Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 055 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 10:34-43
34 გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, 35 არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ. 36 მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი! 37 თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა; 38 როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან. 39 ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით. 40 მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა, 41 არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. 43 მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.

კორნელოუსი გაჯიუტდა და სურდა გაეგო თუ როგორ შეიცმო პეტრემ ღმერთი. პეტრემ გააცნობიერა, რომ ღმერთის სიტყვა მხოლოდ იუდეველებს კი არა, ყველა ადამიანს მიეცა. ყველა ადამიანი ღირსია მოისმინოს უფლის შესახებ და იმაზე თუ რა გააკეთა მან ქრისტეს მეშვეობით. ამის გაცნობიერებამ პეტრეს და მისი თანმხლების გონიერება გახსნა. ისინი მიხვდნენ, რომ უფალი იწყებს ბარიერების დანგრევას მათაა და წარმართებს შორის. მათ გააცნობიერეს, რომ ღმერთს სურს ხალხის მიღება ყველა ერიდან და კულტურიდან. ყველას მიღება - ვინც მას წრფელი გულით ეძებს და კეთილი საქმეებისკენ ილტვის.

მაშინ პეტრემ განუცხადა მათ ქრისტიანობის მთელი არსი, ყველაზე მარტივი სიტყვებით. მან სახარება ერთი წინადადებით და ერთი სახელით გადმოსცა: “იესო ქრისტეს ყოველივეს უფალია. ვინც იღებს მას, ადამიანთა ღმერთს შორის შუამავლად, ის იძენს მშვიდობას გულსა და სულში”. ეს ღმერთთან შერიგებს უწყება ჯერ ძველი აღთქმის ძეებს ჰქონდათ მინდობილი, რომლებიც ებრაულ ქალაქებში, სოფლებსაა და კიდით კიდემდე ცხოვრობდნენ. უწყება ქრისტეს შესახებ მივიდა კესარიამდე ფილიპეს მეშვეობით, დიაკვნის, რომელიც მხოლოდ იუდეველებს კი არ უქადაგებდა, მაგრამ ერთ შემთხვევაში ეთიოპელ წარმართსაც. ხოლო მაშინ როდესაც ქალაქში მოვიდა პეტრე, ქრისტემ ზეიმით გახსნა სახარება ყველა ადამიანისთვის. მოციქულში აღთქმული შესრულდა, რომელიც აბრაამმა მიიღო: „შენში იკურთხება დედამიწის ყველა ტომი“.

შემდგომ პეტრემ თავის მსმენელს მოუთხრო იესოს ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფაქტები, თუ როგორ დაეშვა გალილეის მთლიანი ქალქიდან ცხელ იორდანეში, რათა იოანე ნათლისმცემელს შეხვედროდა, რომლის გარშემოც ღმერთის მწყურვალე ხალხი იკრიბებოდა. იქ ღმერთმა ზეცა გახსნა. მან ყველას თვალწინ სცხო იესოს სულიწმიდა და მისცა მას მსახურების ძალაუფლება, განეკურნა სნეულებები, განედევნა ეშმაკეულნი და ექადაგა სახარება. იესო მხოლოდ მაღალ ფილოსოფიურ იდეებს კი არ ქადაგებდა, რომლებიც პრაქტიკული მოქმედებებით არ იყო გამყარებული. პირიქით, აკეთებდა ყველაფერს რაზეც საუბრობდა, ღმერთის ნებას ასრულებდა, რომელსაც აუწყებდა თავის სახარებაში. პეტრე და სხვა მოციქულები იესოს ცხოვრების მხილველები იყვნენ. ისინი თავინათი თვალებით ხედავდნენ, თუ როგორ ცხოვრობდა ღმერთთან ჰარმონიაში, რომლის საქმეებიც მის ცხოვრებაში ცხადი იყო. ქრისტეს ძალაუფლება არ იწვევდა ეჭვს.

შემდეგ მოხდა ისეთი მოვლენა, რომელიც ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი იყო. ადამიანებდა მოკლეს ღვთის წმიდა, დაკიდეს ის სამარცხვინო ხეზე, რომელიც მონებისთვის და უწმიდური მკვლელებისთვის იყო განკუთვნილი. ღმერთმაც დადასტურა მისი ძისადმი ხალხის სიძულვილი და შემდგომ აღიარა მისი სიწმიდე და აღადგინა მკვდრეთით. ამის შემდეგ იესო ეჩვენა ხალხს და დადიოდა ცოცხლებსშორის. იერუსალიმში ყველას არ ხვდებოდა, მხოლოდ მათ, რომლებიც ამოირჩია საკუთარი აღდგომის მოწმეებად. ერთ-ერთი იყო პეტრე. იესო ცხოვრობდა, ჭამდა და სვამდა მათთან ერთად აღდგომის შემდეგ, რათა ეჩვვენებინა, რომ მისი აღმდგარი სხეული ნამდვილი და რეალური იყო.

აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ ის ასწავლიდა მათ ცათა სამეფოს საიდუმლოებების შესახებ. მათ უთხრა, რომ უფლისგან მიიღო სრული ძალაუფლება ცაში და მიწაზე. ამიტომაც არის იესო - ყველა ადამიანის მოსამართლე და უფალი ცოცხლებისა თუ მკვდრებისა. კორნელიუსი და მის სახლში შეკრებილი ყველა ადამიანი იესოს ეკუთვნის, როგორც დღეს მე და შენ.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს უფლის, ვინაიდან წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ, რომ იესოს ყოველი მორწმუნე მიირებს ცოდვების პატიებას და არ იქნება განკითხული. ღვთისგან მოსულმა, იესომ, ფართოდ გახსნა მათ წინ ზეცის კარები. ამიტომაც აღარ უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენი ცოდვების გამო შიშში. ღვთის ძემ გაგვწმიდა თავისი სისხლით ცოდვებისგან, სრულყოფილად გაგვწმიდა და დაგვაახლოვა ღმერთთან, ჩვენ ზეციერ მამასთან. ამ ფაქტების მორწმუნე გამართლდება, ხოლო სახარების მიმღები განიწმიდება. ამ სიტყვებით, პეტრემ პირველად წარუდგინა წარმართებს ქრისტე სრულად. მან მათთვის ხსნის უფლება გახსნა. მოციქულმა თავის მსმენელს მოუწოდა რწმენისკენ და ღვთის ნებასთან შესაბამისობაში ცხოვრებისკენ.

პეტრე არ ამტკიცებდა ტეოლოგიურ საიდუმლოს ქრისტეს ხსნის შესახებ. ის არ მსჯელობდა ლოგიკურად, არ იყენებდა განსაკუთრებულ სიტყვებს და ღრმა გაგებას. ის უბრალოდ ამოწმებდა ამ ისტიულ ჭეშმარიტებებს, როგორც თვითმხილველი. მისი მომსმენი გადარჩა იმის გამო, რომ უყვებოდა ამ მოვლენების შესახებ და არა იმის გამო, რომ ეჩხუბებოდა ცოდვისთვის და აიძულებდა ცრემლით მონანიებას. პეტრეს ისინი თავისკენ არ მოყავდა, არამედ მათ მზერას იესოსკენ მიმართავდა. მხოლოდ იესოში რწმენას შეუძლია გადაგვარჩინოს, და მასზე დანდობილი განიწმიდება.

ამ კრებაზე ჩვენ ვხედავთ ისტორიული პაქტის, იესოს ჯვაფრცმის დადასტურებას, რადგან რომაელი ასისთავი არაფრით არ მიირებდა პეტრეს მოწმობას იესოს ჯვარცმის შესახებ, ნამდვილად ასე, რომ არ მომხდარიყო. ეს აღიარებული და ცნობილი ფაქტი იყო და პეტრემ განმარტა ის, როგორც ჩვენი გადარჩენის საფუძველი.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ ხარ ყველა ადამიანის უფალი. შენ გამოისყიდე ისინი შენი ძვირფასი სისხლით. შენი აღდგომის შემდეგ მიიღე ძალაუფლება ცაში და მიწაზე. დაგვეხმარე სრულიად დაგემორჩილოთ შენ და შიშის გარეშე ვაუწყოთ ყველა ადამიანს, რომ შენ ხარ ერთადერთი უფალი, მამა ღმერთის დიდებისთვის!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები „იესო ქრისტე არის ყველას უფალი?“

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:19 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)