Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 063 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


ქრისტეს მოწაფეები აღიარებდნენ ახალ აღთქმაში, რომ არ იციან როგორ ილოცონ ღმერთის წინაშე. სულიწმინდა ჯერ არ ჩაღვრილა მათ გულებში. მათ მიმართეს იესოს და ჰკითხეს, როგორ უნდა ელოცათ. იესოს შეეცოდა ისინი და გაუხსნა მათ თავისი დიდებული და განსაკუთრებული ლოცვა.

მათეიესო 6:9
9 მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
(ეზეკიელი 36:23; ლუკა 11:2-4)

ქრისტე არ გვასწავლის ღმერთის სახელით ლაპარაკს, ყოვლისშემძლე უფლად წოდებას ან მოწყალეს. ღმერთის ყველა ეს ტიტული სხვა რელიგიებშიცაა აღიარებული. იესომ გვასწავლა ღმერთისადმი ასეთი მიმართვა „მამაო ჩვენო!“ ამ სიტყვებში ახალი აღთქმის სრული სიმდიდრეა გამოხატული. რა თქმა უნდა არ ვართ ღირსები ვუწოდოთ მას ჩვენი მამა ან თუნდაც მივიდეთ მასთან, როდესაც მოგვესურვება. მაგრამ ქრისტე ჩამოვიდა ზეციდან, დაიბადა სულიწმინდისგან და თავისი განსაკუთრებული უფლებების თანამონაწილენი გაგვხადა. მან აიღო ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე, რათა ღირსნი ვყოფილიყავით ღვთის კანონიერი შვილობა მიგვეღო, ზეციდან შობის მეშვეობით.

თუკი ყურადღებით შეისწავლე ქრისტეს სიტყვა, გაოცებაში მოხვალ იმის გამო თუ როგორ ეძახდა ის თავის ლოცვებში ღმერთს „მამაო“ – 187 ჯერ. მხოლოდ ეშმაკეულების განდევნისას და მტრებთან საუბრისას იყენებდა სიტყვა ღმერთს. როდესაც ჯვარზე ეკიდა და მამამ დაფარა მისგან სახე, მას აღმოხდა: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე მე?“ იმ წამს მთელი ქვეყნიერების ცოდვებს ატარებდა და მამის მოწყალებაც მსოფლიოს მოსამართლის რისხვის ალად იქცა და ღმერთმა განსაჯა ჩვენი ცოდვები ჩვენ ნაცვლად თავის ძეში.

თუმცა მამამ დაფარა თავისი სახე იესოსგან, ის ერთგულად იბრძოდა და იმ რწმენას ეჭიდეოდა, რომ ღმერთი - მისი მამაა. ბოლოს ის ლოცულოდა: „მამაო, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული!“ იმ დროიდან ის თავის სულს ღვრის ჩვენზე, რათა სიხარულით ვთქვათ: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა!“ ეს სული უხსნის მორწმუნეებს მამა ღმერთის შესახებ საიდუმლოს. ამიტომაც ვმადლობთ და ვადიდებთ მას ქებით და ყიჟინით, რადგან ზეციერმა მამამ გვაპატია და საუკუნო სიცოცხლე მოგვცა, თავის ოჯახში მიგვიღო, დაგვარქვა მისი საყვარელი ხალხი და მიგვიღო თავის სიყვარულის სამეფოში. ამიტომაც არ უნდა გვეშინოდეს ღმერთის, როგორც წარმართებს, ვინაიდან მივიღეთ უფლება მასთან მისვლის ქრისტეს სისხლის და მისი სულიწმინდის ძალის მეშვეობით.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტეს ლოცვა - რათა მამის წმინდა სახელმა იბრწყინოს. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ზეციერი მამა სრულად წმინდაა თავისი არსით და ჩვენ არ გვსაჭიროებს, რათა სრულყოს თავისი სიწმინდე. უბრალოდ ამ გამონაკლისი უფლების თანამონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვადიდებთ და ავამაღლებთ მას, ვემსახურებით სიხარულითადა მხიარულებით.

ეს ყველაზე დიდი მიზანია, რისკენაც შეგვიძლია ვილტვოდეთ, პირველი და უმთავრესი საფუძველია, რომელზეც უნდა ვახდენდეთ სხვა დანარჩენ შესაწირებს. ყველა ლოცვა მაგ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - „განდიდდი, მამაო!“ ამისთვის ვლოცულობთ, პურზე და ცოდვების პატიებაზე. ყველაფერი მისგან და მის მიერ და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს და კეთდებოდეს მის გამო. ლოცვის დროს ჩვენი აზრები და სურვილები უნდა იყოს მიმართული მამა ღმერთისკენ. ფარისევლების ლოცვის ძირითადი მიზანი საკუთარი თავის განდიდებაა; ჩვენთვის კი ძირითადი მიზანი მამის სახელის განდიდება უნდა იყოს. მოდით ყველა ჩვენი სათხოვარი ამ მიზნისკენ წარვმართოთ: „მომეცი მე...შენი სახელის განსაიდებლად!....ისე, რომ შენი სახელი განდიდდეს!“

ყველა მამას უნდა, რომ დედამიწაზე მისი შვილები სარგებლობდნენ პატივით ადამიანებისგან, დებდნენ მნიშვნელოვან ინვესტიციას კაცობრიობის ცხოვრებაში და საკუთარი ოჯახის რეპუტაციას მაღლა წევდნენ ხალხის თვალში. ასევე სურს ქრისტეს, რომ პატივი მივაგოთ ჩვენ ზეციერ მამას წმინდა ცხოვრებით.

იყო მამა, ნიშნავს გყავდეს შვილები. და ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენ ზეციერ მამას გაუჩნდეს კიდევ მრავალი სულიერი შვილი, ცვრის მსგავსად უთენია. დაე იბრწყინოს მამაის სახელმა ჩვენ ცხოვრებაში სიწმინდით, სამართლიანობითა და სიყვ არულით!

ლოცვა: მამაო, შენი სახელი თაფლზე მეტად ტკბილია! ჩვენ ცოდვილები ვიყავით და შენ შვილებად ვიქეცით! მადლობას გიხდით შენი სიყვარულისთვის, შენი ძის მადლისთვის და სულოიწმინდის წყალობისთვის. რადგან ჩვენი ახალი ბუნებით შენ ძეებად და ასულებად ვიქეცით და ეს შენი გამოსყიდვის მეშვეობით მოხდა. გაუხსენი შენი სახელი „მამა“ ჩვენს ქვეყნაში მცხოვრებთ და დაე გეშვას მრავალი ძე დღეს, რათა განდიდდეს შენი წმინდა სახელი „მამაო“!

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია წმინდავყოთ მამის სახელი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)