Previous Lesson -- Next Lesson
d) იგავი მინდორში დაფარულ საუნჯესა და ძვირფას მარგალიტზე (მათეიესო 13:44-46)
მათეიესო 13:44-46
44 ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. 45 კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს; 46 როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის. (მათეიესო 19:29, ლუკა 14:33, ფილიპელები 3:7)
დიდი ხნის წინ ერთ ქალაქში გზის პირზე იდგა მაღალი გორაკი. ადამიანები მასთან გვერდს ავლით დადიოდნენ, არ აქცევდნენ რა მას ყურადღებას. იმ გორაკზე ძველი ქალაქის ნარჩენები იყო და ყველაზე ძვირფასი კედლებზე ძველი წარწერები გახდათ. ერთხელაც, როდესაც გლეხი ასწორებდა მიწას, მან ძველებური საკეტი, ძვირადღირებული ჭურჭელი და წარწერები, რომლებიც კედელზე იყო დატანილი. მალევე ამ გორაკზე მოვიდნენ მეცნიერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ძალიან ხარობდნენ ამ ახალი აღმოჩენის გამო.
ადამიანები ისევე გადიოდნენ იმ გორაკის გვერდზე და ვერ ამჩნევდნენ იქ დაფარულ სიმდიდრეებს, როგორც დღეს გადიან ქრისტეს მიღმა, ვერ ხედავ რა მასში ბედნიერებას და ნეტარებას. ყველა ვინც მასთან მიდის ჯვარცმულის რწმენით, უფალი აძლევს სამუდამო პატიებას და გამართლებას საუკუნო სიცოცხლისთვის. ვინც რწმენით ეკრობა იესოს, ის მუხლებზე ეცემა, თაყვანსსცემს მას და აძლევს მას თავის ცხოვრებას, უსასყიდლო გამოსყიდვის მადლიერების ნიშნად. ყველა თქვენი მიზანი, სიხარული და იმედები არაფრად ღირს ღმერთის ძესთან შედარებით. მიეცი მას სრულად შენი თავი, და ყველაზე ძვირფასს მიიღებ.
ვისაც სურს ქრისტესგან პატიება მიიღოს, ის მზად უნდა იყოს გაიღოს ყველაფერი მის გამო და მიატოვებს რა ყველაფერს, გაყვეს მას. ის რაც ქრისტეს ეზიზღება, რაც ჩვენ სიყვარულთან და მსახურებასთან არ არის თანხმობაში, სიხარულით უნდა უკუვაგდოთ, როგორი ძვირფასიც არ უნდა ჩანდეს. ოქროს ყიდვა ძვირად შეიძლება, მაგრამ ამ ძვირფას მარგალიტს ვერ იყიდი ვერანაირი ფულით!
მრავალი ვერ პოულობს ქრისტეს შემთხვევით. მათ მრავალი წიგნის გამოკვლევა უწევთ, რათა მიხვდნენ მოვლენათა მთლიან არსს. ისინი იძენენ უნარებს, რათა გაარჩიონ ძვირფასი ჭეშმარიტება. შეიცნობენ რა ქრისტეს მისი ჭეშმარიტი არსით, დაინახავენ რა მის სიყვარულს, ისინი აღფრთოვანებაში მოდიან. მალევე ისინი აცნობიერებენ, რომ არაფერი ედრება დედამიწაზე მღვთიურ სიყვარულს. ამიტომაც მოშორდებიან თავიანთ ფუჭ ფილოსოფიას, რათა შეიძინონ ერთადერთი ძვირფასი მხსნელი.
შენ უეცრად იპოვე ქრისტე თუ ბევრი კვლევის და ძიების შემდეგ? ეძიე მჯისი წყალობა, ილოცე და იკითხე ბიბლია! ჩვენ იმის მოწმეები ვართ, რომ მან გვიპოვა და საკუთარი თავი მოგვცა!
ლოცვა: მამაო ზეციერო, ჩვენ არ გვიძებნიხარ, არც შენი ძე გვიძებნია, თავად გვეძებდი და გვიპოვე. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ზრუნავ ჩვენზე და გთხოვთ, გაგვანთავისუფლე ყოველგვარი მიწიური მიჯაჭვულობისგან, დაე მივატოვოთ ყოველივე, რაც ხორციელია და შევიძინოთ ძე. მრავალ ადამიანს ეჩვენე და მიატოვებენ რა მიწიურ აზრებს იქნებიან შენ მადლში!
კითხვა:
- რატომ არის ქრისტე ზვირფასი საგანძური?