Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 079 (False Prophets)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

d) ცრუ წინასწარმეტყველები (მათეიესო 7:15-20)


მათეიესო 7:15-20
15 უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. 16 მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან? 17 ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. 18 არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. 19 ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. 20 ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
(მათე 24:4-5; იოანე 15:2-6; 2 კორინთელთა 11:13-15; გალატელთა 5:19-23)

ქრისტე გვაფრთხილებს ცრუ სწავლებებზე, რომლებიც თავიანთი ლამაზი გადმოცემებით იზიდავენ მათ ვინც მიდრეკილია სამართლიანობისკენ. ადამიანები რომლეთაც ეშმაკი აგზავნის ეკლესიაში, არ გამოიყურებიან სულელებივით - ისინი ფარისევლები არიან, რომლებიც თავს ჰუმანისტებად და მეცნიერებად ასაღებენ. ის შთააგონებს მათ, აძლევს ორატორულ შესაძლებლობებს, რათა მათ მიიზიდონ ადამიანები თავიანთი ხედვებით, წინასწარმეტყველებით და ეშმაკის ძალით, რომლითაც ისინი სასწაულებსაც ახდენენ.

ფრთხილად იყავი შენი სული არ მისცე არავის და არ დაუჯერო არცერთ რელიგია, არამედ ყველას სწავლება შეადარე სახარებას, ვინაიდან ვერ გიხსნის ეკლესია და მისი მწყემსი, არამედ მხოლოდ ცოცხალი ქრისტე არის ხსნა.

ვინც ქადაგებს სხვა სახარებას და არ საუბრობს ცოდვების პატიებაზე ქრისტეს სისხლის მეშვეობით, ის ჰგავს მგელს მტაცებლის გულით, მოვლენილი ცხვრის ტყავში და ნებისმიერი მწყემსი, მღვდელი თუ მიტროპოლიტი, ვინც არ ქადაგებს მაღლიდან შობაზე ქრისტეს სულით, არის დაბრკოლება სხვებისთვის, ვინაიდან ქრისტე მოკვდა, რათა ჩვენ რწმენით მიგვეღო საუკუნო სიცოცხლე.

ვინც ცდილობს შენი ყურადღების მიპყრობას იმ ზღაპრებით რაც მარხვით, მომლოცველობით და წყალობის გაღებით განწმენდას გულისხმობს - ის მატყუარაა, ვინაიდან ადამიანი მართლდება არა საკუთარი საქმეებით, არამედ მხოლოდ ღვთის მადლით. თუ ეძებ ხსნას ნუ დარჩები ღვთისმეტყველებთან და მქადაგებლებთამ რომლებიც რჯულის და წეს-ჩვეულებების მონად გხდიან, რათა დაიმსახურონ ღმერთის თვალში კეთილგანწყობა, ამ ადამიანური მსახურებით და შაბათი დღის გარეგანი განწმენდით. ამ რჯულის შესრულება არ გხდის წმინდად და არც ღმერთისთვის სასურველს. მხოლოდ ღმერთი გწმენდს და მისი სისხლის რწმენა გხდის ღმერთისთვის მოსაწონს.

ნუ ელოდები ანგელოზების ხილვას, ნათელი შუქის გამოჩენას და მკვდრებთან კავშირს. მიირბინე ქრისტესთან, რადგან ეშმაკი სინათლის ანგელოზივით არის, რომელიც მრავალ ადამიანს აცდუნებს, ახდენს ნიშნებსა და სასწაულებს, რათა ადამიანების გონება მიმართოს მისკენ და დააშოროს ჯვარცმას. თუკი გაიგონებ რაიმე ხმებს ან ნახავ სიზმრებს, არ შეშფოთდე, რადგან ეშმაკი მრავალ სიცრუეს ჩაგიჩურჩულებს, რათა თავი რჩეული წინასწარმეტყველი და დიდებული რეფორმატორი გეგონოს. აღფრთოვანდე რა საკუთარი თავით, უყურებდე სხვებს ზემოდან. მაშნვე გაიხსენე, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი ხარ დედამიწაზე და შენს მაცდუნებელს უპასუხე, რომ სუსტი და არარაობა ხარ და ისიც გაიქცევა შენგან. შეინ ერთადერთი მაღალი თანამდებობა და პატივსაცემი წოდება - ქრისტეს ხსნაშია, რომელიც ამბობს: ,,ვისაც სურს მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი აიღოს ჯვარი და მომყვეს“.

ყველა მახარობელსა და მღვდელში, ვინც მსმენელის ყურადღებას საკუთარ პიროვნებაზე იპყრობს, მასში მოღალატე სულია. ჭეშმარიტი ქრისტეს მიმდევრები მთელ ყურადღებას საკუთარი თავიდან ქრისტეს მიაპყრობენ და მსმენელს მისი რწმენისკენ მოუწოდებენ. ამიტომაც ნუ მოახდენს ადამიანების დიდება შენზე შთაბეჭდილებას, არამედ მხოლოდ ჯვარცმული ქრისტე ეძებე და მის ნაკვალევს გაყევი.

მათი პიროვნული ნაყოფებით, სიტყვებით და მოქცევებით თქვენ იცნობთ მათ. თუ გსურთ გაიგოთ სწორად ასწავლიან თუ არა, შეხედეთ მათ ცხოვრებას. მათი საქმეები დაამოწმებენ მათ მართებულობას ან უმართლოებას. მწიგნობრები და ფარისევლები ისხდნენ მოსეს შესაკრებელში და ასწავლიდნენ რჯულს, მაგრამ უმეტესი მათგანი ამაყი, ძუნწი, მატყუარა და უსამართლო იყო. ამიტომაც აფრთხილებდა ქრისტე თავის მოწაფეებს თავი შორს დაეჭირა ასეთი მსახურებისგან. თუკი ვინმე თავს წინასწარმეტყველად ასაღებს, მაგრამ უწმინდური ცხოვრებით ცხოვრობს, ეს ადასტურებს მისი სიტყვების უმართლობას. ასეთი ადამიანები და ისინიც ვინც თავის კუჭს იხდის ღმერთად და ფიქრობს ხორციელზე, არ არიან ჯვარცმული იესოს ჭეშმარიტი მეგობრები, თუმცა გარეგნულად სწორედ ასეთები ჩანან. თუკი თავად მათი ცხოვრება მოწმობს იმის შესახებ, რომ ისინი უწმინდური სულებით მართულნი არიან, შეუძლებელია ღმერთისგან განსწავლულნი იყვნენ ან მისგან წარმოგზავნილნი.

ფრთხილად იყავი, არ გეგონოს რომ ადამიანები ქრისტესთან შენ მოგყავს. თუ არ მოინანიებ და ყველა ცოდვას არ მიატოვებ და სულიერი სიკვდილის წყაროებს არ მოწყდები, გზააბნეული დარჩები და სხვებსაც შეაცდენ. სთხოვე ღმერთს დამდაბლებული გული, მეტი სიწმინდე და შეწყნარება, რათა შეძლო არა მხოლოდ შენი აზრების ქადაგება, არამედ სულიწმიდაში ცხოვრება და თავმდაბლობით ღმერთისთვის მოსაწონად ყოფნა. ხოლო ვისაც ეზიზღება თავისი მტრები და ამცირებს უბრალო ადამიანებს, ღმერთისგან არ არის. მარადიულმა ღმერთმა გამოგზავნა თავისი ზე დედამიწაზე, რათა იხსნას და განამტკიცოს საწყალი ცოდვილები. ხოლო ვინც იღებს ამ პატივს ადამიანებისგან და იხვეჭს დაფასებას, ის არ არის ქრისტეს მიმდევარი, ვინაიდან ქრისტე ყოველთვის პატივს მიაგებდა მამას, როგორ მამა ძეს. და როგორც იესო არ აგროვებდა თავისთვის ფულს, არ იყო კმაყოფაში იმით რაც ჰქონდა, ასევე ჩვენც არ უნდა მოვტყუვდეთ და არ გავმედიდურდეთ სიმდიდრის და აყვავების გამო, არამედ ვიშრომოთ და გამოვიმუშაოთ საცხოვრებლად. მოციქული პავლე ჩვენთვის მაგალითად იქცა. გულის სისუფთავე და მისი სიტყვები ნათლად მოწმობენ იმის შესახებ, რომ ღმერთისგან არის, ვინაიდან ვინც სულიწმიდის ძალით საუბრობს - ისინი ღმერთის დაცვის ქვეშ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობენ.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენმა ძემ გვიხსნა სიცრუისგან და მის მოციქულებს ხალხი შენთან მოყავდათ. გახსენი ჩვენი გულები შენი ჭეშმარიტი სულისთვის, რათა არ მოვტყუვდეთ, არამედ ვანსხვავებდეთ სულებს და მრავალი კეთილი ნაყოფი მოგვქონდეს. დაე არავისთვის არ ვიყოთ დაბრკოლება, არამედ ყველასთვის ვიყოთ სინათლე, რომელიც შენს ძე იესომდე ერთადერთ მხსნელამდე მიდის.

კითხვა:

  1. ვინ არის მატყუარა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)