Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 055 (The Aggravation of the Offense of the Israelite People)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
4. ღმერთის სამართლიანობა მიიღწევა რწმენით და არა რჯულის შესრულების ძალისხმევით (რომაელები 9:30 - 10:21)

ბ) ისრაელის ერის დანაშაულის შემსუბუქება იმ მიზეზით, რომ ღმერთმა მათ დიდი წყალობა უყო, ვიდრე სხვა ერებს (რომაელები 10:4-8)


რომაელთა 10:4-8
4 ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 5 რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. 6 ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: "ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?” ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად; 7 ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?” ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 8 მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

ქრისტე ამოწმებდა, რომ რჯულის საბოლოო მიზანი არის იესო ქრისტე; ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ვერავინ მივა მამასთან თუ არა მის მიერ (იოანე 14:6).

ქრისტემ რჯულის მოთხოვნები შეასრულა აბსოლუტური სისუფთავითა და გულმოდგინებით და გახდა ჩვენთვის მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ. როდესაც ჩვენ საკუთარ თავს მას ვადარებთ საშინელი ცოდვილები ვართ! ეს სიმართლეა, როგორც იუდეველებისთვის ასევე ქრისტიანებისთვის; ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის მადლს, და არავის აქვს საკმარისი სიყვარული და სიმართლე (ლევიანები 18:5; რომაელები 3:23).

თუმცა იესომ თავისი მსხვერპლიანი სიკვდილით შეარიგა ქვეყნიერება წმიდა ღმერთს (მეორე კორინთელთა 5:18-22). იესომ აღასრულა უძველესი კანონი და აღასრულა ის საბოლოოდ. ის არის - ჩვენი ახალი რჯული და მასში ვხედავთ მადლის რჯულს. მას შემდეგ რაც ის მოკვდა მსხვერპლიანი სიკვდილით, ჩვენ შევიძნეთ ახალი უფლება უსასყიდლო გამართლება მადლის მეშვეობით, რისი წყალობითაც ჩვენ ვიღებს საუკუნო სიცოცხლეს. ქრისტე - ჩვენი სიმართლეა (ესაია 45:24; იერემია 23:6; 33:16). და ყველა ვინც ირწმუნებს მას სრულიად გამართლდება! (იოანე 3:18; გალატელები 3:24-25). ვინც მას შეაფარებს თავს არ იქნება განკითხული!

უფალმა თქვა მოსეს რჯულში: ,,ვიმც დაიცავს ჩემს მცნებებს იცოცხლებს“. თუმცა ღმერთის ყველა მცნება ვერავინ შეასრულა იესოს გარდა. ამის შედეგად ვერავინ იცოცხლებს საუკუნოდ საკუთარი დამსახურებით. ამიტომაც ცდილობენ იუდეველი საკუთარი მარხვებით, ლოცვებით და მსახურებებით დედამიწაზე ქრისტეს ჩამოყვანას, რათა მან იხსნას ისინი ღვთის რისხვისაგან. ამავდროულად ჭეშმარიტი ქრისტეს, რომელიც საკუთარი ნებით ჩამოვიდა დედამიწაზე, მოსმენა არ სურთ და არც მასთან მიახლოება. რწმენის სიმართლე არ საჭიროებს ახალ ქრისტეს ზეციდან მომავალს; არც ახალ ქრისტეს საჭიროებს მკვდრეთით აღმდგარს; ვინაიადან ქრისტე უკვე ჩამოვიდა ჩვენთან (ლუკა 2:11) და აღდგა მკვდრეთით (მათე 28:5-6). სიცოცხლის სიტყვები მრავალი ადამიანის ყურამდე მივიდა და ვისაც ესმის სახარება, რომელიც ქრისტეს ძალაუფლებით არის ნაქადაგები და სწამს მისი ის ღებულობს თავის გულში სახარების კურთხევას, ხოლო ვინც ყვება მის შესახებ ის პოულობს მას ტავის ბაგეებში. ჩვენ არც კი ვიცით რამდენად მდიდრები ვართ და რომ ამ სულიერი საკვების გაზიარება გვჭირდება სხვებთან, რადგან ისინი თავს ძლიერებად თვლიან, თუმცა სინამდვილეში ისინი მოკვდავნი და მკვდრები არიან ცოდვებსა და დანაშაულებებში.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანსგცემთ, ვინაიდან შენ გამოგზავნე შენი მხოლოდ შობილი ძე რათა აღესრულებინა შენი რჯული ცოდვების თავზე აღებით და ჩვენი გამოსყიდვით! იმის შემდეგ რაც ის მოკვდა ჯვარზე მსხვერპლად, რჯულს აღარ აქვს ძალაუფლება დაგვადანაშაულოს! იესომ ბოლო დაუდო რჯული აღთქმას და მოგვიყვანა მადლის აღთქმასთან! ამინ.

კითხვა:

  1. რა აზრი დევს პავლეს განცხადებაში ,,რჯულის დასასრული - ქრისტეა“?
  2. რატომ ელოდებიან ასე გულმოდგინედ იუდეველები თავიანთი ქრისტე - მესიის მოსვლას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)