Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 054 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 10:17-33
17 ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ. 18 დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?” 19 სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს. 20 ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”. 21 ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?” 22 ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”. 23 მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა. 24 კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა. 25 პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26 პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”. 27 მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი. 28 უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური. 29 ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?” 30 მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა. 31 მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე. 32 ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას. 33 მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.

ღმერთი ფილოსოფოსი არ არის, რათა ერთად მოუყაროს შორეულ აზრებს თავი. როდესაც ღმერთი ელაპარაკებოდა მგზნებარებაში, კორნელიუსის მონები უკვე გზად იყვნენ. ისინი ეძებდნენ მეტყავე სიმონის სახლს და მალევე იპოვეს ის ტყავის სუნის მიხედვით. როდესაც მივიდნენ სახლთან ჰკითხეს სიმონს მასთან დასახლებულ ღმერთის კაცის შესახებ.

მათ შორის პეტრე ჯერ კიდევ ხილვაზე ფიქრობდა, რომელიც ვერ გაეგო. ის იწმენდდა თვალებს, როდესაც უეცრად გაიგონა თუ როგორ ეძახდნენ მას ქუჩიდან. ის ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო ზეციური მგზნებარების გამო, როდესაც თვალწინ მეომრები დაინახა. მას ეგონა, რომ ისინი მის ციხეში წასაყვანად მოვიდნენ. მაშინ სულიწმიდა დაელაპარაკა ამ მოციქულთა შორის მნიშვნელოვანს: ,,გახსენი თვალები და დაინახავ, თუ როგორ იქცევა ღმერთის ხილვა ხილულ რეალობად. ღმერთი - ამ უწმინდურ ადამიანებთან ერთადაა, და ეძახის მათ თავისკენ! ნახე პეტრე, მე გაგზავნი წარმართებთან. არ ჩათვალო ისინი უწმინდურებად, ვინაიდან მიყვარს ისინი და გავწმინდე კიდეც!“

პეტრე არ გაქცეულა მეომრებისგან, არამედ ღმერთის ხმას მოუსმინა. ის გაყვა რომაელ მეომრებს ყოველგვარი ნერვიულობისა და შიშის გარეშე. ის გაეცნო მათ და ასევე მათი მოსვლის მიზეზი გაიგო. მათ უთხრეს, რომ კორნელიუსმა ანგელოზი იხილა, ერთგულმა ოფიცერმა, რომელიც უხვად გასცემდა ძველი აღთქმისეული ხალხისთვის შესაწირავებს. და კორნელიუსმა ისინი გაგზავნა პეტრესთან, რათა მიეყვანათ იგი სახლში და ღმერთის სიტყვის შესახებ ეამბო კორნელიუსისთვის.

მოისმინა რა ეს სიტყვები პეტრემ, სახლში შემოიპატიჯა აკრძალული კანონის მიუხედავად და ღამე დატოვა. ის მუხლებზე ლოცულობდა ღმერთის წინაშე და სთხოვდა მას ხელმძღვანელობას, ვიანიდან ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა უნდოდა ქრისტეს მისგან, ან რა უნდა ეთქვა წარმართი კორნელიუსისთვის. მოციქული ხვდებოდა, რომ ღმერთი რაღაცნაირი გზით ანადგურებდა აკრძალვებს ამ ხილვის მეშვეობით, რომელიც სამჯერ ნახა. როგორც კორნელიუსი დაემორჩილა ღმერთის მმართველობას, ასევე პეტრე დაექვემდებარა სულიწმიდის მმართველობას იმისდამიუხედავად, რომ მისი სინდისი ჯერ კიდევ შებოჭილი იყო ტრადიციული კანონებით.

შემდეგ დღეს ის პალესტინის სანაპიროს გაუდგა და საბოლოოდ კესარიაში მივიდა. პეტრემ სთხოვა, რომ რამდენიმე ძმა გაჰყოლოდა მას მოწმის სახით. ის რაღაც აღმატებულს გრძნობდა რაც გონებაზე მაღლა იდგა. მოციქულს არ უნდოდა ეს ღვთიური გამოცხადებები მხოლოდ მას განეცადა, არამედ ეძებდა მოწმეებს, რათა აეხსნა ქრისტეს ჩანაფიქრი და საკუთარი მოწმობა მიეცა.

ისინი მთელი დღე დადიოდნენ და მხოლოდ მეორე დილით მივიდნენ კესარიაში. კორნელიუსმა გამოითვალა დაახლოებითი საათი პეტრეს მისვლისა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მოციქული ეჭვგარეშე მოუსმენდა ქრისტეს ხმას. მან დაუძახა თავის ნათესავებსა და მეგობრებს, ისინი კი საზეიმო ფორმაში მოვიდნენ. ყველა ერთად დასხდნენ სალოცავად, სიახლის გაგების მოლოდინში.

როდესაც პეტრე ჩავიდა კორნელიუსის წინ წარსდგა არა ანგელოზი, არც ფილოსოფოსი, არც წინასწარმეტყველი. მის წინაშე უბრალო მეთევზე იდგა. ამისდამიუხედავად ოფიცერი მის შესახვედრად გავიდა და თაყვანი სცა, ახსოვდა რა ღმერთის ბრძანება, რომ პეტრესთვის უნდა ესმინა. კორნელიუსის თაყვანისცემა პეტრეს მიმართ ღმერთისადმი პატივისცემის ღრმა გამოხატულება იყო, რომელიც აისახა წარგზავნილის წინაშე კეთილსურნელებით, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა.

თუმცა პეტრემ არ მიიღო ეს პატივი, მისი პირველი სიტყვები კორნელიუსის მიმართ იყო: ,,ადექი! მალე ადექი, ვინაიდან ღმერთი არ ვარ, არამედ უბრალო ადამიანი როგორც შენ“ ეს არის ქრისტეს ნებისმიერი ეპისკოპოსის თუ პატრიარქის პრინციპი. არცერთი ადამიანი არ არის თაყვანისცემის ღირსი, რადგან ყველანი - გამართლებული ცოდვილები ვართ. პეტრეს არ ავიწყდებოდა, რომ ოდესღაც უხეში და მატყუარა მეთევზე. თუმცა ღმერთმა შეიწყალა იგი და გამოუტანა განაჩენი იუდევლური უზენაესი საბჭოს შეხვედრით, ხოლო იქამდე წარმართებთან საქადაგებლად გაგზავნა. პეტრეს არ მიუცია კორნელიუსისთვის მისი გაღმერთების ნება, რომელი საუბრის შემდეგაც ერთდ შევიდნენ სახლში სადაც მრავალი ხალხი იყო შეკრებილი. ყველა, მოციქულისგან ღმერთის საწაულს ელოდა. ოთახში ბევრი ხალხი ირეოდა - ყველა წარმართი იყო, რომელთაც იუდეველები ამცირებდნენ.

პეტრემ თავიდანვე აუხსნა მათ, რომ იუდევლური კანონი მკაცრად უკრძალავს იუდეველებს ურთიერთობას ან სხვა ერებიდან ხალხის მონახულებას. ამისდამიუხედავად პეტრემ ღმერთისგან მიიღო ახალი დავალება, რათა მას არცერთი ადამიანი არ ჩაეთვალა უბრალოდ და უწმინდურად. პეტრემ ჯერ კიდევ არ იცოდა რაზე უნდა ესაუბრა ან რა უნდა გაეკეთებინა, მაშინაც კი როდესაც ან ხალხთან ერთად დაჯდა. აზრი იმის შესახებ, რომ ექადაგა წარმართებისთვის, იუდევლური წარმოშობის ქრისტიანისთვის ეს აზრი უცნაური და გაუგებარი იყო. მან ჰკითხა დამსწრეებს თუ რა უნდოდათ მისგან. ისინი გაოცებულები იყვნენ, რომ ღმერთის კაცს უნდოდა მათი აზრების გაგება. მაშინ ალაპარაკდა კორნელიუსი. მან მოუთხრო ანგელოზთან შეხვედრის შესახებ, რის შემდეგაც თქვა შესანიშნავი სიტყვები: ,,ახლა ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა სრული სიზუსტით მოვისმინოთ გამოცხადება, როგორც ღმერთისგან მოცემული“ ამ კითხვას ხომ შენი მოწაფეების დაგისვამენ, ან მეგობრები და მეზობლები: რა მოწმობა გაქვს? როგორ შეიცანი ღმერთი? გაქვს თუ არა რაიმე სათქმელი, თუ თევზივით ჩუმად ხარ? ისწავლე ღმერთთან რაიმე ან მისგან? თუ კი, ილაპარაკე და არ გაჩუმდე!

ლოცვა: უფალო იესო ქრიტეც ჩვენი გულები ნელი აგააზრებაში, ჩვენი გონება გაუგონარია და უპატივცემულო. აგვიხილე თვალები, რათა ყველა ადამიანს ვუყურებდეთ, როგორც მწყურვალს, შენი გადარჩენისა! გვასწავლე მოვუსმინოთ შენი სულიწმიდის ხელმძღვანელობას, რათა ვპოულობდეთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც შენი გადარჩენა სჭირდებათ!

კითხვა:

  1. რატომ მოუნდა რომაელ ოფიცერ კორნელიუსს მეთევზე პეტრეს თაყვანისცემა? და რატომ არ მისცა პეტრემ მას ამის უფლება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:18 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)