Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 060 (King Agrippa´s Persecution of the Churches)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

11. მეფე აგრიპას დევნა იერუსალიმის ეკლესიაში (საქმეები 12:1-6)


საქმეები 12:1-6
1 იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2 მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა; 3 და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო. 4 შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე. 5 ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. 6 იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.

მდგომარეობა იერუსალიმსა და პალესტინაში საგრძნობლად შეიცვალა, როდესაც ჩ.წ. 41 ში კლავდიუსი გახდა რომის მეფე. დიდებული აგრიპის შვილიშვილი, შუამავლის სახით გამოვიდა მასსა და რომაული უმაღლესი საბჭოსი, რათა კლავდიასთვის გადაეცა ხელმძღვანელობა. თავისი მეგობრის, აგრიპას დამსახურებების გამო, კკეისარმა მას მთელი პალესტინა მისცა ძალაუფლებისთვის. ასე დამთავრდა რომაული მმართველის ძალაუფლება ყველა იუდეველზე და დაიწყო დასავლეთის დიქტატორის მმართველობა. ამის შედეგად, რომაული წესრიგი და უფლებები ჩაანაცვლა უწესრუგობამ, ძალადობამ და ტირანი აგრიპას დესპოტობამ.

ეს ახალი მეფემ ჯერ შეეცადა მოეპოვებინა იუდევლური სამჭოს ნდობა თავისივე სამოცდაათი წარმომადგებლით. დაუჯერა რა საბჭოს, მან რამდენიმე უხუცესი და მოციქული დააპატიმრა. მან ისინი საპყრობილეში ჩააგდო და თავისი ცინიკოსობით შეეცადა იუდეველთა მხარდაჭერა მოეპოვებინა. როდესაც დაინახა, რომ ხალხი არ იყო მისი მოქმედებების წინააღმდეგი, ზოგიერთმა შეაქო კიდევაც, ზებედეს ძე, იაკობს სიკვდილი მიუსაჯა. მიბაძა რა რომაელებს, ბრძანება გასცა მოციქულებისთვის თავი მოეკვეთათ ხმლებით. იაკობს სახალხო სასამართლო არ მოუწყო, იქცეიდა თვითნებურად, როგორც უნდოდა.

თავიდან იაკობი, იოანე ნათლისმცემელის მიმდევარი იყო. მოგვიანებით მან ის წინასწარმეტყველი აქლემის ტყავში გახვეული დატოვა და იერუსალიმში, კანაში სამხიარულოდ წავიდა. შემდგომ მათი დედა სთხოვდა იესოს, იაკობი და იოანე მის მეფობაში, მარჯვნივ და მარცხნივ დამსხდარიყვნენ. იესომ ამ ორ ძმას ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა იმ რისხვის სასმისის შესმას, რომელიც მას უნდა დაელია. როდესაც გაუცნობიერებლად უპასუხეს, იესომ დაუმოწმა, რომ მართლა მოუწევდათ ამის გაკეთება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იჯდება მის მარჯვნივ და მარცხნივ, ეს დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე თუ ვისთვის იყო ეს ადგილები მამის მიერ მომზადებული.

იაკობი ქრისტეს გამო მოკვდა, რადგან მოციქული იყო და იუდეველბი არ იყვნენ მისი სულით აღფრთოვანებულები. დევნის მეორე ტალღა ქრისტიანებზე დაიწყო ამ უდანაშაულო სისხლის დაღვრის შემდეგ. ეს უბედურება სავლესნაირის ხელით არ მომხდარა, არამედ მეფის მიერ, რომლისთვისაც სულ ერთი იყო ვის კლავდა.

უფალი ხშირად თავი მეფობას სხვადასხვანაირ მიმართულებას აძლევს. ჯერ იერუსალიმში იყო სულიერი გამოღვიძება და მთელი ერი სიყვარულით ექცეოდა ეკლესიას, ისე რომ იუდევლური საბჭო ვერაფერს ავნებდა მოციქულებს. თუმცა სტეფანეს პერიოდში ამ სიძულვილმა იმატა, თითქოს ქრისტიანობა განშორდა იუდეველთა აზტსა და ძველ აღთქმას. ალბათ იერუსალიმამდე მიდიოდა ხმები, რომ ქრისტიანები, წარმართებს იღებდნენ ღმერთთან აღთქმაში ისე, რომ იყვნენ წინადაცვეთილები. იუდეველებში ასეთი მოქმედება მკრეხელობად და საზიზღრობად ითვლებოდა.

ხალხი გახარებული იყო ამ სისხლისღვრით. ამ დროს, ტირანმა ძალები მოიკრიბა, მიეცა სითამამე და გადაწყვიტა მთელი ქრისტიანული მოძრაობა დაეშალა. მოციქულთა შორის პირველი, პეტრე საპყრობილეში ჩააგდო. მზად იყო სასამართლო დაეწყო დრესასწაულის დროს, რათა მთელი ერის წინაშე გაესამართლებინა და სიკვდილი მიესაჯა მისთვის. მაშინ ექნებოდა ძალა და უფლება, რომ ყველა ქრისტიანი მოეკლა. მეფემ მკაცრი ბრძანება გასცა, რათა პეტრესთვის ედარაჯათ, მიუჩინა ოთხი ჯგუფი, რომელიც კიდევ ოთხ მეომარს მოიცავდა და მათ უნდა ედარაჯათ პეტრესთვის ღამე, დაახლოებით სამი საათით. იუდევლურმა უმაღლესმა საბჭომ გაახსენა მას თუ როგორ გაანთავისუფლა ანგელოზმა თორმეტი მოციქული საბყრობილედან. ამ მეფემ კი გადაწყვიტა აჯობოს ყველა სულს და ანგელოზს თავისი სიცბიერით. მან პეტრე ჯაჭვებით მიაბა ორ მეომარს. პეტრეს მარცხენა ხელი იყო მიბმული მეომრის მარჯვენაზე, ხოლო მარჯვენა სხვა მეომრის მარცხენაზე. ერთი წამითაც არ უნდა დარჩენილიყო მარტო.

ეკლესიამ იცოდა, რომ პეტრეს დაკავება გადამწყვეტი მოვლენა იყო, სიკვდილ-სიცოცხლის საკითი პალესტინაში ეკლესიის არსებობისა. ისინი დღე და ღამ იკრიბებოდნენ და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ. ქრისტიანების იარაღი არ არის ხმალი, არც ფული ან სიცრუე, არამედ მხოლოდ ლოცვა. უფლის ხელი, მორწმუნესთვის დაცვა, ძალა და გამარჯვებაა. დაჟინებული ლოცვა - ეს არ არის ემოციური რწმენა, არამედ უბრალო იმედი იმისა, რომ უფალი აუცილებლად უპასუხებს ლოცვის ყველა სიტყვას. დედამიწაზე არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე ქრისტიანების ერთობლივი ლოცვა.

თუმცა პეტრემ იცოდა, რომ მას სიკვდილი ელოდა და მშვიდად ეძინა. ის ქრისტეში ცხოვრობდა და იცოდა, რომ მისი ცხოვრება დაცულია ქრისტეთი ღმერთში. ის მკვდრეთით აღმდგარი იყო, როდესაც სულიწმიდა მიიღო. ის მიძღვნილად ცხოვრობდა ქრისტეში. და ქრისეს სიყვარული მას სიკვდილის დროსაც მშვიდობას აძლევდა.

ლოცვა: მადლობას გიხდით ჩვენო ცოცხალო უფალო, ვინაიდან საუკუნო სიცოცხლე გვაჩუქე და ჩვენი სინდისი გაწმიდე, რათა გვქონდეს დამაჯერებლობას სიკვდილის დროსაც კი. დაგვიფარე ყოველგვარი ბოროტებისგან, მიგვმართე შენი ნებისკენ და აკურთხე ჩვენი მტრები, რათა შეიცვალნონ და მოინანიონ, მიიღონ შენი საუკუნო სიცოცხლე!

კითხვა:

  1. რატომ და რა მიზნით დევნიდა მეფე აგრიპა ქრისტიანებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:22 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)