Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 068 (Founding of the Church at Iconium)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

4. ეკლესიის დაარსება იკონიაში (საქმეები 14:1-7)


საქმეები 14:1-7
1 იკონიაში ერთად მივიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. 2 ხოლო ურწმუნო იუდევლები ძმების წინააღმდეგ ამხედრებდნენ და აბოროტებდნენ წარმართებს. 3 თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით. 4 მაშინ ორად გაიყო ქალაქის ხალხი: ზოგი იუდევლების მხარეს დადგა, ზოგიც - მოციქულებისა. 5 მაგრამ როცა იუდევლები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად, შეეცადნენ, რომ გაელანძღათ და ჩაექოლათ ისინი, 6 შეიტყვეს მათი განზრახვა და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს შეაფარეს თავი. 7 და იქ ახარებდნენ.

პავლე და ბარნაბა არ გაქცეულან ანატოლიის ანტიოქიიდან, არამედ ფრთხილად აგრძელებდნენ გზას, მიყვებოდმენ რა იესო ქრისტეს თავის გამარჯვებულ მსვლელობაში. მალევე მიუახლოვდნენ ანატოლიის კიდევ ერთ კომერციულ ცენტრს - იკონიას. ჯერ იუდევლურ სინაგოგაში შევიდნენ, რადგან აღიარებდნენ და სურდათ აღესრულებინათ ძველი აღთქმის წინასაწარმეტყველება, რომ იუდეველები პირველები მოისმენენ ხსნის სახარებას და ან მიიღებენ მას ან უარყოფენ.

მალევე იკონიაში ცოცხალი ეკლესია ჩამოყალიბდა, რომელიც შედგებოდა ქრისტეს მორწმუნე იუდეველბისაგან და ზეციდან შობილი წარმართებისგან. ლუკამ ჩვენთვის (მე-13-ე თავში) პავლეს ქადაგების მაგალითი ჩაგვიწერა, რომელსაც ანტიოქიაში იუდეველების სინაგოგაში ქადაგებდა, იკონიაშიც დიდი ალბათობით ასე ქადაგებდა. როდესაც ხალხმა დიდი ნაკადებით იწყო ქრისტეს სამეფოში შესვლა და საუკუნო სიცოცხლის დამკვიდრება, სინაგოგის მთავარს შეშურდა. ის პავლეს ინტერპრეტირებული რჯულის წინააღმდეგ გამოდიოდა, შეურაცხყოფას აყენებდა ჯვარცმულს, ახლა კი იესოს. სრული გაყოფა მოხდა, რაც პავლეს არც კი უფიქრია. ეს არ იყო პავლეს არასწორი ან ეგოისტური ქადაგებით გამოწვეული. ამის აცილება შეუძლებელი იყო ჭეშმარიტი სახარების ქადაგების გამო. ღმერთის სიტყვა ან გიხსნის ან გაქვავებს; განთავისუფლებს ან გბოჭავა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ გვესაჭიროება სულიერი განწმედა ეკლესიებში. ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ცოდვას გვაშორებს და სახარების გამო თავმდაბლობითაა გადადგმული - დიდი მადლია.

რატომ არ ირწმუნა იუდეველთა უმეტესობამ იესოსი, ჯვარცმული ქრისტე და უფალი ცისა? ლუკა წერს, რომ გამოცხადების, ცოდნისა და სულიწმიდისკენ ლტოლვის მიუხედავად მათ არ ისურვეს ერწმუნათ. ისინი გონებითადა ნებით ეწინააღმდეგებოდნენ უფალს და არ იყვნენ მადლის მისაღებად მზად. ისინი თავიანთ რწმენასა და სამართლიანობას აგებდნენ საკუთარ საქმეებსა და ადამიანურ შესაძლებლობებზე. ამითი მათ მონანიების აუცილებლობა უარყვეს და მიძღვნა ვერ გააპრაქტიკეს. მათ ეზიზღებოდათ მხსნელი, რომელმაც თქვა, რომ ის ერთადერთი გზაა უფლისკენ. და დღეს ადამიანი არ არის მზად ქრისტეს მისაღებად, თუ ის ჩერდება კანონთან და თვლის, რომ კანონი ეს სწორი გზაა ზეცისკენ. სახოდავი მეკანონე თავს იტყუებს, რადგან ვერ ამჩნევს რამდენად გაითხვარა ცოდვაში. ეყრდნობი რა შენ მატყუარა ღვთისმოშიშობას, არ ინანიებ და არ აღიარებ ცოდვებს. თვითკმაყოფილი ფარისეველი, ფიქრობს რომ არ სჭირდება მხსნელი იესო; ხელს კრავს მისგან გამოწვდულ ხელს. გჭირდება თუ არა შენ იესო? აცნობიერებ თუ არა რამდენად უსური და ცოდვილი ხარ? ეჭიდები თუ არა შენ მხსნელს დღე და ღამე?

ლუკამ პავლეს და ბარნაბას ძმები უწოდა, რადგან ერთად შრომობდნებ სულიწმიდასთან დიდი სიყვარულითა და თავმდაბლობით. არც ერთი მათგანი არ ეძიებდა საკუთარ სარგებელს ან რაიმეს თავისთვის. ერთად ლოცულობდნენ და ერთად ღათადებნენ იესოს ტრიუმფზე.

ორივზე გრძნობდა თუ როგორ იზრდებოდა საათობრივად მათ მიმართ ხალხის სიძულვილი; მაგრამ არ გარბიდნენ. აგრძელებსნენ ახალი ეკლესიებისთვის დამოწმებას, ქრისტეს ძალაზე. ეკლესიები მზარდი რწმენის მეშვეობით დიდებულ ნიშნებს სასწაულებს ახდნედნენ, რომელიც მათ შორის ცოცხალ ქრისტეზე მეტყველებდა. ქადაგებები სულ უფრო ძლიერი ხდებოდა, და უფლის მადლიც მეტად ვლინდებოდა. ახლაც მზადაა თავისუ მორწმუნეები ნიჭებით დააჯილდოვოს, რათა მათი დამოწმება ძლიერი გახდეს. ასეთი გზით, მადლი და რწმენა მოციქულების ქადაგების ძირითად მაწილს შეადგენდა.

იუდევლური სინაგოგის გაყოფამ მოიტანა მთელი ერის ორად გაყოფა და ოჯახდბიც ორ ნაწილად დაიყო. პირველი ნაწილი ემხრობოდა იუდეველებს თავიანთი კომერციული ინტერესებითადა ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნების გამო. ვერ იტანდნენ ამ ახალ სწავლებას და მზად იყვნენ პავლეს გასაგდებად, რადგან სწორედ ის იწვევდა ხალხში ამ მღელვარებას. ერის მეორე ნაწილმა ქრისტეს ძალა შეიგრძნო, ვინაიდან მოციქულების სიტყვები და საქმეები ისე ანათებდა, როგორც წყვდიადში სინათლე. სურდათ რა ქრისტეს ტრიუმფის აღარულება, ლოცულობდნენ ღმერთის თანდასწრებისთვის. ისინი ისწრაფოდნენ სულიერი გამოღვიძებისა და ზრდისკენ თავიანთ ქალაქში.

თუმცა ახალი სწავლება ძველ ტრადიციებს ეჯახებოდა. ვისაც შეცვლა არ სურდა, არ იცოდა როგორ დაეჯაბნათ ისინი, ვისაც უფლის სიყვარულის ხილვა სურდა. როდესაც იუდეველებმა ვერ შეძლეს პავლეს და ბარნაბას სულიერად დაჯაბნა, საიდუმლოდ მოელაპარაკნენ მთავრებსა და ხალხს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილი ეჭირათ და გადაწყვიტეს მათი ქვებით ჩაქოლვა. ძალადობასა და მკვლელობას მიჰყნენ, რადგან მათი კანონისადმი მიჯაჭვულობამ ვერ შეძლო სულიწმიდის თავისუფლების გადალახვა.

ხედავდნენ რა ამ ბოროტ განაზრახს, მოციქულები იკონიიდან სხვა ქალაქში წავიდნენ. ქრისტეს გამო სიკვდილი, უფლის ერთადერთი ბრძანება არაა. ხშირად მისთვის სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია გააგრძელო მისი მსახურება, სახელის გავრცელება და მისი სიტყვის გატანა. ამიტომაც ყურადღებით მოუსმინე, თუ რას გეტყვის სულიწმიდა შენ კონკრეტულ სიტუაციაში. არ გაგიკვირდეს თუ შენ გზაზე უბედურება შეგხვდა, ან თუმდაც დევნა, შეურაცხყოფა და ზეწოლა იესოს სახელის გამო. წარმართების მოციქული ქალაქიდან ქალაქში გარბოდა, ქვეყნიდან ქვეყანაში და მაინც ყოველ ჯერზე თავის თავში პოულობდა სიმამაცეს. არ აქცევდა მისი მდევნელების სიძულვილს ყურადღებას, არამედ დროულად და უდროოდ ქადაგებდა ქრისტეს გადარჩენას. ამიტომაც ილოცე, ძვირფასო ძმაო, და ყური უგდე სულიწმიდის მიმართულებას. ნუ გაჩუმდები, არამედ თამამად იქადაგე ქრისტეს დიდებული სიყვარული. მაშინ აღივსები ზეციდან გადმოსული ძალით!

ლოცვა: მადლობას გიხდით უფალო, რომ განამტკიცე პავლე და ბარნაბა და სულიერად არ ეცემოდნენ დევნის და უბედურების დროს! შენ მიეცი მათ ძალაც და მხნეობაც, მათ კი შენი სახელი განადიდეს! დაგვეხმარე, რომ არასდროს შეგვეშინდეს, არამედ თამამად და გონივრულად განვადიდოთ შენი სახელი სულიწმიდაში.

კითხვა:

  1. რატომ გარბოდნენ პავლე და ბარნაბა ერთი ქალაქიდან მეორეში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:30 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)