Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 040 (The Complaint against the Stubborn People)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

დ) საჩივარი ქედგამარი ერის წინააღმდეგ (საქმეები 7:51-53)


საქმეები 7:51-53
51 ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც! 52 წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით! 53 თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”

სტეფანემ აღიარა თავისი ჭეშმარიტი რწმენა ბრძნული სიტყვებით. მან დაამტკიცა თავისი ერთგულება იუდევლური ტრადიციების მიმართ, როგორც ილინიზირებულმა ებრაელმა, მცოდნეების სკოლაში უსწავლელის მსგავსად. მისთვის დიდებული ღმერთი, აღთქმის ღმერთი იყო და მამების პატივისმცემელი ღმერთი. აბრაამი, მოსე და დავითი წმიდები იყვნენ. ის თვლიდა კანონსა და კარავს სიწმიდის მტკიცებულებად. ასეთი ნათელი დამოწმების შემდეგაც, სტეფანემ მსმენისგან დიდი სიძლვილი იგრძნო. ის ცდილობდა თავის დამოწმებაში, რომელიც კანონზე იყო დაფუძნებული, მკაფიოდ ეჩვენებინა მისი ერის დაუმორჩილებლობის მიზეზი. ის აღიარებდა მათ ჭეშმარიტ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც მზად არ იყვნენ მონანიებისთვის. საბოლოოდ სულიწმიდამ ის სეჯახებამდე მიიყვანა. მისი მიზანი იყო ფარისევლობის საბნის გადახდა ამ მართალი რაბინების და მკაცრი კანონის მცოდნეების სახეებიდან. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც არ იყო განსაწავლული კანონებსა და უფლებებში, ამხილა ისინი თავიანთ გულის მდგომარეობაში.

ასეთი გზით, სტეფანემ თავის მოსამართლეებს თავიანთი სინდისის ჭეშმარიტი მდგომარეობა დაანახა. თავისი სხეულებრივი წინადაცვეთის მიუხედავად, ისინი არ იყვნენ გონებითა და გულით წინადაცვეთილები. ამხელდა რა მათ, სტეფანე შეეხო ერთ-ერთი აღთქმის სიმბოლოს უფლის ტანდასწრებიდან იუდეველბში, რადგან ისინი თვლიდნენ წინადაცვეთას უფალთან მარადიული ურთიერთობის კანონად. თუ ვინმე ერთ საწინააღმდეგო სიტყვას მაინც მაბობდა წინადაცვეთაზე, ისინი თვლიდნენ, რომ ის გამოდის თავად ღმერთის წინააღმდეგ.

სტეფანემ გახსნილად განუცხადა თავისი ერის შვილებს, რომ ისინი უფლის სულის ხმას ეწინააღმდეგებოდნენ და არ სურდათ უფლის მოსმენა. ამ დროს მისი სიტყვა ზღვრამდე მივიდა, რის მერეც მისი მოსმენა აღარ შეეძლოთ. ისინი ბოროტები დარჩნენ, არ მოიდრიკნენ გულით, არამედ მერეც თავს თვლიდნენ კეთილებად და მართლებად, წინადაცვეთილებად და უფლისთვის მოსაწონად. ეჭვის თვალით უყურებდნენ მონანიების მოწოდებას და საკუთარი თავის უარყოფის აზრს სასაცილოდ იგდებდნენ. სულის სიღრმემდე შეურაცხყოფილები იყვნენ, როდესაც მოისმინეს მოსეს, ესაიას, იერემიას, იოანე ნათლისმცემლისა და იესოს წინასწარმეტყველებები იმის შესახებ, რომ უფალი მათ დასჯის, შეანჯღრეს მათ გაქვავებულ გულს და დააბრუნებს ყველა გაქცეულ ცხვარს მწყემსთან (გამოსვლა 32:9; 33:3; ესაია 63:10; იერემია 9:25; 6:10). თუმცა მაინც ვერ გაიგეს და ვერ მოირბილეს გულები, არამედ უფრო გაბრაზდნენ.

ძვირფასო ძმაო, მიხვდი და გაიგე თუ არა დასჯის მიზეზი? ადამიაის გული დასაბამიდანვე ცრუ და ბოროტია. არც თუ ისე ბევრი მიმართავს და ემორჩილება უფლის ხელმძღვანელობას, ვიანდაინ ადამიანი თავისი ბუნებით დაუმორჩილებელი და ბოროტია. ის ილტვის იყოს პატარა განდიდებული ღმერთი, ვერ იტანს შემოქმედს და არასდროს ისმენს მის სიტყვებს.

იუდეველები ეძებდნენ ყველა კეთილ წინასწარმეტყველს ბოროტი სულით და აწამებდნენ, ვინც ქადაგებდა მათთან ამ ღმერთის ნებას: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე!“ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები სულიწმიდის სიტყვებსიგებდნენ და მის თანახმად იქცეოდნენ. წინასწარმეტყველები საუბროდბნენ მხსნელის მოსვლაზე, მქადაგებლის, ღვთიური მეფის,რომელსაც ძალუძს შეცვალოს ყველა ბოროტი გული და დაამყაროს ჩვენ ნაწამებ მიწაზე თავისი მეფობა.

მაგრამ როდესაც ქრისტე მოვდია თავისიანებთან, მართალი ფარისევლები არ დაემორჩილნენ მას, ხოლო განათლებულმა მწიგნობრებმა ვერ გაუგეს მას. სტეფანემ იუდეველებს ქრისტეს მოღალატეები უწოდა, რადგან მათ ხელიდან გაუშვეს უფლის ჩანაფიქრი მათი ხალხის ისტორიაში და უშუალოდ გადასცეს სიკვდილს ყოვადძლიერის ძე. ამ წინასწარმეტყველებაშიც სულიწმიდამ ღიად ილაპარაკა. მან მთავარი მღვდლების გულში შეაღწია, რათა ეღიარებინათ და ღრმად მოენანიებინათ. იუდეველმთა საბჭომ არა უბრალოდ მოკლა ადამიანი ნაზარეთიდან, არამედ მოკლა შეპირებული მესია, გზის გამკვალავი ვარსკვლავი. ეს მათი საქციელი დაუმორჩილებლობის მწვერვალი იყო და ასევე ეშმაკეულების გამეფება დედამიწაზე.

სტეფანე არ შემოფარგლულა მხოლოდ მათ დადანაშაულებაში, სიკვდილსა თუ დანაშაულში, რის გამოც მოციქულების ხშირად განიკითხავდნენ მათ. სტეფანე უფრო ღრმად წავიდა და მათ სიწრფელეს ფეხი დაადგა: „თქვენ ვერ მიიღეთ კანონი უშუალოდ ღმერთისგან, მაგრამ მიიღეთ მეორეხარისხოვანი დადგენილებები და არარსებული დეტალები ანგელოზებისგან. თქვენ არ შეგიძლიათ განასხვავოთ მნიშვნელოვანიუმნიშვნელოსგან. თვქნე მხოლოდ თქვენ ეჭვქვეშ დაყენებულ კანონს ეყრდნობით. არ ძალგიძთ დაიცვათ მცნებები და არც მართლები ხართ, არამედ დამნაშავეეიბ და წყეულები, ვინაიდან ვინც ერთ მცნებათაგანს არღვევს, ის არღვევს ყველა სხვა დანარჩენს“ (იაკობი 2:10).

ამ ძლიერი დ აგადამწყვეტი სიტყვებით სტეფანემ შეარყია ძველი აღთქმის ძირითადი სამართლიანობები, რადგანაც იუდეველები ტაძარს, წინადაცვეთაც, რჯულსა და შაბათს რწმენის ბოძებად და აღთქმების საიდუმლოებებად თვლიდნენ, რომლითაც უფალი დაუკავშირდა ისრაელის ერს. ახლაკი სტეფანე თამამად უმოწმებდა მათ, რომ ტაძარი ცარიელია, მათი გული წინადაუცვეთელი და ვერ შეძლებენ დაიცვან კანონი და მისი სიმართლე. ეს ბრალდება ჰგავს იმას, თითქოს სკამზე მჯდომ ადამიანს სკამი უეცრად მოაცალო. ის ეცემა იატაკზე და ძლიერად ურტყავს სხეულს! უმრავლესობა აივსო შიშითა და რისხვით, სხვები კი ბოროტად კბილებს აჭრიალებდნენ, თითქოს მათ გონებაში გეენამ ამოხეთქა.

ლოცვა: წიდაო ღმერთო, ამხილე ჩემი გონება, დამიცავი მოღალატეობისგან, მასწავლე სულიწმიდის მოსმენა, მაპატიე ყველა შეცოდება, მომაშორე უფლისადმი და ადამიანებისადმი დაუმორჩილებელი აზრები, გაჭერი ჩემი გული, მომაქციე, მომეცი ყურები, რათა ვისმინო და მიხსენი საკუთარი თავისგან, რათა არ მძულდე, არამედ მიყვარდე და შენ ხელთ ვიყო ყოველთვის!

კითხვა:

  1. რა მნიშნელოვანი განცხადებები გააკეთა სტეფანემ თავის ბრალდებაში უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:02 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)