Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 010 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:6-9
6 იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან. 7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია; 9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;

სოლომონი ბავშვობაში მრვდელთან იზრდებოდა. ის აღიზარდა პატიოსნებაში და სთხოვდა ღმერთს, მორჩილ გულს სავსე სიბრძნით. მოირგო რა მეფის გვირგვინი პირველი რაც გააკეთა, გააშენა მშვენიერი ტაძარი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო იუდევლური კულტურის ბირთვი. ამ ტაძრის ასაშენებლად მან ბევრი ძვირადღირებული ლიბანის კედრი მოჭრა. სოლომონი ხალხს აიძულებდა, რომ ამ სამშენებლო სამუშაოებში გადასახადებით მიეღოთ მონაწილეობა. სოლომონს 700-მდე ცოლი ჰყავდა და 300 მხევალი. ხალხი იტანჯებოდა მაღალი გადასახადების გამო, რადგან ასეთი ცხოვრებისთვის ცოტა არ კმაროდა. ამას დამატებული ყველა ქალს მოჰქონდა ტავიანთი ქვეყნებიდან კერპები. ბოლოსდაბოლოს სოლომონი შეცდა და კერპებს დაუწყო თაყვანისცემა, რათა თავისი ცოლების გული მოეგო (3 მეფეთა 11).

დავითისა და სოლომონის დროს ისრაელის სახელმწიფო წამოიწია და რჩებოდა 100 წლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, რის შემდეგაც გაიყო. ეს მოხდა სოლომონის ძის იორამის დროს. რადგან ის დესპოტი მმართველი იყო. 932 წელს ჩვ.წ მამების სახელმწიფო გაიყო: ათი სვეტი გაერთიანდა ჩრდილოეთ ქვეყნებში და შეიქმნა ახალი სამეფო ისრაელი სამარიის ქალაქში. მხოლოდ იუდეის ტომმა შეინარჩუნა ერთგულება დავითის სამეფოს შთამომავლობიდან და მისგან შეიქმნა იუდეის მეფობა იერუსალიმის ცენტრში. მეფეები, რომლებიც იესოს გენეალოგიაში არიან ნახსენები, იმ დროს მართავდნენ მცირე სამეფოებს, რომელიც იერუსალიმში და მის მიდამოებში არსებობდა.

ამ გაყოფის დროს ღმერთი აგზავნიდა ჩრდილოეთ სამეფოში თავის წინასწარმეტყველებს. მათ რიცხვში იყვნენ ელია, ამოსი და ელია. ისინი ებრძოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც აღწევდა მათ ქვეყანაში გარშემო მყოფი ერებისგან. ეს წინასწარმეტყველები უწოდებდნენ ღმერთის სახელით ერს, რათა ისინი მოქცეულიყვნენ და თავი დაენებებინათ წმინდა ხეებისთვის თაყვანისცემას და ბავშვების შეწირვა. ისინი ყველა სხვა ღმერთს წარმართებს უწოდებდნენ და აღიარებდნენ ერთიან ღმერთს, აძლევდნენ რა მას პირველ ხარისხოვან დანიშნულებას, ერთღმერთიანობის რწმენა. ისინი იტანჯებოდნენ ხალხში შემოსული ურწმუნოებითა და ემუქრებოდნენ გახრწნილ ერს ღმერთის სასამართლოთი და შურისძიებით. ამასთანავე ისინი წინასწარ საუბრობდნენ თვინიერი და მართალი მეფის მოსვლას, რომელიც გააერთიანებდა განსხვავებულ ძმებს და აღმართავდა იერუსალიმში მშვიდობისა და სიმშვიდის სახელმწიფოს.

თუმცა ჩრდილოეთ სამეფოს ხალხმა არ ისმინა ამ წინასწარმეტყველების და აგრძელებდნენ კერპების თაყვანისცემას და აგრძელებდნენ ორგიებს. შედეგად ერი გაიხრწნა, უკულტურობასა და ურწმუნოებაში. ღმერთმა ნება მისცა სირიელ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ძალების მწვერვალს მიაღწია, თავს დასხმოდა ისრაელს. სირიელებმა დაიპყრეს ქალაქი სამარია და დაანგრიეს ის. ყველა მდიდარი და ცნობილი მაცხოვრებელი ტყვედ წაიყვანეს 1500 კილომეტრით შორს სამშობლოსგან, შუამდინარეთში. ასე შეწყვიტა ისრაელის სახელმწიფომ თავისი არსებობა 722 წელს ჩვ.წ. ისრაელიანებიდან ტყვედ წაყვანილთა ადგილებში სირიელებმა დაასახლეს გალილეაში, სამარიაში და ჩრდილოეთ პალესტინაში წარმართები სხვადასხვა ერებიდან, რომლებიც შეერივნენ დარჩენილ ისრაელიანებს და წარმოქმნეს ახალი სინკრეტული რელიგია. ამიტომაც ამცირებდნენ სამხრეთელი იუდეველები ჩრდილოელებს, რომლებიც შეერივნენ წარმართებს, და უარყოფდნენ მათ როგორც უწმინდურებს.

სიტყვები ,,იორამმა შვა ყუზია“ არ უნდა გავიგოთ ისე თითქოს იორამი იყო ყუზიას მამა, არამედ წერია, რომ ყუზია იყო მისი შთამომავლობის სამეფო დინასტიიდან. იორამსა და ყუზიას შორის სამი მეფე იყო, რომელთა სახელიც გენეალოგიაში ნახსენები არ არის. (1 ნეშტთა 3:11-12): ახაზია, იოაში და ამაციაჰუ.ეს სამი მეფე განზრახ იყვნენ შეშვებულნი ღმერთის სასამართლოს ნიშნად მათზე გამოსვლა 20:3-5 და 2 რჯული 29:18-20ის თანახმად. ხალხმა არ აღიარა მათი მეფობა, არამედ აღდგნენ მათ წინააღმდეგ. ისინი მოკლეს და სამეფო სასახლეებში არ დაასაფლავეს (2 ნეშტთა 22:8-9; 24:25; 25:27-28). ისინი სამეფო გენეალოგიის ჩამონათვალიდან ამოწერეს. მათემ ეს გაითვალისწინა, როდესაც წერდა თავის სახარებას, რადგან წერდა მას იუდეველებისთვის. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, თავად ფაქტი იმისა, რომ ამ სამი მეფის სახელი სახარებაში გამოტოვებული იყო, არაფრით არ აყენებს ეჭვქვეშ გენეალოგიის სინამდვილეს. იუდეველებს ამ ფაქტის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ, რადგან ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ჩანს შემდეგი წერილის შედარებისას (ეზეკიელი 7:1-5; 1 ნეშტთა 6:3-15).

იესოს უყვარდა დამცირებულები და დასახლდა ნაზარეთის ქალაქში ჩრდილოეთით, რის გამოც იუდეველებმა ის უარყვეს იერუსალიმის იუდევლებმა. იესოს დროს მეფე ჰეროდემ ააშენა ისტორიაში მეორე ტაძარი. იესო და მისი მოციქულები არ უარყოფდნენ ამ შენობას, რომელიც ადამიანის ხელებით შეიქმნა. ისინი მხოლოდ მოუწოდებდნენ ტაძარში შეკრებილთ, თავი მიეძღვნათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის და გამხდარიყვნენ სულიერი ტაძრის ცოცხალი ქვები, რომელშიც ივანებს ღმერთის თავისი სულიწმიდით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენი მეფობა არ არის ამქვეყნიური. შენ ჭეშმარიტი და თვინიერი მეფე ხარ, ყველა სხვა მმართველი ცოდავდა, იბრძოდა, სისხლს ღვრიდა, აგროვებდა საგანძურს და მხოლოდ შენ ერთი ცხოვრობდი წმინდად და მოკვდი სიმართლისთვის, რათა გამოგესყიდე ჩვენ. მიგვიღე და გაგვხადე შენი სულიერი ტაძარი საუკუნოდ მიძღვნილი ღმერთისა.

კითხვა:

  1. როდის მოხდა ძველი აღთქმის სამეფოს დაყოფა და რომელ ნაწილს ეკუთვნის იესოს გვარი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)