Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 062 (Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

b) ლოცვა განმარტოებით (მათეიესო 6:5-8)


მათეიესო 6:5-8
5 როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. 7 ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი. 8 ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
(ესაია 1:15)

ყველა რელიგიაში არის განსაკუთრებული ლოცვის რიტუალები. ლოცვა - რელიგიის ძირითადი ელემენტია. იუდეველები ხელს წევდნენ, რათა კურთხევა მაღლიდან ღმერთის მიერ მაშინვე მიეღოთ. ზოგჯერ კი ხალხის წინაშე ლოცულობდნენ ქუჩებში, რათა ყურადღება მიეპყროთ. ჩვენთან კი ქრისტიანებს არ აქვთ გარკვეული ლოცვის რიტუალი, ვინაიდან ქრისტემ გაგვანთავისუფლა ყოველგვარი რიტუალებისა და ფორმალობებისგან. ღმერთის თვალში ჩვენ არ ვართ მონები, ჩვენ ვესაუბრებით ზეციერ მამას, როგორც შვილები იმისდამიუხედავათ ვსხედვართ, დავდივართ, ვდგავართ ფეხებზე თუ მუხლებზე. ლოცვის არსი - ღმერთთან საუბარია, როგორც ძე მამასთან. ეს ღმერთის მადლიერება, ქება-დიდება, მის წინაშე ცოდვების აღიარება, პატიების თხოვნა და სხვებისთვის შუამდგომლობაა. თუკი შენ ესაუბრები შენს მიწიერ მამას, მითუმეტეს უნდა ესაუბრო შენ ზეციერ მამას და უთხრა მას შენი გრძნობების შესახებ.

ლოცვაში ჩვენ ღმერთს ვეხებით უშუალოდ, ვიდრე მაშინ როდესაც გავცემთ მოწყალებას და ამიტომაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ უფრო მეტი სიწრფელისკენ. კონკრეტულ მონაკვეთში სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს იესო. ცხადია რომ ქრისტეს ყველა მოწაფე ლოცულობს, როგორც კი სავლე ,,პავლე მოციქული“ მიმართავს ქრისტეს, მასზე ნათქვამია: ,,აი ის ლოცულობს“. იპოვო ცოცხალი ქრისტიანი, რომელიც არ ლოცულობს - ნიშნავს იპოვო ცოცხალი ადამიანი, რომელიც არ სუნთქავს.

ხშირად ჩვენ არ ვლოცულობთ ადამიანთა წინაშე. თუკი ადამიანი არ ლოცულობს განმართოებით, ის არც ხალხმრავლობაში ილოცებს, რადგანაც ხალხისთვის კი არა, მხოლოდ ღმერთისთვის ვლოცულობთ. ზეციერი მამა ყოველთვის გისმენს და იცის რა გინდა იქამდე, სანამ სთხოვ. ლოცვის დროს შენი ცოდვები, ფუჭი იმედები და ამბოხი ქრება და ღმერთის თანდასწრებას გრძნობ. ყველაზე კარგია დადგე მუხლებზე, მაგრამ გადარჩენას იღებ არა მოქმედებებით, არამედ რწმენით. ხოლო მუხლებზე დადგომა - ეს შენი უფლებაა, როგორც ქრისტე დგებოდა მუხლებზე გეცემანიის ბაღში. მთავარია მიხვდე, რომ ღმერთი იმის გამო არ გაძლევს გადარჩენას, რომ თაყვანსცემ მას, არამედ იმისთვის რომ მან შეგიყვარა და მოგცა თავისი მხოლოდშობილი ძე, იქამდე სანამ მის თაყვანისცემას დაიწყებდი.

თუ გინდა ილოცო წყნარ ადგილას განმარტოვდი, კარი მოიხურე და გადმოღვარე შენი გული მამის წინაშე. თუ არ გაქვს ცალკე ოთახი წადი უკაცრიელ ადგილას და იქ დაელაპარაკე შენს ზეციერ მამას და ის მოგისმენს. ლოცვის გარეშე ვერ იცხოვრებ, როგორც სხეული ვერ იცოცხლებს სუნთქვის გარეშე, ხოლო სული ლოცვის გარეშე. დღეში რამდენჯერმე ილოცე და იფიქრე ბიბლიაზე, რათა შენი ლოცვა იყოს პასუხი მამის სიტყვებზე, რომლებიც შენსკენ არის მომართული. თუ არ გიყვარს ლოცვა და თავს არიდებ სახარების კითხვას, შენ ხარ საშიშროების წინაშე, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ არ გიყვარს ღმერთთან განმარტოება. ნუთუ არ გწყურია შენ ზეციერ მამასთან საუბარი. ის ელოდება შენს მადლიერებას და ნდობას და მზად არის გაპატიოს.

ფარისევლები ადამიანთა წინაშე ლოცულობდნენ და არა ღმერთთან. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ელოცათ, მათი ლოცვების მიზანი იყო ადამიანთა გულის მოგება და მათგან ქების მიღება. შენ კი ილოცე ღმერთის წინაშე მის გამო, ილოცე მასთან, როგორც მამასთან - შენს მამასთან, რომელიც ყოველთვის მზად არის მოგისმინოს და პასუხი მოგცეს. ის შეგიცოდებს, დაგეხმარება და გვერდში დაგიდგება. ილოცე შენი დაფარული მამის წინაშე.

ქრისტე გვაფრთხილებს, რომ განა არ გამოვიყენოთ სიტყვები ლოცვისას, არამედ არ ვტკეპნოთ ერთიდაიგივე ფუჭად იმ აზრით, რომ ღმერთს სჭირდება დიდი ხანი თხოვნა, ეს ჩვენი არასწორად აგებულია ზრებია, რადგანაც ადამიანებს უყვართ ლოცვაში ბევრი საუბარი. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი დიდხნიან ლოცვებს გვიკრძალავს, ის თავად ატარებდა ღამეებს ლოცვაში (ლუკა 6:12). სოლომონი ხანგრძლივი ლოცვით ლოცულობდა, ზოგჯერ ჩვენს წინაშე ძალიან რთული დავალებაა და ხანგრძლივად უნდა ვილოცოთ, ზოგჯერ კი ხანგრძლივად ვლოცულობთ იმიტომ, რომ ჩვენი ემოციები გვძლევს. ზოგჯერ ლოცვის გახანგრძლივება არ ნიშნავს, რომ ღმერთისთვის ეს უფრო მისაღებია ან მოქმედი, ქრისტე არ გვეუბნება, რომ ვილოცოთ ცოტა, პირიქით გვეუბნება, რომ გამუდმებით უნდა ვლოცულობდეთ. ამ კონკრეტულ მონაკვეტში ის განიკითხავს მრავალსიტყვაობას. არა არის საშიში სულით ილოცო, მაგრამ საშიშია დაუფიქრებლად იმეორო სიტყვები ლოცვისას. ზუსტად ამის შესახებ გვაფრთხილებს ბრძენი სოლომონი: ,, მცირე იყოს ნათქვამი შენი.“ (ეკლესიასტე 5:2) გაიაზრე და აწონე შენი სიტყვები: ,,ატარე ლოცვის სიტყვები თან“ (ოსია 14:2). მოდით ,, სიტყვები შევარჩიო მის წინაშე?“ (იობი 9:14) და არ ვილაპარაკოთ ნაჩქარევად, რაც აზრში მოგვივა. წარმართებს ეგონათ, რომ ღმერთს დიდი ხანი უნდა ესაუბრო, უხსნა რათა მან გაიგოს თუ რას ელაპარაკებიან ან რომ დათანხმდეს ჩვენს თხოვნებს, თითქოსდა სუსტია. ამიტომაც ბაყალის მსახურები დილიდან საღამდოდე იმეორებდნენ ერთიდაიგივე ლოცვას: ,,ბაალ! გვისმინე, ისმინე ჩვენი...“, მაგრამ ფუჭად. ელიამ კი ჩუმად ილოცა და მოკლე ლოცვით, თუმცა მტკიცედ და მისი ლოცვით ზეციდან ჩამოვიდა ცეცხლი და მერე კი წვიმა დაიწყო (3მეფეთა 18:26-45). ლოცვა, რომელიც მხოლოდ ბაგით არის წარმოთქმული და არა გულით, ფუჭია, - ეს უბრალოდ ლამაზი ლოცვაა.

ღმერთის რომლის წინაშეც ვლოცულობთ არის ჩვენი მამა, რომელმაც შეგვქმნა და აღთქმა დადო ჩვენთან. ამიტომაც სიტყვები, რომლებიც მიმართულია მისკენ უნდა იყოს თავისუფალი და ბუნებრივი. როდესაც შვილებს მშობლებისგან რაიმე უნდათ, ისინი არ არჩევენ გრძელ წინადადებებს. შვილისთვის საკმარია თქვას: ,,ჩემი თავი! თავი მტკივა!“. (4 მეფეთა 4:19). მოდით მივიდეთ მამასთან, როგორც შვილები - სიყვარულით, პატივითა და ნდობით. მაშნ არ დაგვჭირდება ბევრი საუბარი - საკმარისი იქნება იმის თქმა თუ რას გვასწავლის შვილობის სული.

აღიარე ყველა ცოდვები უფლის წინაშე და უთხარი მას: ,,მადლობას გიხდი უფალო ყველა შენი ნიჭისთვის“. სთხოვე მას ცოდნა, ძალა, სიბრძნე, რათა ქმნა შენს ცხოვრებაში სიყვარული. მამა შენი რომელიც ზეცაშია გიცნობს და იცის შენზე იმაზე მეტი, ვიდრე შენ თავად. ლოცულობ თუ არა? ეს გადამწყვეტი კითხვაა შენი რწმენის გამოსაცდელად. ვინაიდან თუ არ ლოცულობ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სული და სინდისი ძალიან არის დაავადებული. აღიარე შენი ცოდვები უფლის წინაშე და სთხოვე, რათა სრულიად გაგწმინდოს, განგკურნოს და აგავსოს მისი წმინდა სულით. ის გასწავლის ლოცვას და ლოცვაზე პასუხების მიღებას. გწამდეს იმისი ვის წინაშეც ლოცულობ. შენი უფალი ის მენს და გპასუხობს.

როდესაც ღმერთის სული აავსებს შენს გულს, მაშინ ილოცებ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის ვისაც უფალი ჩაგიდებს გულში.

ლოცვა: უფალო ზეციერო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვეცი უფლება მოგმართოთ სიტყვებით ,,მამაო“. გვასწავლე ლოცვა და ლოცვებზე პასუხების მიღება, გვატარე შენი სულიწმიდით, რათა ყოველთვის ვადიდებდეთ შენს სახელს.

კითხვა:

  1. როგორ უნდა ვილოცოთ ღმერთის წინაშე ისე, რომ მან მოგვცეს პასუხები ლოცვაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:40 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)