Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 009 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:3-6
3 ... იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; 4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი. 5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. 6 იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.

მათეს სახარებას მივყავართ შემდეგ სამ ,,სუსტ რგოლთან“ იესოს გენეალოგიის ხაზში. ის განსაკუთრებულად გამოყოფს სამი ქალის სახელს, რომელზეც თორის მრავალი განმმარტებელი იტეხდა თავს და სირცხვილისგან წითლდებოდა. და ჩვენ არავის ვსჯით, მაგრამ გვახსოვს რა საკუთარი ლტოლვა ცოდვისკენ, განუწყვეტლივ ვინანიებთ ცოდვებს.

მათე არ ასახელებს პატივდებული ქალების სახელებს, როგორიც არის სარა, რომლითაც მთელი იუდეა ამაყოფს. პირიქით იმ ქალების ჩამონათვალს აკეთებს, რომელთა გამოც იუდეველებს არასდროს უამაყიათ: თამარი, რახაბი, რუთი და ვერსავია. სახელი თამარი ნახსენებია ღმერთისგან ცოდვილების ხსნის დამოწმებაში (დაბადება 38:11-14). რახაბი - იმ დამოწმებაში სადაც ცოდვილები რწმენით გადარჩებიან (იეშუა ნავეს ძე 2; ებრაელთა 11:31). რუთი - ნახსენებია დამოწმებაში სადაც გადარჩენა მადლით მიიღება რჯულისგან დამოუკიდებლად (2 რჯული 23:3; რომაელთა 3:21-30). ვერსავია - ნახსენებია, რათა ვიცოდეთ, რომ მორწმუნეებს გადარჩენა მიღებული გვაქვს ღმერთის მადლით სამუდამოდ. (2 მეფეთა 11, 12; ფსალმუნი 22:3; ებრაელთა 10:38-39).

ზოგიერთი სახელი, რომელიც იესოს გენეალოგიაში ნახსენები დღემდე გაუგებარი რჩება ჩვენთვის. ჩვენ ვიცით, რომ წარმართმა მრუშმა რახაბმა შეიფარა მზვერავები იმისთვის, რომ ღმერთმა აჩვენა თავისი ქალაქის გადაცემა ამ ერის ხელში, როდესაც ქალაქი დაპყრობილი იყო ერთ-ერთი ამ მზვერავთაგანმა ცოლად მოიყვანა რახაბი და ის გახდა ქრისტეს წინაპარი, როგორც ვხედავდით თამარმა მოიტანა მეფე დავითის შთამომავლობაში არაებრაელური სისხლი, იგიევს თქმა შეიძლება რუთზეც. ამითი ღვთის სულს სურს დაგვანახოს, რომ მისგან რასიზმი შორსაა და მას სურს ყველა ერებიდან ყველა ცოდვილის გადარჩენა (იეშუა ნავეს ძე 2:1-21, 6:17; ებრაელთა 11:31).

ბოყაზი იყო მართალი და რუთის საჭიროებით არ ისარგებლა, მან უბრძანა თავის მსახურებს დაეტოვებინათ მისთვის ხორბლის თავთავები, რათა მას შესძლებოდა მათი აკრეფვა და თავის გატანა. მან იცოდა, რომ ის თავისი ქმრის დედის ერთგული დარჩა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ის ცოლად შეირთო. იმის მიუხედავად, რომ უცხო მიწიდან იყო და ის დავითის დიდი ბებია გახდა. იუდევლური კანონის მიხედვით რუთი არაწმინდა ითვლებოდა, მაგრამ ღმერთის წინაშე ყველა ადამიანი ერთნაირია. (რუთი 2:4)

ყველაზე საშინელი ცოდვა იესოს წინაპრების ისტორიაში იყო, დავითის მრუშობა ურიას ცოლთან, ერთ-ერთი მის მეომართაგანის. ის ბანაობდა თავისი სახლის სახურავზე, დავითმა კი ბრძანება გასცა, რომ ის თავის სასახლეში მოეყვანათ. შემდგომ სთხოვა თავის მეომრებს, რომ მისი ქმარი ურია ყველაზე საშიშ ადგილზე დაეყენებინათ, რათა მტრებთან ბრძოლის დროს დაღუპულიყო და თავისი ეს სამარცხვინო საქციელი ამითი დაეფარა. მაგრამ მხელა მრუშობაში და მკვლელობა, როგორც ჭექა-ქუხილი ისე დაატყდა ღვთის სმახურს თავზე. ის დიდ საშიშროებაში აღმოჩნდა და მას მხოლოდ სწრაფმა და წრფელმა მონანიებამ და ღმერთის მადლის რწმენამ უშველა. ღმერთმა დავითი, თავის წყალობას არ მოაკლო. შემდგომ ის კანონიერად დაქორწინდა ვერსავიაზე და ღმერთმა მათ მისცა ძე, ბრძენი სოლომონი, ვინაიდან ეს ქორწინება იყო განწმენდილი ღრმა მონანიების მეშვეობით.

ლოცვა: მამაო ჩვენო მადლობას გიხდით, რომ არ უარგვყავი გახრწნილნი, მრუშნი, არამედ გამოგვიგზავნე შენი ძე, რათა დაგვენახა მის მოქმედებებში წმინდა მაგალითი ჩვენი ცხოვრებისთვის. ჩვენ მთელი გულით ვიღებთ მის ჩამანაცვლებელ მსხვერპლს, ვიწმინდებით შენი სულიწმიდით და ვცხოვრობთ შენი ნებით, თავმდაბლურად გემსახურებით რა, ჩვენს მამას.

კითხვა:

  1. რატომ ახსენა მახარობელმა მათემ ის 4 ქალი იესოს გენეალოგიის ხაზში და რა ერქვათ მათ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)