Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 081 (Founding of the Church at Philippi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

4. ეკლესიის დაარსება ფილიპეში (საქმეები 16:11-34)


საქმეები 16:19-24
19 დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან. 20 მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს. 21 გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”. 22 აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23 მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის. 24 ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.

რამდენიმე მდიდარი ადამიანი ამ მოსამსახურეს ექცეოდა, როგორც საქონელს. არ აინტერესებდათ, რომ ეს შეპყრობილი გოგონა სულით იყო ავად, მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდათ: მისგან მოქმედი სიცრუით, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა. როდესაც მათი შემოსავლის წყარო საფრთხის ქვეშ მოექცა, გაბრაზდნენ, შეიპყრეს პავლე და სილა , მიიყვანეს ხელისუფალთან და დაადანაშაულეს ქალაქის არეულობაში. რა თქმა უნდა არ მოყვნენ, თუ როგორ გაანთავისუფლეს მათ შეპყრობილი გოგო საშინელი კოშმარისგან. მხოლოდ მოციქულებს წაუყენეს ბრალი, რომლებიც არასასურველ წეს-ჩვეულებებს ქადაგებდნენ, რომელლების ასევე მიუღებელია მართალი რომაელებისთვის. ხახლმა ძალიან მოიძულა ისინი, შეიპყრეს, სცემეს და ტანისამოსი შემოახიეს. ასევე მთელი ხალხის წინაშე დასცინოდნენ მათ.

პავლე და სილა ჩააგდეს ვიწრო, ჭუჭყიან და ბნელ საკანში, რათა უფრო დაწვრილებით გამოეძიებინათ მათი საქციელი. ისინი გატანჯულები და გასისხლიანებულები იყვნენ და დიდ ტკივილს ითმენდნენ, მათი ფეხები ჩაქოლილი იყო ხის მძიმე ლოდებით, ხოლო ხელები შებოჭილი ჯაჭვებით, რათა არ გაქცეულიყვნენ. რა აზრები მოსდიოდათ ამ საცოდავ ძმებს თავში? ინანეს თუ არა მკითხავის ეშმაკეულისგან განთავისუფლება? ეშინოდათ თუ არა, რომ ახალ მზარდ ეკლესიას ვინმე თავს დაესხმეოდა? არა. მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან შეპყრობილი ძმები ლოცვაში უფალს ესაუბრებოდნენ, აკურთხებდნენ თავიანთ მდევნელებს და ესმოდათ, რომ ისინი ქრისტეს ჯვრის ტანჯვის მოზიარენი გახდნენ.

საქმეები 16:25-28
25 შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26 უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები. 27 ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28 მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.

ნაცემ და ნაწამებ მოციქულებს არ ჰქონიათ დასვენების საშუალება; ისინი არ იმყოფებოდნენ საავადმყოფოში ნაზი ექტნების მეთვალყურეობის ქვეშ, არამედ ბნელ და ჭუჭყიან საკანში ისხდნენ, ხელებ და ფეხებ შებორკილები. არავის წყევლიდნენ, არ ღრიალებდნენ, არამედ მეგობრულად მღეროდნენ ჰიმნებს. არ კმაყოფილდებოდნენ ჩუმი ლოცვით, ვინაიდან მათი გული იყო მადლიერებითა და ქებით აღსავსე. უხაროდათ, რომ დიდი შესვენების შემდეგ რაც დაიწყო მაშინ, როდესაც სულიწმიდამ აუკრძალა მცირე აზიაში მსახურება, ქრისტემ ისევ იზეიმა გამარჯვება მაკედონიაში.

ევროპაში ქრისტეს ტრიუმფის დილა გათენდა. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სახელი იუწყებოდა. ვერანაირ დაბრკოლებას ვერ შეეძლო ღმერთის სასუფევლის განვითარებისთვის ხელის შეშლა. ეს ორი მოციქული ტანჯვების დროს იმდენად ხმამაღლა მღეროდნენ ქების ჰიმნებს, რომ სხვა პატიმრებსაც ესმოდათ მათი. შუა ღამე იყო და ქების სიმღერები კვლავ ადიოდა ზეცისკენ. ეს შემთხვევა, რომელიც მოციქულთა წიგნში ჩაიწერა, მრავალი დევნილის და წამებულის ცხოვრებაში ნუგეშისცემად იქცა. იმ ღამეს უფალმა უპასუხა მათ ქება დიდებას და ეს არ გაუკეთებია ანგელოზის ან გამოცხადების სიტყვების მეშვეობით, არამედ მიწისძვრით. შესაძლოა თავიდან ეგონათ, რომ ეშმაკს მათი ტანჯვების გაძლიერება უნდოდათ. ჭერიდან ჩამოცვივდა ქვები და ჭუჭყი და უეცრად ყველა კარი გაიხსნა და მძიმე ჯაჭვები დასცვივდათ. თუმცა პავლეს არ უსარგებლია ამ თავისუფლებით და არ გაქცეულა. სხვა პატიმრები ღრმად შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ მოციქულების ქებადიდებითა და ღვთის მოშიშობით. როდესაც ღმერთმა უპასუხა მათ მიწისძვრით, განძრევაც კი ვერ გაბედეს. შესაძლოა ყველას თავისი ცოდვების გამო ღმერთის წინაშე სასამართლოზე წარდგენის შეეშინდა.

დარაჯი გამოხტა თავისი საწოლიდან, დაინახა რა რომ ყველა კარი ღიაა, იფიქრა, რომ ყველა პატიმარი გაიქცა. მას შეეშინდა, რომ პატიმრების გაქცევის გამო მას გაასამართლებდნენ, აწამებდნენ, შემდეგ სასიკვდილოდ გასცემენ მას, მის ოჯახს კი მონებად აქცევდნენ. ასეთი საშინელი აზრების გამო ამოიღო თავისი ხმალი და თვითმკვლელობა დააპირა.

შეამჩნია რა პავლემ, რომ დარაჯი მზად იყო თავის მოსაკლავად დაიყვირა: ,,გაჩერდი! არ მოიკლა თავი! ნუ გეშინია! არავინ გაქცეულა. ყველა დამნაშავე აქ არის!“ პავლეს სიყვარული და თანაგრძნობა, შეურაცხყოფების და ბრაზიანი ყვირილის საპირისპირო იყო, რომლის მოსმენასაც დარაჯი მიჩვეული იყო პატიმრებისგან, თუ პატიმარს ეძლეოდა გაქცევის საშუალება, ამას ყოველთვის აკეთებდა. როგორი უჩვეულო იყო ყოველივე ეს! საპყრობილის კარები ღიაა, ხოლო პატიმრები საერთოდაც არ ესხმიან თავს მცველებს, როგორც ცხოველები. ერთ-ერთი მათგანი პავლე, სთხოვს ნაზი და უბრალო სიტყვებით მცველს, რომ თავი არ მოიკლას. ამ სიტყვებმა დარაჯი შოკში ჩააგდო, მისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. ძალიან გაკვირვებული იყო იმის გამო, რომ მისმა მტერმა სიყვარულით უპასუხა და თვითმკვლელობასაც გადაარჩინა. დაეწყო თვალების გაფართოვება და მის გონებაში აზრები ისე ირეოდა, თითქოს სიზმარში იყო.

ლოცვა: ცოცხალო უფალო, დაგვეხმარე მოვისმინოთ შენი ნაზი ხმა, როდესაც ვარდებით იმედგაცრუებასა და გაურკვევლობაში! დაგვეხმარე მოვისმინოთ შენი სიყვარულის სიტყვები, როდესაც იმედი გვიქრება! მიგვიზიდე შენს ნუგეშიცემისკენ, რათა ვიცოცხლოთ და არასდროს მოვკვდეთ!

კითხვა:

  1. რატომ მღეროდნენ დატანჯული მოციქულები საპყრობილეში ქებადიდების სიმღერებს შუაღამისას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:43 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)