაც უფალმა თავისი სიბრძნით მისცა უფლება ღვარძლს ეზარდა ხორბალთან, რათა შემდგომ ხორბალი საფრთხისგან დაეცვა. ცხადია ზედმეტად თავხედი ადამიანები მაშინვე უნდა მოვიშოროთ. ასეთები აშკარა ეშმაკის შვილები არიან და არ უნდა მიუშვა საიდუმლოებებთან. ამავდროულად მკაცრი ზომები შეიძლება შეცდომით მივიღოთ ან არასწორად, და ეს გამოიწვევს ღმერთის შვილების მიმართ ბრალდებებს. ამიტომ ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ეკლესიაში მყოფი ცოდვილების მიმართ, რათა მათთან ერთად ხორბალიც არ ამოვძირკვოთ.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ბუნებით უწმინდური სულების შვილები ვართ. შეცვალე ჩვენი აზროვნება, რათა განვიწმინდოთ და ავივსოთ შენი სულით! გვინდა შენი სიყვარულის შვილები ვიყოთ, რათა დაინახონ ჩვენში კეთილის მქმნელნი და გადიდონ შენ ყველა ჩვენი ქცევისთვის, რომელიც შენი მადლიღ გვაქვს!

კითხვა:

  1. როგორი იქნება უფლისმიერი მკა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 04:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)