Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 108 (Paul’s defense)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

4. პავლე თავს იმართლებს თავის თანამებრძოლების წინაშე (საქმეები 22:1-29)


საქმეები 22:9-16
9 ჩემთან მყოფებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოლაპარაკის ხმა არ სმენიათ. 10 ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მითხრა: ადექი, შედი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული. 11 რაკი იმ ნათლის დიდებისგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთანმყოფებმა ხელჩაკიდული მიმიყვანეს დამასკოში. 12 ვინმე ანანია, რჯულის მიხედვით ღვთისმოშიში კაცი, რომელსაც იქ მცხოვრები ყველა იუდეველი ემოწმებოდა, 13 მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალი! და მე იმ წამსვე დავინახე იგი. 14 მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა. 15 რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. 16 ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.

როდესაც პავლე და თავისი თანამეგზურები მიუახლოვდნენ დამასკოს შესასვლელს, მათ ქრისტეს დიდებული ძალა იხილეს. ის მზეზე მეტად ანათებდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს ცოცხალი და მართალი და ვერც მისი ხმა მოისმინეს. ასე იქნება მკვდრების აღდგომისას სრულიად დაუჯერებლად რჩეული მორწმუნეები შეძლებენ ქრისტეს დანახვას და მისი ხმის მოსმენას. მხოლოდ ისინი აღიარებენ მისი სიყვარულის სულს. მხოლოდ მათში დამკვიდრდა მისი სიცოცხლე. ურწმუნოები და ფარისევლები მისი დიდებისგან შორს იქნებიან. მათთვის ეს მხოლოდ განკითხვა იქნება და მისი ხმაც, როგორც განკითხვის ჭექა-ქუხილი გაისმება.

როდესაც ქრისტე გამოეცხადა პავლეს, მან უმალვე მიატოვა თავისი სამართლიანობა, რომელიც რჯულის საქმეებზე იყო აგებული და მიენდო უფალ იესოსა და მის მადლს. უფალმა გააგზავნა ის დამასკოში, რათა თავის რწმენა გამოეკვლია. იქ მოუწია მას რწმენის საფუძვლების და ღმერთის ნების ძირეული შეცნობა, თუ რა ჰქონდა უფალს ჩაფიქრებული მისთვის. პავლეს გამართლებულ დამნაშავეს დაევალა წმინდა მსახურება წარმართებისთვის.

ქრისტემ აირჩია უბრალო ძმა ეკლესიიდან, რათა ამ თავდაჯერებული მეკანონეს სიამაყე დაემსხვრია. ანანია იყო მორწმუნე წარმოშობით იუდეველი და ღმერთის ოჯახის წევრი ქრისტეს რწმენის მეშვეობით. ის მივიდა პავლესთან უფლის სახელით და შუამდგომლობდა, რომ მას მხედველობა დაბრუნებოდა და მაშინ აეხილა თვალები ბრმა სავლეს. ქრისტეს დიდებამ დააბრმავა იგი, მაგრამ სულიწმიდა ჩავიდა მისი სიბნელეების სიღრმეში და მიიყვანა იგი მონანიებამდე და რწმენამდე. როდესაც ანანიამ ხელები დაასხა პავლეს, მას თვალები აეხილა და სულიწმიდით აივსო. გაახილა თუ არა თვალები დაინახა თავისი ძმა ქრისტეში, ვისი მეშვეობითაც ღმერთის ეკლესია გაიცნო სადაც უფლის სული სუფევს. ეს არის საიდუმლო ჩვენი ერასი - ეკლესიის ერასი.

ქრისტე არ გვიხელს თვალს, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი, არამედ მისი ნების შესაცნობად და მოსაქცევად, მისი ქმედებების მიყოლით ჩვენში. პავლეს სმენია ანანიასგან, რომ აბრაამის, იაკობის და ისააკის ღმერთმა ამოირჩია იგი, კანონიერი მკვლელი, რათა ახლებულად შეიცნოს ღმერთის ნების არსი და ეს მთელს ხალხს გააგებინოს. რაში მდგომარეობდა უფლის ნება თავიდანვე? იმაში, რომ გვეღიარებინა იესო, როგორც გამართლებულ და წმიდა უფლად, რომელიც სულისგან იშვა და რომ გვჯეროდეს მასში შესრულებული ღმერთი. აგეხილა თუ არა თვალები შენ? იცანი თუ არა იესოს სახელში ნაზი სიყვარული და უფლის მოწყალება? იცანი თუ არა მისი ჯვარცმის ტანჯვებში მისი მოთმინება და დიდება? შეისწავლე იესოს ცხოვრება, რათა შეიცნო ის და მოისმინო მისი ხმა. ჩვენი ღმერთი მკვდარი არ არის - ის ცოცხალია. ის ცოცხალია, ლაპარაკობს, ანუგეშებს და ბრძანებებს გასცემს. ერთი პურით ვერ იცოცხლებს ადამიანი არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც მისგან მოდის. ისმინე მხსნელის ხმა და დაე განგამტკიცოს თავის აღთქმასა და ურთიერთობაში. ასე გახდები წმიდა მის მსგავსად, თავმდაბალი, მოწმე ღმერთის ნებისა.

შენთვის იესო ნაზარეთიდან - არ არის უბრალოდ ადამიანი, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც სახარებიდან შეიცანი. შენ ხედავ მისი ხასიათის ბრწყინვალებას, ცნობ მას სულიწმიდაში დამაჯერებლობით და ყოველდღე მორჩილებით მიყვების მის ხელმძღვანელობას. გაიგე, რომ უფალმა აგირჩია, როგორც საკუთარი მოწმე რათა ყველა ადამიანს უამბო თუ ვინ არის ის, რა გააკეთა და როგორ ეხმარება ადამიანებს დღეს. ეს არის ღმერთის ნების საფუძველი: შენი მოწმობებით აუწყო ყველა ადამიანს უფალი იესო.

ანანიამ არ მისცა პავლეს დრო ფილოსოფიური განსჯებისთვის, არამედ უმალვე აუხსნა უფლის ნების ძირითადი ნაწილი და ჩადო მის ბაგეში მადლის მოწმობა. ამ ღმერთის საქმეში მოქმედებაა საჭირო და არა წარმოსახვები, ანასთანავე პავლეს ცხოვრებაში იყო სულიერი დაბრკოლებები ცოდვები, მას მრავალი ცოდვა ჰქონდა თავისი ფანატიკური უხამსობის, ღმერთთან მტრობისა და მისი მორწმუნეების დახოცვის გამო, მაგრამ იესოს ყველა ეს ცოდვა ჯვარს მიალურსმა. ძვირფასო ძმაო იყავი დარწმუნებული იმაში, რომ ქრისტეს სისხლმა სრულიად გაწმინდა ის. პავლე იყო მადლით გამართლებული, ჯერ კიდევ დაბადებამდე, თუმცა ეს ჭეშმარიტება უნდა მიეღო, უნდა ერწმუნა ეს უანგაროდ მიღებული გამართლება და დაედასტურებინა თავისი გადაწყვეტილება ნათლობით. რჯულის ცნობილი მცოდნე უნდა მომკვდარიყო საკუთარი თავისთვის და ეს ნათლობის სიმბოლოთი უნდა ეჩვენებინა. მას უნდა ეღიარებინდა საკუთარი საჭიროებები სრული განწმენდით, ეძებნა დახსნა ერთადერთ ქრისტესთან და მიცემოდა მას ყოველგვარი პირობების გარეშე.

ხარ თუ არა შენ მონათლული ძვირფასო ძმაო? დატოვე თუ არა შენი ძველი ცხოვრება და შეხვედი ქრისტეს სამეფოში მყარად და გადამწყვეტად? შენ გამართლებული ხარ ჯვრის მიზეზით. ირწმუნე შენი გადარჩენა, რომელიც აღსრულდა ქრისტეში. მიიღე აზრი შენი ნათლობისა. შენ მიღებული ხარ წმიდა ღმერთის მიერ, ქრისტეს სიკვდილით და მისი შუამდგომლობის წყალობით. ილოცე დღეს ღმერთის წინაშე, რათა იცოცხლო საუკუნოდ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე მე მადლობას გიხდი, რომ მთლიანად დაფარე ჩემი ცოდვები. ვაღიარებ შენს წინაშე ყველა ჩემს ბოროტებას და გთხოვ არ უარმყო შენს თანდასწრებაში. გახსენი შენი ხატება ჩემს თვალთა წინაშე, რათა ავღორძინდე და ნათლობის სიმბოლოს მნიშვნელობით ვიყო მიღებული შენთან ურთიერთობაში.

კითხვა:

  1. რა არის ღმერთის ნების არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:03 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)