Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 077 (Golden Rule)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

b) ოქროს წესი (მათეიესო 7:12)


მათეიესო 7:12
12 როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
(მათე 22:36-40; რომაელები 13:8-10; გალატელები 5:14)

იცი თუ არა, რომ ღერთს უყვარხარ, პასუხობს შენს ლოცვებს, განთავისუფლებს ეჭვებისგან, გიხსნის საზრუნავებისგან, გაშორებს უსიამოვნო გღზნობებს და მიგიძღვება სამართლიანი ცხოვრებისკენ მშვიდობაში, მსახურებასა და სისუფთავეში? ამ სიყვარულის საპასუხოდ, შენ თავზე არ უნდა ფიქრობდე. შეცვალე შენი აზროვნება და მეტად ყურადღებიანი იყავი შენი ახლობლების მდგომარეობასთან მიმართებაში. რამდენადაც გიყვარს საკუთარი თავი, ასევე გაიღე დრო და თანხები სხვებისთვის. უყურე ქრისტეს, რომელმაც ცოდვილებისთვის დადო თავი. მისი მაგალითი მთელი ცხოვრების არსს ცვლის. არ ელოდო, რომ მოგემსახურებიან, არამედ დაეხმარე ყველას, ვისაც სჭირდება, მოემსახურე და არ გადადო მერესთვის. როდესაც ქრისტეს მონები მიყვებიან მას, ღმერთი გარდაქმნის მათ უფლის ხატებად.

ქრისტე მოვიდა, რათა მოგვცეს და გვასწავლოს არა მხოლოდ ახალი ცოდნა და რწმენა, არამედ საქმეებიც - რაც უნდა გავაკეთოთ უფალთან მიმართებაში, ასევე ადამიანებთან, არა მხოლოდ ნათესავებთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან. ოქროს სამართლიანობის წესი გვეუბნება, რომ მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც ვითხოვთ, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ეს წესი ერთხაზოვნად სწორია დადებითი გადმოსახედიდანაც და უარყოფითიდანაც: ჩვენ არ უნდა მოვექცეთ სხვებს ცუდათ, როგორც თავად მოგვექცნენ ან მოგვექცეოდნენ შესაძლებლობა, რომ ქონოდათ. მხოლოდ კარგად უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვინდებოდა, რომ მოგვქცეოდნენ.

ეს წესი მთავარ მცნებაზეა დაფუძნებული: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. სხვების მიმართ იგივე სიყვარულს უნდა განვიცდიდეთ, რასაც საკუთარი თავის მიმართ და მოვექცეთ ისე, როგორც გვინდა გვექცეოდნენ ისინი. გვაქვს რა ურთიერთობა მათთან თავი მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ, მათ მდგომარეობაში შევიდეთ და შესაბამისად მოვიქცეთ. იგივე მდგომარეობაში, რო ვიყო როგორშიც ჩემი ძმაა, რომ ვიტანჯებოდე იგივე პრობლემით, როგორ მომინდებოდა, რომ მომქცეოდნენ? ასე აზროვნება არის სწორი, რადგან არ ვიცით, როდის შეიძლება აღმოვჩნდეთ იგივე მდგომარეობაში. უკიდურეს შემთხვევაში უნდა გვეშინოდეს, რომ ღმერთი სამართლიანად მოგვექცევა, გაგვიკეთებს რა იგივეს, რასაც ჩვენ სხვებს, თუმცა ასე ჩვენთვის არ გვსურდა.

ლოცვა: მამაო ზეციერო, შენ ყველა ადამიანის თაყვანისცემის ღირსი ხარ. როგორ ხშირად უკუგაგდებენ ადამიანები და გექცევიან, როგორც სულერთს, მაგრამ შენს მოთმინებაში არ გაანადგურე ისინი, არამედ ძე მიეცი, რათა მობრუნებულიყვნენ და გარდაქმნილიყვნენ შენს ხატებად. გვაპატიე, რომ არ ვაქცევდით შენს მადლს, წყალობას და ძალას ყურადღებას. შეგვცვალე ძირიანად, რათა გემსახუროთ შენ და ყველა ადამიანს ქებით და ქრისტეს მადლიერებით, ვინც ჩვენი მაგალითის იდეალია.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ოქროს წესის არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)