Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 029 (The Apostle´s Imprisonment, and their Release by an Angel)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

16. მოციქულები საპყრობილეში და მათი განთავისუფლება ანელოზის დახმარებით (საქმეები 5:17-25)


საქმეები 5:17-25
17 აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ. 18 დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს. 19 მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20 "წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”. 21 გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად. 22 მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს, 23 უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”. 24 ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო. 25 ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.

როდესაც უფალი აშენებს ეკლესიას, ეშმაკი მის გვერდით აშენებს ტაძარს ბოროტი სულებისთვის. ყველგან, სადაც ადამიანები იესოსკენ ბრუნდებიან, ჩნდება ჯოჯოხეთის სიძულვილი. ეს ბუნებრივად ხდება, ამიტომაც, ძვირფასო მორწმუნევ, არ გაგიკვირდეს მოწინააღმდეგის გაცეცხლებული თავდასხმა შენ მისიონერულ საქმიანობაზე. თავად იესო მოკვდა ჯვარზე საკუთარი ხსნის საქმის გადამწყვეტ მომენტში. როდესაც მღვდელმთავრებმა დაინახე, რომ მოციქულებმა არ ისმინეს მათი მოთხოვნა, რომ ელაპარაკათ იესოს შესახებ, საბოლოოდ ამოწურეს მოთმინება. მრავალი ადამიანი შეუერთდა ამ რწმენას და აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარის ტრიუმფს, ვისი ძალაც იყო ღმერთთან შერიგების მოწმობა. მღვდელმთავრები სახარბიელო მდგომარეობაში არ იყვნენ. შესაძლოა ისინი წუხდნენ იმის გამო, რომ ერის ერთიანობა საფრთხის ქვეშ იყო. ერთი მღვდელი იყო მთელი ხალხის მწყემსი და მისი წმიდა მოვალეობა იყო, რომ გაენადგურებინა ახალი ერესი. რელიგიურმა მთავრებმა წარმოიდგინეს, რომ ქრისტიანებისგან დახსნით, ისინი ღმერთს მოემსახურებოდნენ. პირველი ვინც მათ შეუერთდა, იყვნენ სადუკეიეს სექტის წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად მტრობდნენ ქრისტეს სახარებას, რადგანაც სახარება ადასტურებდა მკვდრეთით აღდგომის დოქტრინას, რომელსაც სადუკეველები კატეგორიულად უარყოფდნენ. სრულ გაოგნებაში იყვნენ იესოს მიმდევრებისგან, რომლებიც ძალით ამოწმებდნენ იმის შესახებ, ვინც სიკვდილზე გაიმარჯვა.

მოციქულები და ეკლესია გრძნობდა ამ დამოკიდებულებას და ამის მიუხედავად არ გარბოდნენ, არამედ გახსნილად იკრიბებოდნენ მთელი ხალხის წინ ტაძრის ეზოში. ქრისტიანობა არ არის მოწოდებული დამალვისთვის, არამედ ხალხთან ნათებისთვის. იმ დათქმულ დღეს პოლიციელებმა დააკავეს თორმეტივე მოციქული და ჩასვეს ისინი საპყრობილეში, გამონათვქამის მიხედვით: „მოაჭერი გველს თავი და ის შაშიში აღარ იქნება“.

თუმცა ქრისტე ასე არ ფიქრობდა, რადგან ეკლესიის თავი თავად გახლდათ და არა მოციქულები, ეპისკოპოსები ან მსახურები. მან თავისი ანგელოზი წარგზავნა და მან ღამით საპყრობილის კარები გახსნა. უეცრად ეს დიდებული არსება წარდგა მოციქულთა წინ, რომლებიც ლოცულობდნენ და ემზადებოდნენ სასამართლოსთვის. გასაკვირია, რომ ანგელოზი არ მოსულა მათი სასამართლოსგან განსათავისუფლებლად. არ მოუტანა მათ რბილი საწოლი კომპორტული მატრასით და არც ის უთქვამს, რომ გაქცეულიყვნენ. ნაცვლად ამისა უბრძანა მათ ტაძრის ეზოში წასულიყვნენ და გახსნილად ეუწყებინათ ერისთვის, რას ლაპარაკობდა და აკეთებდა ქრისტე. ამ კეთილი უწყების სიტყვებიდან, მომსმენის გულებში საუკუნო სიცოცხლე ჩაედინებოდა. ანგელოზმა უბრძანა მათ ეს, წინააღმდეგობებისა და მუქარების მიუხედავად, ელაპარაკათ უფლის სიტყვა და სიცოცხლის სიტყვები უფალში. მიაქციეთ ყურადღება გამონათქვამს „ყველა სიტყვები“. მათ არაფერი უნდა გამორჩენოდათ ან შეემოკლებინათ შიშის გამო მტრების წინაშე. ასეთია უფლის ბრძანებაც შენდამი, ძვირფასო ძმაო, და ყოველი მორწმუნესთვის: უთხარი შენს ერს სიცოცხლის სრული სიტყვები. შენი საკუთარი ცოდნა და სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ისინი სიკვდილითაა განსჭვალული. ხოლო მოწმობდა იესოს სიცოცხლის შესახებ წარმოქმნის საუკუნო სიცოცხლეს მსმენელში.

თორმეტი მოციქული ადგა და გამოვიდა საპყრობილედან, გამოიარეს რა მცვლეებიც. გამთენიისას შევიდნენ ეზოში და დაიწყეს ხალხის განსწავლა, რომლებიც უთენია მისულიყვნენ ტაძარში. ისინი გაურკვეველი გრძნობით ელოდებოდნენ ღმერთის ჩანაფიქრს. ამასტანავე გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ცოცხალი ღმერთი სერიოზულად ჩაერია მოვლენებში თავისი ანგელოზიშ მეშვეობით.

გამთენიისას მთელი სინედრიონი შეიკრიბა, უზენაესი საბჭო იუდევლური ერისა, რომელიც სამოცდაათი ადამიანისგან შედგებოდა: მთავარი მღვდლებისგან, პატივსაცემი ხუცესებისგან და ცბიერი მეკანონეებისგან. მათ ჩაიფიქრეს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ ამ ერესისთვის, ანუ იეოსთვის ნაზარეთიდან. როდესაც ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, საბჭოს მთავარმა გასცა ბრძანება მოეყვანათ მოციქულები საპყრობილედან. მაგრამ როდესაც წარგზავნილები მივიდნენ საპყრობილეში გაკვირვებულები და შეშინებულები იყვნენ, რადგანაც კარები ღია იყო ხოლო ბრალდებულები გაქრნენ. მათი კვალიც არ დარჩენილა. როდესაც ეს ამბავი მივიდა საბჭომდე, სიტყვებს ვერავინ პოულობდა. ყველამ იცოდა, რომ მოციქულები სასწაულებს ახდენდნე, და რომ პეტრეს ჩრდილიც კურნავდა ავადმყოფებს.

ეს ამბავი იყო სასტიკი თავზარის დაცემა ყველა სარად მოაზროვნე ადამიანისთვის და ასევე მოიტანა სირცხვილი მათზე, ვინც ეს სასამართლო გამართა. უფალმა დროულად შეარყია მოსამართლეები, რათა ნათლად ეჩვენებინა მათთვის, რომ მათ კინაღამ განიკითხეს მორწმუნე უდანაშაულოები და თავისი ერის მართალი ძეები. ქრისტემ გაიწოდა ხელი და დაიცვა თავისი მოციქულები. ისინი კი მორჩილად ელაპარაკებოდნენ ერს სიცოცხლის სიტყვებს.

ლოცვა: უფალო, შენ ხარ ღმერთი, და შენი სიცოცხლე გამოჩნდა შენ სახარებაში! დაგვეხმარე სრული უშიშრობით, თვინიერებით და სიყვარულით ვაუწყოთ შენი სახელი ყველა მართალ მწყურვალს, რათა ისინი აღივსონ შენი სიცოცხლითა და მიიღონ გადარჩენა!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა ანგელოზის ბრძანების მნიშვნელოვნება, ნათქვამი მოციქულებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)