Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 042 (First Persecution of the Christian Church at Jerusalem)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

1. ქრისტიანული ეკლესიის პირველი დევნა იერუსალიმში და მორწმუნეების მიმოფანტვა მთელ სამარიაში (საქმეები 8:1-8)


საქმეები 8:1-3
1 ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულების გარდა, ყველა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა. 2 დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს. 3 სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

ყველა ვინც სტეფანეს უსმენდა უკმაყოფილო იყო, რადგან მას ღვთის მგმობელად მიიჩნევდნენ. სტეფანეს დაცვითმა ლოცვამ უფრო გააღიზიანა ისინი, რადგან მოწყალების თხოვნის ნაცვლად ის მათზე ლოცულობდა. განრისხებული მეკანონეები გაიქცნენ ელინიზირებული დასახლებისკენ იუდეველბთან. რომლებიც ქრისტიანები გახდნენ და მათი დაღუპვაც ჰქონდათ განზრახული, რადგანაც ისინიც სტეფანეს მსგავსად იწყეს სიყვარულითა და დამაჯერებლობით იერუსალიმში მცხოვრებთათვის ქადაგება. მთავარმა მღვდლებმა უფრო მეტი სიძულვილი დაანთეს ერში, და ეს შურისძიება ცეცლივით მოედო მთელ ქალაქს. ტრადიციების დარღვევამ რისხვის ნაპერწკლები გამოიწვია. ძველმა წყენებმა და შურმა იწყო ზედაპირზე ამოსვლა. იმ დღეს იერუსალიმში მრავალი ცრემლი დაიღვარა. შვილებს მშობლებს ართმევდნენ, ცოლებს - ქმრებს, ხოლო ქვრივ ქალებს - ახალგაზრდა შვილებს.

სავლე ფანაიტიკოსი და ეჭვიანი იყო. მან მიიღო იუდევლური უმაღლესი საბჭოსგან აუცილებელი საბუთები, რაც აძლევდა მას ძალაუფლებას ეგრეთწოდებული „იესოს ერესის“ განადგურების უფლებას. გამალიის საბჭოს ძალა აღარ ჰქონდა. ყველა იუდეველი, რომელიც არ იყო თავის კანონებსა და წეს-ჩვეულებებში გამყარებული, მეთვლაყურეობის ქვეშ იყო. სავლე ნაძალადევად იჭრებოდა სახლებში იმ შეიარაღებული ხალხის თანხლებით, რომლებიც მიაკუთვნეს. ის უთვალთვალებდა ქალებსა და კაცებს, შემდეგ შეიპყრობდა და საპყრობილეში მიჰყავდა, სადაც მათ აწამებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, თუ იესოს არ უარყოფდნენ. შემდეგ კი პავლე ცრემლებით აღიარებდა, რომ დევნიდა ქრისტიანულ ეკლესიებს და აიძულებდა ერთგულ მორწმუნეებს შეურაცხყოფა მიეყენებინათ მკვდრეთით აღმდგარისთვის. თავისი ამ მკაცრი მიჯაჭვულობისგ გამო კანონთან ის ბრმა და ცბიერი გახდა. თითქოს ეშმაკეულებით იყო შეპყრობილი და ვერ იგებდა, რომ სიყვარული - ეს კანონის შესრულებას ნიშნავდა. ნაცვლად ამისა ის უფალს ხმლით ემსახურებოდა, ვერ აცნობიერებდა რა, რომ ამ გზით ეშმაკს ემსგავსებოდა.

ბევრი ქრისტიანი გადარჩა სხვა ქვეყანაში გაქცევის წყალობით. ისინი გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, გარბოდნენ მოშორებულ და განცალკევებულ სოფლებში, სამარიაშიც კი, ოღონდაც თავი დაეღწიათ ამ მომაკვდინებელი ქარიშხლისთვის. ხალხი ეკითხებოდა მათ: “რატომ გარბიხართ უმისამართოდ, საკვებისა და ჩასაცმელის გარეშე?“ ისინი კი პასუხობდნენ: „ჩვენ გვიყვარს ქრისტე და ჩვენი მტრებიც, და ამის გამო გვდევნიან“. ასე უყვებოდნენ ისინი ადამიანებს კეთილ უწყებას იმის შესახებ თუ ვინ იყო ჯვარცმული და აღმდგარი. ღმერთმა დაუშვა, რომ იერუსალიმში ეკლესიის რიცხვს ეკლო და გაპარტახებული ყოფილიყო. ბოროტი მტერი თავს დაესხა მას, ლურჯი ციდან მოვარდნილი ყვავივით, რომელიც ეძებდა მიმოფანტულ მსხვერპლს. ამ გზით, ქრისტეს დავალებისამებრ, სახარება იქნა ნაქადაგები იერუსალიმში, შემდგომ კი ყველა სხვა დანარჩენ იუდევლურ სოფელში, სამარიასა და სხვა ქალაქებში. ქრისტეს გამარჯვებული სვლა არასდროს წყდება, ის ქვეყნის დასასრულამდე მოძრაობს, ყველა ადამიანთან და ერთან მიდის და ასე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

ყველა ქრისტიანი არ გარბოდა იერუსალიმიდან, მოციქულები ქალაქში დარჩნენ და მზად იყვნენ სიკვდილისთვის თავისი მხსნელის გამო. ისინი ქვრივების გვერდით იყვნენ, ანუგეშებდნენ მცირედმორწმუნეებს და ზრუნავდნენ ქვრივებსა და ღარიბებზე. მოციქულები ერთგული მწყემსების მსგავსად იყვნენ. არ ცდილობდნენ საკუთარი თავის გადარჩენას, არამედ ზრუნავდნენ თავიანთ სამწყსოზე, განსაკუთრებით რთულ მომენტებში. სავარაუდოდ ისინი მეგობრებს აფარებდნენ თავს, რომლებიც არც თუ ისე ცოტა ყავდათ, რადგან მრავალმა მიიღო მათი ხელებიდან კურთხევა და განკურნება. შესაძლოა მოციქულები დევნაში არც იყვნენ, რადგან ერთგული იუდეველბის მსგავსად ასრულებდნენ კანონებსა და ტრადიციებს, პატოვს სცემდნენ ტაძრებს, გამუდმებით ლოცულობდნენ იქ და ისეთივე თავისუფლად მოაზროვნეები არ იყვნენ, როგორიც სტეფანე.

იერუსალიმშიც ყველა არ ბრაზობდა ქრისტიანებზე. მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრები დაძრწოდნენ ქუჩებშ და ეძებდნენ სულით აღვსილ ქრისტიანებს. მათ სწყუროდად ქრისტეს მიმდევრების აღმოფხვრა, რათა მისი სახელი იმ ქალაქში აღარ გაჯღერებულიყო. ყველა ამ დარდის მიუხედავად, ისინი ვინც სტეფანეს ჩაქოლვას არ ემხრობოდნენ, შეიკრიბდნენ ერთად და ხმამაღლა გლოვოდნენ მას. მათ არ სურდათ, რომ ამ უსამართლობის გამო მათ ქალაქზე უფლის რისხვა მოსულიყო. მათ უყვარდათ ის ჭეშმარიტების მორჩილი მსახური, სიყვარულის ადამიანი, რომელიც ანგელოზის მსგავსად ემსახურებოდა მათ დედამიწაზე. ეს კეთილსინდისიერი ხალხი ახლოს იყო სახარების სულთან, მაგრამ გაბედულად ვე რბედავდნენ ქრისტიანებს შეერთებოდნენ რწმენაში.

ძვირფასო ძმაო, ხარ თუ არა მზად იტანჯო, როდესაც დევნა დაიწყება? თუ მეტად გასაქცევად ხარ მზად? გაიგონე სულიწმიდის ხმა, ვინაიდან მას სურს კვალდაკვალ წარგიძღვეს. ძის განსადიდებლად არ არის აუცილებელი წამებული გახდე. იქნებ მას სურს, რომ მოწმობა წაიღო სადმე სხვა ადგილას. ამიტომაც ყურადღებით ისმინე უფლის ხმა. მოკვდი შენი ეგოიზმისთვის, რათა ემსახურო ქრისტეს და იცხოვრო მისთვის!

ლოცვა: უფალო, ჩემო მბრძანებელო! დამეხმარე, რომ საკუთარი თავისთვის კი არ ვიცხოვრო, არამედ დილით და საღამოთი გემსახურო შენ! მასწავლე დავრჩე ერთგული სიკვდილამდე და ეს მხოლოდ სიტყვები კი არ იყოს, არამედ შევძლო ამის აღსრულება! შემიწყალე და აკურთხე ყველა მტერი შენი სიყვარულით! ამინ!

კითხვა:

  1. რომელი მოვლენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იერუსალიმში ქრისტიანების დევნის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:05 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)