Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 059 (Establishment of a Gentile Church)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

10. ანტიოქიაში წარმართული ეკლესიის წარმოშობა (საქმეები 11:19-30)


საქმეები 11:25-30
25 ამის შემდეგ ტარსუსში წავიდა სავლეს საძებნელად. 26 როგორც კი ნახა, ანტიოქიაში ჩაიყვანა. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ; პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. 27 იმ დღეებში ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. 28 ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს. 29 მაშინ, გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისთვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ. 30 ასეც მოიქცნენ, და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს უხუცესებს.

როდესაც ბარნაბა ჩამოვიდა იერუსალიმიდან ანტიოქიაში, ჯერ სავლეზე დაფიქრდა, ეჭვიან ძმაზე თარსადან. ეს მთავარი კილიკიის ქალაქი ანტიოქიიდან 200 კილომეტრში მდებარეობდა. ბარნაბა კეთილი მამის მსგავსად უპირველესად თავისი ძმის საძებნელად გაეშურა. მან იცოდა, რომ ანტიოქიაშ სწრაფად მზარდ ეკლესიებს მსაწავლებელი სჭირდებოდა, რომელმაც თეოლოგია კარგად იცის, ვინაიდან ახალი ცხოვრება და სულიერი შემეცნება უნდა ეყრდნობოდეს კანონისადა ფსალმუნების წიგნის წინასწარმეტყველებებს. ბარნაბა პავლეს იცნობდა იმ დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიის მდევნელი იყო იერუსალიმში. ბარნაბამ სწამდა სავლეს შემოტრიალების, ვინაიდან დიდების ღმერთი გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე.

ბარნაბა ეძებდა სავლეს, ვიდრე არ იპოვა. გახარებული იყო მისი მოძებნით და იმის გაგებით, რომ რწმენიდან გადავარდა, მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებდა ქრისტეს მიყოლას. მან სთხოვა ამ ღვთისმეტყველს მასთან ერთად გამგზავრება და ისინი ერთად დაბრუნდნენ ანტიოქიაში. იქ მთელი წელი ერთად მსახურობდნენ: ქადაგებდნენ, ასწავლიდნენ, ანუგეშებდნენ მორწმუნეებს ლოცვით, ერთგულად და გამარჯვებულად.

სულიწმიდამ მეორედ გამოიყენა ბარნაბა,როგორც სავლესა და ქრისტიანული ეკლესიის გამაერთიანებელი რგოლი. ჩვენ მადლიერებით ვამოწმებთ ბარნაბას წვლილს ეკლესიის ისტორიაშ, ვინაიდან სწორედ მან მოიყვანა ეკლესიაში სავლე და განამტკიცა წარმართთა მოციქულად. ძალაუფლებისა და ნტიოქიური ეკლესიის ძალების წყალობით, უფალმა მთელი ოკეანე მადლით დაფარა.

კანონის მცოდნეები და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ხშირად მთელი ერისგან განსხვავებულად ცხოვრობდნენ. ისინი შუამავლების მსგავსები იყვნენ ადამიანსა და ღმერთს შორის და ამიტომაც ხალხზე მაღლა იჭერდნენ თავს. თუმცა ანტიოქიაში სავლეს ბარნაბასგან სრულიად საპირისპირო რამ ისწავლა: ეკლესიაში ერთობლივი მსახურება, თვინიერი ორმხრივი სიყვარული, ასევე ერთობლივი მუშაობა მოთმინებითა და თავმდაბლობით.

ბარნაბა პავლესთვის მამასავით გახდა, მასწავლებელი ყველა საკითხში, რომელიც ეხებოდა მოთმინებაზე დაფუძნებულ სულიერ მოქცევას, რწმენას და იმედს, რომელზეც შესაძლებელია სიყვარული გაიზარდოს (1კორინთელთა 13:1-8). ერთიმეორეს მიმართ სიყვარულის შრომის შედეგად ეკლესია სულ უფრო იზრდებოდა რიცხვობრივად და სულიერად.

არ არის გასაკვირი, რომ ანტიოქიაში მცხოვრები იესოს მიმდევრები იყვნენ პირველი ქრისტიანები, ვინაიდან ქრისტემ აავსო მათი აზრები და სიტყვები, და ქრისტესმიერი სიყვარული მათ დევიზად იქცა. ღმერთის აღთქმა, სულით ცხებასთან დაკავშირებით აღსრულდა ქრისტეს მიმდევრებში, რომელიც მკვდრეთით აღდგა. იცი თუ არა, რომ სიტყვა „ქრისტე“ ნიშნავს, მას ვინც ცხებს, ასევე იმას ვინც იცხო? ძველ აღთქმაში მეფეები, მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველები ცხებას ღებულობდნენ წმიდა ზეთის სიმბოლოთი. ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტე - მეფეთ-მეფეა, მღვდელმთავარი და ღვთის სიტყვა. ის მოგიწოდებს სხვა ყველა თავის მიმდევართან ერთად სულიწმიდით აღივსო. ჩვენ რჩეული ერი ვხდებით, მეფური სამღვდელოება, რათა ვაუწყოთ სხვებს მომწოდებლის, წყვდიადიდან სინათლეში გადმომყვანს თავისი ნება (ი პეტრე 2:9). სიტყვა „ქრისტიანი“-ში დამალულია ჩვენი მამა ღმერთის მრავალი საგანძური, ვინაიდან ყველა, ვისაც სცხო თავისი სულით, - მისი შვილები არინა. ამავდროულად ქრისტეს სულიერი სხეულის წევრები არიან, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან და ერთად ქრისტეს წმიდა სულის ტაძარს ქმნიან. ის მოგვიწოდებს ვიყოთ ჩვენი ცოცხალი მხსნელის მოწმეები, რომელმაც თავისი ჯვრის თანამონაწილენი გაგვხადა. ემადლიერები თუ არა უფალს, რომ ქრისტიანი გაგხადა, მისი უხვი მადლის წყალობით?

თუმცა ქრისტიანები არ ცხოვრობენ ზეცაში, არამედ დედამიწაზე. უფალმა უთხრა მათ: ”ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს". (ინ.16:33) სულიწმიდამ გააფრთხილა ქრისტიანები აგაბოსის მეშვეობით, ახალი აღთქმის წინასწარმეტყველის, იმის შესახებ, რომ ჩამოვარდება მთელ ხალხში შიმშილი და ხალხი უფლის რისხვას დაიტეხს თავზე. ეს შიმშილობა მოხდა კეისარი კლავდიას მმართველობის დროს (41-54 ჩ.წ.) ქრისტიანები განიცდიან იმავე ტკივილებსა და ტანჯვებს, რასაც ქვეყნიერება. მაგრამ უბედურებები მათ არ იპყრობს, ვინაიდან სულიწმიდის მეშვეობით, მათ გულებში ღმერთის სიყვარული ჩაიღვარა.

ამ წინასწარმეტყველების შემდეგ, ანტიოქიაში სასწაული მოხდა. ღმერთმა, მომავალი შიმშილის გამო არ ჩამოუყარა მათ ზეციდან პურები. ნაცვლად ამისა, სულიწმიდამ განუცხადა, მათ რომ უნდა შეწყვიტონ საკუთარ თავზე ზრუნვა. ისინი უნდა დაფიქრებულიყვნენ, თუ როგორ შეეძლოთ დახმარებოდნენ საქმით იერაუსალიმის ღარიბ ეკლესიას. ანტიოქიაში ეკლესიას არ შეუქმნია საერთო ფონდი, რათა ეზრუნა მომავალში ეკლესიის წევრებზე, განსაცდელების დროს. ნაცვლად ამისა, ისინი დათანხმდნენ შესაწირავის გაკეთებას ღარიბი ძმებისთვის იერუსალიმში. ნუთუ ეს სულელური საქციელი არ იყო? სულიწმიდა აუწყებს მსოფლიო შიმშილზე, ისინი კი შესაწირავს ღარიბებსითვის აკეთებენ! სულიწმიდის სიყვარული ჩვენ ყოველგვარ ეგოიზმს აღემატება. თუ გინდა იცოდე, ხარ თუ არა ნამდვილი ქრისტიანი, დაუსვი შენ თავს შეკითხვა, რამდენად წირავს ფინანსებს გაჭირვებულებისთვის?

ეკლესიამ შეგროვებული ფული ორ მქადაგებელს მიანდო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს ღვთის მამაკაცები ერთ თეთრსაც არ მიითვისებდნენ. იცოდნენ, რომ მზად იყვნენ უფლისთვის გაეღოთ ყოველივე, რაც გააჩნდათ. პავლე, როგოც ადამიანი უბრალო იყო, ცხოვრობდა თავისი ხელის ნაშრომით და ნიჭებს საკუთარი თავისთვის არ იყენებდა. ბარნაბას კითხვაზე პასუხი, იერუსალიმის ეკლესიიდან, ანტიოქიის ეკლესიისთვის იყო უხვი ფინანსები, რომელიც შეწირულიქნა მორწმუნე გაჭირვებულებისთვის. ეს შესაწირავი იყო სულიწმიდის სიყვარულის გამოხატულება ანტიოქიაში მყოფ ახალი ეკლესიის მიმართ.

ჩვენ ვკითხულობთ, რომ ბარნაბამ და სავლემ ეს შესაწირავი მოციქულებს კი არა, პრესვიტერს მისცეს. ლუკა არ იძლევა არანაირ ცნობას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ამ ეკლესიაში არჩეული პრესვიტერები ან როგორი იყო მათი მსახურება იერუსალიმშ. ეკლესიები იზრდებოდნენ, სახარება იქადაგებოდა და სულიწმიდის ძალა ვლინდებოდა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, თანდათან აშენებდი ეკლესიას, სულიწმიდის მეშვეობით და შენ ცხებ სიყვარულით შენს მიმდევრებს. დაგვეხმარე ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც შენი სულიწმიდით ვიქნებით აღვსილნი, რომლებიც მზად ვიქნებით გავიღოთ საჭიროებისამებრ და ვემსახუროთ ბგაჭირვებულებს! დაგვეხმარე არ განვშორდეთ შენ სახელს მაშტაბური შიმშლის დროს, რომელიც მთელ დედამიწაზე იქნება, არამედ ყოველთვის გამღებები და შემწირავები ვიყოთ!

კითხვა:

  1. როგორი თვისებები აქვს ჭეშმარიტ ქრისტიანს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:22 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)