Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 064 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:10
10 დაე მოვიდეს სუფევა შენი ...
(ლუკა 22:42)

ეს თხოვნა მჭიდროდაა კავშირში იმასთან, სარას ქრისტე იმ დროის ქადაგებისას ასწავლიდა, ქრისტემდე კი - იოანე ნათლისმცემელი, და რომლის ქადაგებაც ქრისტემ მოწაფეებს დაავალა: „მოახლოებულია სასუფეველი ცათა!“ თქვენი მამის სასუფეველი, რომელიც ზეცაშია, „მესიის“ სასუფეველი მოახლოებულია! ილოცეთ იმისთვის, რომ ის დადგეს!

მთელი ქვეყნიერება შექმნილია ღმერთის მიერ და ეკუთვნის კიდეც მას. მაგრამ ადამიანები ეურჩნენ ღმერთს და მიატოვეს იგი, ამგვარად თითქოს საკუთარი თავები მოსტაცეს ღმერთს. მაგრამ, ამ დაუმორჩილებლობის მიუხედავად ისინი მაინც ღმერთს ეკუთვნიან. და შენ, ძვირფასო ძმაო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეკუთვნი ღმერთს.

ღმერთს არ სურდა უარი თქმა იმაზე, რაც ისედაც მას ეკუთვნოდა, ამიტომაც წარმოგზავნა ცხებული, რათა ის გამხდარიყო მეფე მის სამეფოში. ის კურნავდა ავადმყოფებს,იწყალებდა ღარიბებს და უქადაგებდა მათ, ვინც მზად იყო მის მოსასმენად. ის ტიროდა გაურკვევლობაში მყოფი ცოდვილების გამო და მოკვდა ჩვენს გამო. ჩვენი ზეციერი მამის მეფობა დაფუძნებულია მისი ძის გამომსყიდველ მსხვერპლზე, რომელმაც ყველა ცოდვილი მისი სამეფოს ღირსი გახადა. სულიწმინდა მოქმედებს ქვეყნიერებაძე თავისი ძალით და ხდის სულიერ სასუფეველს რეალობად.

ღმერთის სასუფეველი მოქმედებს დღეს ღვთის შვილებში. მისი მეფობა არ არის ამ წუთისოფლისაგანა და ჩვენც ამ ქვეყანაში უცხონი ვართ. თუკი ვლოცულობთ იმის შესახებ, რომ წმინდა უყოს მამის სახელი, ჩვენ სულიერად ვეყოფით ამ ქვეყნიერებას.

ამ თხოვნით, ასევე ვლოცულობთ, რომ მისი სამეფო გავრცელდეს დედამიწაზე და მისი მადლი მიღებულიყოს ხალხის მიერ. ზეციერი მამა აძლევს თავის შვილებს და ეკლესიას გამონაკლის უფლებას იქადაგოს სამეფოს სახარება და ილოცოს იმის შესახებ, რომ ის დადგეს ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთი სიყვარულია და მას სურს, რომ აავსოს ჩვენი ქვეყანა საკუთარი შემეცნებით. მას „უნდა, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას“. ფიქრობ კი ამ ყოველივეზე, როდესაც ლოცულობ „დაე მოვიდეს მეფობა შენი?“ ღმერთს უნდა აღგძრავს, რომ ატარო კეთილი უწყება შენ გარშემო და ქვეყნის კიდემდე.

ღმერთის სამეფო გამოჩნდება დიდებით, როდესაც მეფე ისევ მოვა თავისი დიდებით და ძალით და იმეფებს. მაშინ დასრულდება ეს მტრობა, ეშმაკი იქნება გაძევებული და სიკვდილს არ ექნება ძალაუფლება ქრისტეს მიმდევრებზე. ჩვენ ვიხილავთ ჩვენ ზეციერ მამას და გავეშურებით მისკენ. გააცნობიერე კი ყოველივე ამის სიღრმე და მეორედ მოსვლის ლოცვის თხოვნა „მამაო ჩვენო?“ მომავალი მეფე გაძლევს პრივილეგიას მოუმზადო მას გზა სიტყვითა და საქმით, ლოცვითა და მსხვერპლიანი მსახურებით, რათა დედამიწაზე მოვიდეს მისი სიყვარულის სამეფო.

ლოცვა: მამაო ზეციერო, აგამაღლებთ, რადგან შენ წარმოგზავნე შენი ძე, მეფეთამეფე. ჩვენ კი უარვყავით ის და ჯვარს ვაცვით საკუთარი ცოდვების გამო. მაგრამ მან გამოგვისყიდა და საკუთარი სამეფოს ნაწილებად გახდომა გვიწილადა. გთხოვთ, განავრცე შენი სულიერი სამეფო ჩვენ ქალაქში, ქვეყანაში, ჩვენ ერებში. მოდი, უფალო იესო! გელოდებით, ყველა იმ მშრომელთან ერთად, ვინც ილტვის შენი სამეფოს გასაფართოებლად! მადლობას გიხდით, რომ მოხვალ ჩვენ სახლში წასაყვანად, ჩვენ ზეციერ მამასთან და ვიხილავთ მას პირისპირ!

კითვა:

  1. რას ელოდები, როდესაც ლოცვაში წარმოსთქვამ სიტყვებს „მოვიდეს სუფევა შენი“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)