Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 078 (The Two Ways)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

c) ორი გზა (მათეიესო 7:13-14)


მათეიესო 7:13-14
13 შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი. 14 რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
(მათე 19:29; ლუკა 13:24; საქმეები 14:22)

ღმერთი გეძახის, რათა მიხვიდე მასთან, მაგრამ სად არის ზეცის კარები? ქრისტემ თქვა: ,,მე ვარ კარები“, და ვერავინ შევა სამოთხეში, ვინც არ მიიღებს ღმერთის სიყვარულის განკაცებას, რომელიც იესოა. მან იტვირთა შენი ცოდვები. მასში შენ შეგიძლია მიუახლოვდე ღმერთს ისე, რომ შენი ცოდვები არ ზიდო.

თუ არ განთავისუფლდები შენი ცოდვებისგან, ვერ შეხვალ ამ მჭიდრო კარიბჭეში. ჩვენ უნდა მივიდეთ და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ის კი გაგვასუფთავებს და გაგვწმენდს. ჯვარი - ეს კარები ან ჭიშკარია, რომელსაც ზეცაში მივყავართ.

ფართო გზაზე ბევრ თავისუფლებას იპოვი. ამ გზაზე ჭიშკარი ფართოდ არის გაღებული და შენ მარტივად შეგიძლია გაიარო მასში შენი სურვილებით და არაფერი შეგიშლის ხელს იოცნებო და დატკბე ყველაფრით, რასაც მოისურვებ. აქ შენ შეძლებ ,, იარე შენი გულის გზებისა და თვალთა წადილის მიხედვით,“ (ეკლესიასტე 11:9), ვინაიდან ეს გზა საკმაოდ ფართოა. ამ გზაზე სრული თავისუფლებაა, მრავალი ადამიანი სცოდავს და მიყვება გზებს, რომლებიც ღმერთმა იცის სად მიდის - ყველა სხვადასხვა მხარეს, - მაგრამ ყველა გზა გადის ამ ფართო გზაზე.

მრავალი შევა ამ კარებში და ივლის ამ გზით. თუ ჩვენც გავყვებით ამ მრავალ ადამიანს, დიდ ბოროტებას ჩავიდენთ. თუ ბრბოსთან ერთად წავალთ, არასწორ გზაზე აღმოვჩნდებით. ჩვენთვის სავსევბით ბუნებრივია ვმოძრაობდეთ დინებისაკენ და ვიქცეოდე, როგორც ყველა. მაგრამ გვინდა თუ არა, რომ მათთან ერთად ვიყოთ ჯოჯოხეთისთვის განკითხულნი? მათ ხომა არ სურთ ზეცაში მოხვედრა! თუ ყველა დაღუპვისკენ მიდის, ჩვენ უფრო ბრძენი უნდა აღმოვჩნდეთ.

იესოს მიყოლა არ არის მარტივი. ამ გზაზე გამუდმებით ფხიზელი უნდა იყო, იყურო გვერდებზე, რათა სადმე არ გადავარდე. ნუ შეგეშინდება საფრთხეების, რომლებიც მწვერვალებიდან მოდიან, არამედ მიყევი შენს ლიდერ იესოს, მიეჯაჭვე მას რწმენის ძაფით, რათა არ დარჩე ფსკერზე და მიხვიდე მწვერვალამდე, რაც შენი ცხოვრების მიზანია.

ქრისტეს მიმდევრების რიცხვი დიდი არ არის. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მისი სიყვარულის გზა მშვენიერია. ისინი მიესწრაფიან სურვილების და ოცნებების გზებს, ამაყობენ და ღმერთის მცნებებს აბიჯებენ, მრუშობენ და ფსკერამდე ჩადიან, თვლიან რა რომ კარგები და მართლები არიან, რომლეთაც მხსნელის მოწყალება არ სჭირდებათ. ღმერთის გარეშე მცხოვრებთ არ აქვთ ჭეშმარიტი სიხარული და ხანგრძლივი ბედნიერება. ისინი ტკბობას ეძებენ გართობაში, ლოთობასა და მრუშობაში და ამ გზას ისინი პირდაპირ საუკუნო გასამართლებასთან მიყავს.

და სად მიდიხარ შენ, რომელ გზაზე ხარ, ღმერთის გზაზე თუ ბოროტის? ნუ იჩქარებ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას. ღვთისმოშიშ ფარისევლებს ქრისტეს დროს სწამდათ, რომ ჯიბეზე ზეცის ბილეთები მოეპოვებოდათ. არ სვამდნენ, არ ეწეოდნენ, მოკრძალებულად ეცვათ, გამუდმებულად ლოცულობდნენ, ხშირად მარხულობდნენ, მოჰქონდათ მსხვერპლი და ხმამაღლა ამოწმებდნენ საკუთარ რწმენაზე. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მათი გარეგანი თაყვანისცემა არ იყო სარგებლის მომტანი, პირიქით ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ ჯოჯოხეთის ალს. ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ ცოდვებს, არ ინანიებდნენ და ამიტომაც ჩავარდნენ აშკარა სიამაყეში. ეშმაკს უხაროდა მათი ეს მდგომარეობა და ყოველგვარი სირთულის გარეშე გადაიბირა ჯოჯოხეთისკენ.

ახალ ცხოვრებაში ხელახლა შობა და აღორძინება - ეს ,,კარებია’’, რომლიდანაც ვიწრო გზაზე გავდივართ. აქ იწყება რწმენის და ღვთისმოსაობის ცხოვრება. ზეციდან შობით ცოდვილი მდგომარეობიდან გამოვდივართ და მადლის მდგომარეობაში შევდივართ. ეს ჭიშკარი მოხსენიებულია ,,ვიწროდ“, რადგანაც მათი მოძებნა რთულია და გავლაც რთულია მასში. ეს ჰგავს ორ კლდეს შორის გასასვლელს. უფალი ახალ გულს და სულს მოგცემს, მაგრამ შენ ყველაფერი ძველი უნდა მიატოვო. სულის მისწრაფებები უნდა შეიცვალოს, უნდა დატოვო ცუდი ჩვევები და ყველაფერი რაც ღმერთის მიღებამდე მიიღე. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ მოგვიწევს ცურვა, მოგვიწევს ბრძოლა გარეგან და შინაგან წინააღმდეგობებთან. ადამიანი მარტივად შეებრძოლება მთელ სამყაროს, ვიდრე საკუთარ თავს, მაგრამ ჩვენ ზუსტად საკუთარ თავთან ბრძოლას ვერ გავექცევით ვერსად. ეს კარები ვიწროა, რადგანაც უნდა დაიხარო და გახდე, როგორც ბავში, რომ იქ შეხვიდე. ჩვენი სიამაყე უნდა დამცირდეს, უნდა ვუარყოთ საკუთარი თავი, დავტოვოთ ძველი კაცი და უარი ვთქვათ ყველაფერზე, რათა ქრისტესთან ვიყოთ. ეს კარები ვიწროა, მაგრამ ზოგისთვის უფრო მეტად. მაგალითად მდიდრებისთვის და მათთვის ვინც რელიგიის წინააღმდეგ არის განწყობილი. დიახ, ეს კარები ვიწროა, მაგრამ მადლობა ღმერთს ის დაკეტილი არ არის ჩვენთვის და ცეცხლოვანი მახვილი არ დევს მასთან, თუმცა ეს მალე მოხდება (მათე 25:10).

ყველაფერი ნათელია. ჩვენს წინაშე არჩევანია: სიცოცხლე ან სიკვდილი, სიკეთე ან ბოროტება. არის ორი გზა და ამ ორ გზას აქვს ორი ბოლო. დაფიქრდი ახლა და სერიოზულად მიიღე გადაწყვეტილება, რომლის არჩევა გსურს. რათქმაუნდა პასუხი ცხადია და კამათის ადგილი არ რჩება. არავინ არ იტყვის უარს სასახლეზე და ტახტზე, თუნდაც ტალახიანი გზის გავლა მოუხდეს. თუმცა ზოგიერთი ისე სულელურად ექცევა საკუთარ სულს! ნუ აჭიანურებ, ნუ მერყეობ, შედი ვიწრო კარებში, აკაკუნე მასზე გამუდმებული წრფელი ლოცვებით და ძალისხმევით და ის გაიღება. ცხადია, რომ წმინდა მადლის გარეშე ამ ვიწრო გზაზე ვერ ვივლით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მადლი ყველას მიეცა, ვინც ეძებს მას და ემორჩილება. ზეციდან შობა და აღორძინება მარტივად არ მოდის, თუმცა მადლობა უნდა ვთქვათ, რომ შესაძლებელია თუკი არ დავაკლებთ ძალისხმევას (ლუკა 13:24).

ძმაო მოკვდი თუ არა ქრისტესთან ერთად ჯვარზე და აღსდექი თუ არა მასთან ერთად ახალი ცხოვრებისთვის? ელოდები თუ არა შენს მხსნელს სიხარულით, თუ ჯერ ისევ ცხოვრობ შენი სურვილებისთვის, ვერ აცნობიერებ რა შენს უწმინდურებას და გამუდმებულ ტანჯვას. მიდი იესოსთან, ის არის კარები, რომელსაც მიყავხარ ღმერთთან და არ არსებობს სხვა გზა, გარდა მისი.

ლოცვა: დიდებულო მამაო, შენ ხარ წმინდა სიყვარული. მაპატიე საკუთარ ტავზე ზედმეტი ზრუნვა და სხვების უკუგდება. დამეხმარო ვიპოვო თავშესაფარი შენს ჯვარცმულ ძეში, რათა გამანთავისუფლოს ჩემი მძიმე ტვირთისგან და შენ შვილებთან ერთად მოგყვებოდე შენ სიწმინდეში. დაე ყოველთვის მოვდიოდე შენთან შიშის და გამოცდის მიუხედავად, ვინაიდან შენმა ძემ შენთან ახალი აღთქმით შეგვკრა.

კითხვა:

  1. რატომ არის ღმერთთან მიმავალი ჭიშკარიც და გზებიც ვიწრო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:40 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)