Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 028 (Revival and many Healings)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

15. გამოღვიძება და მრავალი განკურნება (საქმეები 5:12-16)


საქმეები 5:12-16
12 მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში. 13 დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ. 14 სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი. 15 ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს. 16 იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

წმიდანები არ იყვნენ ურთიერთობისას ეგოისტები, არ ცხოვრობდნენ საკუთარი თავისთვის და არ ესროდნენ ერთმანეთს მოჩვენებით ქებას. პირიქით, ერთმანეთს გვერდში ედგნენ, და წუხდნენ საკუთარი ერის უბედურებებზე. ისინი არა მხოლოდ ქადაგებდნენ, ასევე კურნავდნენ და უფლის ხელებიდან ხსნას ელოდებოდნენ. ისინი მხოლოდ ხმით არ ემსახურებოდნენ უფალს, არამედ ხელებითა და კუნთებით.

წმიდანები არ ეყრდნობოდნენ საკუთარ ძალას, არ ქმნიდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და არ აგროვებდნენ ფულს გაჭირვებულებისთვის. ნაცვლად ამისა ისინი ღმერთისგან მინიჭებულ აზრებს გასცემდნენ. ამის შედეგად, მათი მსახურება ნიშნების და სასწაულების მსგავსად იქცა, რომელიც იესოს საქებრად იყო. მხსნელმა მათი მეშვეობით მრავალი ნიშნები და სასწაულები მოიმოქმედა, და ყველაფერი ეს მათი ლოცვების პასუხი იყო 4:24-30. უფალმა გამოიწოდა თავისი ხელი და მოციქულების მეშვეობით მოიპოვა გამარჯვება ავადმყოფებზე, ეშმაკებსა და უსიამოვნებებზე. მისი მეფობა გახსნილად და რეალურად დგებოდა.

მორწმუნეებს არ შექუმნიათ ხელნაკეთი ეკლესია. მათ არ სჭირდებოდათ ეშენებინათ ღმერთისთვის წმიდა სამყოფელი, ვინაიდან ღმერთის თანდასწრების და ყოფნის ადგილი მათი გულები იყო. ისინი მცირე ჯგუფებით იკრიბებოდნენ სახლებში ან ტაძრის ფართო ადგილზე იკრიბებოდნენ, სადაც ერთ დროს იესო ხალხს ასწავლიდა. იქ ფსალმუნებს მღეროდნენ, საუბრობდნენ და ლოცულობდნენ. მათი ურთიერთობა მთელი ქვეყნიერებისთვის გახდა ცნობილი. ყველა პატივს სცემდა მათ და უყვარდა ისინი, რადგან არც ერთი მათგანი სხვაზე ცუდს არასდროს იტყოდა. ისინი ერთმანეთს სულიწმიდის მეშვეობით იცნობდნენ და ყოველთვის სურდათ ერთობლივი შეკრება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხალხის ზღვა არ აწყდებოდა მათ, თუმცა იცოდნენ, რომ მოციქულებს საერთო ფულადი ფონდი ჰქონდათ, რომლის გაყოფისთვისაც მზად იყვნენ გაჭირვებული ეკლესიის წევრებისთვის. ისინი არ მიდიოდნენ მოციქულებთან, რათა უფლის ძალა გამოეძიებინათ, რომელიც თავისუფლად მომდინარეობდა ამ უფლის მონებისგან. ისინი დამკვირვებლებად რჩებოდნენ, შიშით იდგნენ განზე, ვინაიდან გრძნობდნენ თავად ღმერთის თანდასწრებას ამ მორწმუნეებში. ვინც არ იყო მზად მაშინვე მომკვდარიყო თავისი ეგოიზმისთვის, ის წმიდანებისგან შორს რჩებოდა. ქრისტიანულ ეკლესიაში შევიდნენ მხოლოდ ის მამაკაცები და დედაკაცები, რომლებმაც მყარად ირწმუნეს, მოიქცნენ, განახლდნენ და მიიღეს დაჯერებულობა და ძალაუფლება უფალში.

ებრაელებს წესად ჰქონდათ მხოლოდ ქალების დათვლა. მაგრამ მახარობელმა ლუკამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ მრავალი ქალი გაყვა იესო ქრისტეს და გამოსცადეს საკუთარ თავზე სულიწმიდის ძალა. მათი რწმენა ფილოსოფიური მტკიცებულება კი არ იყო, არამედ ღმერთის წერილებსა და მათში მყოფ ძალაში მონაწილეობა.

სულიწმიდის მოქმედების ძალა იმ დღეებში ისეთი ძლიერი იყო, რომ მრავალი სასწაული მოხდა, ქრისტეს დროის სასწაულების მსგავსად (მარკოზი 6:56), როდესაც ავადმყოფები გამოჰყავდათ ქუჩებში და საწოლზე აწვენდნენ მკვდრებს, რათა მხოლოდ შეხებოდნენ იესოს სამოსს, რომელიც სოფლებსა და ქალაქებში დადიოდა. იმდენი განიკურნა იესოს რწმენით. ახლა კი პეტრეს ჩრდილიც ასეთივე ძალით მოცული იყო, და მისგან სულიწმიდა მოქმედებდა. ქრისტეს სიყვარული - ეს რეალურად შესაგრძნობი სულიერი ატმოსფეროა, რომელშიც ადამიანის სული ინკურნება.

გამოღვიძების მოძრაობას უმნიშნელოდ არ ჩაუვლია იუდევლურ ქალქებსა და სოფელბში. ხალხი მათთან მიდამოებიდან მოდიოდა, რათა მოციქულებს განეკურნათ ისინი. ამითი ქრისტეს დიადი დავალების მეორე ნაწილი აღსრულდა. მოციქულებს სახარების ქადაგება იერუსალიმში უნდა დაეწყოთ, შემდეგ კი იუდეაში წაეღოთ უწყება. მათ ყველა ავდმყოფი განკურნეს ქრისტეს ძალით. ეს სიტყვა „ყველა“ არ არის მღვდელმთავრის დაწერილი, აპისკოპოსის ან რომელიმე სულიერი პირის, არამედ გამოცდილი ექიმის მიერ, რომელსაც უკიდეგანო ცოდნა ჰქონდა ბოროტი ძალებისა, ავადმყოფობებისა და სულებისა, რომლებიც ხალხში ჭკუის გადატრიალებას ახდენდა. მკვდრეთით აღმდგარის ძალამ და ახლა მის ეკლესიაში მყოფმა სულმა გადააჭარბა ეშმაკის დამანგრეველ ძალას. ასე დადიოდნენ მოწაფეები უფლის ძალასთან ერთად და იმარჯვებდნენ. და დღესაც მრავალს ანთავისუფლებს ქრისტე ცოდვის ჯაჭვებისგან, სატანის ქსელებისა და მტანჯველი ავადმყოფობისგან. მორწმუნეები ახლაც უნდა იმყოფებოდნენ სიყვარულის ურთიერთობაში, ლოცულობდნენ ერთად, როგორც უფლის ტაძარი და სულიწმიდის ხელმძღვანელობას ემორჩილებოდნენ, სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში. არის თუ არა შენში ძვირფასო ძმაო, ქრისტიანული ეკლესია? შეისწავლე მოციქულთა საქმეების წიგნი, დაწვრილებით გამოიკვლიე მასში აღწერილი საქმეები, ვინაიდან ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე ერთიდაიგივეა.

ლოცვა: აკურთხე სულო ჩემო უფალი, და მთელო შიგნეულობავ მისი წმიდა სახელი! აკურთხე სულო ჩემო უფალი და ნუ დაივიწყებ ყველა ქველმოქმედებას მისას! ის გპატიობს ყოველგვარ უკანონაბს, გკურნავს; ანთავისუფლებს შენ ცხოვრებას სამარხისგან, გნიშნავს თავისი წყალობითა და გულუხვობით; აკმაყოფილებს შენ სურვილებს: არწივის მსგავსად განახლდება, შენი სიჭაბუკე.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ადრეული ეკლესიის ქველმოქედების საიდუმლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)