Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 041 (Stephen becoming the First Martyr)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ე) სტეფანე პირველი წამებულია (საქმეები 7:54 - 8:1)


საქმეები 7:54 - 8:01
54 ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე. 55 ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო. 56 თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”. 57 მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას. 58 ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა. 59 ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”. 60 მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა. 8:1 ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულების გარდა, ყველა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა.

უზენაესი საბჭოს რელიგიურმა უფროსებმა მოისმინეს უფლის ხმა და სულიწმიდამ გააპო მათი გულები. ამისდამიუხედავად ეწინააღმდეგებოდნენ იმ აზრს, რომ უნდა მოენანიებინათ და ჯიუტად იბრძოდნენ უფლის წინააღმდეგ. ისინი ჯოჯოხეთის სულებით იყვნენ სავსეები და კბილებს ილესავდნენ. ასევე თავის ხელში აყვანა მოახერხეს და სტეფანეს ყურადღებით უსმენდნენ, რათა არ გამოპარვოდათ მისი ბაგიდან დაცდენილი რაიმე შეურაცხყოფა უფლის მიმართ. ის ხომ ბოლომდე ბრძნულად საუბრობდა ღღმა ჭეშმარიტებებზე, რომელიც რჯულში ეწერა. მან ძველი რწმენა ახალ შუქზე გამოიტანა. და მათ ვერანაირი მიზეზი ვერ ჰპოვეს, რომ სტეფანე სიკვდილს მიეცათ.

ღმერთს ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ ამ გადაწყვეტ საათზე განსაკუთრებულად განედიდებინა თავისი ძე იესო ქრისტე. წმიდა და უცოდველი სტეფანე, გამარჯვებით დაჯილდოვებული, თვინიერი კრავის მსგავსად იდგა მგლების ხროვის წინ, რომელიც მზად იყო მივარდნოდა და შეეჭამა იგი.

სტეფანეს სახე, ანგელოზის სახის მსგავსად ანათებდა. მისი მზერა გახსნილი ცისკენ იყო მიპყრობილი, ხოლო მისი მტრების ფუჭსიტყვაობა ვეღარ აღწევდა მის ყურებამდე. მას დაავიწყდა გარშემომყოფი ხალხი და სასამართლო, რადგან თავად ღმერთს ხედავდა მის სრულ დიდებაში. წინასწარმეტყველები ხშირად ვერ ნახულოდბნენ იესოს მის სრულ დიდებაში, და როცა კი ხედავდნენ ძირს ეცემოდნენ. სტეფანე კი დიდებული სიხარულითა და ნეტარებით აღსავსე აგრძელებდა დგომას.

ის ხედავდა მოძრაობებს ზეცაში; უეცრად ღმერთის ძე ადგა თავისი ტახტიდან, რომელიც მამის მარჯვნივ იდგა და მზად იყო მიეღო პირველი წამებული. იესო ბიბლიაში ხშირად ნახსენებია, როგორც მამის მარჯვნივ მჯდომი. ეს ერთადერთი შემთხვევაა, სადაც საუბარია იმაზე, რომ იესო ადგა თავისი ტახტიდან. და თუმდაც სტეფანეს თავისი ცხოვრების მანძილზე არასდროს უნახავს იესო ფიზიკურად, იმ წამვსე ამოიცნო უფალი იესო, როგორც ადამიანის ძე, ჭეშმარიტი ადამიანი ღვთიურ დიდებაში, რომელიც გარემოცული იყო ანგელოზებით, დიდებითა და ცეცხლოვანი მნათობი სხივებით.

სიხარულითა და იესოსადმი მადლიერებით საუბრობდა მოწმე იმის შესახებ თუ რა დაანახა მას ღმერთმა. მან ხმლის ბასრი პირით დაადასტურა სულიწმიდის სიტყვები ქრისტეზე, რომელიც მან თქვა უზენაესი საბჭოს წინაშე: „ამიერიდან თქვენ იხილავთ კაცის ძეს, მამის მარჯვნივ მჯდომს“. თუმცა ამის ხილვა შეძლო არა უღმერთო მდავრობამ, არამედ სტეფანემ, რომელსაც ისინი ავიწროებდნენ და დევნიდნენ, სწორედ მან იხილა გახსნილი ზეცა.

იუდეველები თვლიდნენ უდიდეს ღვთის გმოდაბ და შეურაცხყოფად მოწმობას იესოს დიდებისა და სამების შესახებ. მათ იცოდნენ, რომ კანონით ეკრძალებოდათ კიდეც მსგავსი აზრების მოსმენა, რათა შემდეგ არ ემსჯელათ ამაზე და მათ გულში არ დარჩენილიყო ეს სიტყვები და არ წარმოექმნა რაიმე ერესი ან ეჭვი. ამიტომაც ყურებს იცობდნენ იცოდნენ, რა რომ ვინც ღვთიურ ერთობას უარყოფდა ქვებით ჩაიქოლებოდა.

ამ კეთილმა ხალხმა იყვირა, ხოლო მღვდელმთავრებმა წივილ-კივილი ატეხეს. ყველა ერთიანად ეცა სტეფანეს, როგორც მტაცებელი ცხოველები მსხვერპლს. გამოათრიეს შენობიდან და ათრიეს წმიდა ქუჩებში. გაიყვანეს ქალაქის სამშვიდობოდან, რათა არ გაეუწმიდურებინათ ასეთი ღვთისმგმობელის სისხლით ქალაქი.

სტეფანე მშვიდად გრძნობდა თავს ამ აყალ-მაყალის და ხმაურის მიუხედავად. ის ლოცულობდა და სიკვდილისთვის ემზადებოდა, მისი სული ილტვოდა ზეცისკენ, სადაც უფალი მხსნელი იდგა და ელოდებოდა მას. ის ბოლომდე სულიწმიდის მომსმენი იყო და ამ სულმა ის მტრების სიყვარულით აავსო. მის თავსა და სხეულზე ქვების გროვა ეცემოდა, მაგრამ მისი მზერა უფლისკენ იყო და ამბობდა: „უფალო იესო! მიიღე ჩემი სული! ამ წამებულმა იცოდა, რომ ქრისტე - თავად უფალია, რომელიც პასუხობს ლოცვებს და ხელთ სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღები აქვს. და როგორც თავად ჯვარცმულმა მისცა თავისი სული მამას ხელთ, ასევე სტეფანემ სულიწმიდისგან შთაგონებულმა, სრულიად მიეცა უფლის ძალას, როდესაც ქვებით იქოლებოდა. სტეფანე სულიერი სიმშვიდითა და სიხარულით ლოცულობდა, თუმცა მისი სხეული იშლებოდა და ნადგურდებოდა ქვებისგან. ბოლოს ის დაეცა მუხლებზე და ხმამაღლა იყვირა: „უფალო, არ ჩაუთვალო მათ ეს ცოდვად!“ როგორ უფალმა აპატია სტეფანეს, ასევე მან აპატია თავისი ერის მთავრებს სიყვარულით, უმალ და ყოველგვარი პირობების გარეშე. ღმერთის სიყვარული ჩაიღვარა მის გულში. ღმერთის სული იცავდა მას სიკვდილის ჟამს. ის მშვიდობით განისვენებდა იმისდამიუხედავად, რომ ქვები მას თავს უხეთქავდა და ძვლებს უმტვრევდა. მათ შიშით ჩაქოლეს ის, თითქოს ცოფიანი ძაღლი ყოფილიყო.

ამ წმიდა განსვენებულის შორიახლოს იდგა ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად სავლე, მოშურნე მოწაფე და მკაცრი ფარისეველი. მას პატივი ჰქონდა შეენახა ცრუმოწმეების ტანისამოსი, რომლებიც კანონის თანახმად პირველები ისროდნენ ქვას სიკვდილით დასჯისას. სავლეს მთელი გულით უნდოდა მონაწილეობა მიეღო სტეფანეს ჩაქოლვაში. მაგრამ მას ტანსაცმლის ყარაულობა მოუწია. ძალიან უხაროდა სტეფანეს სიკვდილი. სავლემ გარკვევით გაიგონა წამებულის ბოლო სიტყვები და ამის გამო უფრო მტეად შეიზიზღა. ამავდროულად მის ქვეცნობიერში შეაღჭია წამებულის მოწმობამ სამების შესახებ გახსნილ ზაცე. ამასთანავე თვალწინ ედგა სტეფანეს სახე, რომელიც სიყვარულით ევედრებოდა უფალს მათზე, იმ დროს როცა ქვებით ქოლავდნენ. ამ გზით, რწმენისთვის ჩაქოლილმა სახარების ალამი გადასცა თავის მტერს, რომელიც შემდგომ მეტად უტევდა ძველი აღთქმის ძველამოსი დადგენილებებს. მან სრულიად გაანთავისუფლა ქრისტიანული ეკლესია იუდევლური სულისგან. სულიწმიდა კი დაუღლელად და შეუჩერებლად ხელმძღვანელობს ღვთიური გამომსყიდველი გეგმის შესრულებას, ღმერთის მარადიულ სიყვარულთან შეთანხმებით.

ლოცვა: წმიდა სამებაო, თაყვანს გცემთ და გვიყვარხარ, რადგან ერთი ხარ, გიყვარვართ და არ უარგვყოფ! მადლობა გიხდით, რომ სტეფანეს ეჩვენე, რომელმაც თავისი ცხოვრების ფასი გადაიხადა ჩვენთვის ამ მოწმობის მოსატანად! ჩვენ ვიცით და ვამოწმებთ, რომ ერთი ხარ სამებასთან, რომელიც სავსეა სიყვარულითა და ჭეშმარიტებით. დაგვეხმარე ვიყოთ ერთგულები სიკვდილამდე და ჩვენი მოწმობა შენი დიდებული ძალის გამოვლინებად გახადე!

კითხვა:

  1. დაწერე სტეფანეს მიერ ნათქვამი ბოლო სამი ფრაზა და განმარტე თუ როგორ გესმის მათი აზრი.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:04 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)