Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 018 (Healing of a Cripple)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

9. კოჭლის განკურნება (საქმეები 3:1-10)


საქმეები 3:1-10
1 პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე. 2 იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის "მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა. 3 ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე რომ დაინახა, მოწყალება სთხოვა მათ. 4 პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: "შემოგვხედე”. 5 დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. 6 უთხრა პეტრემ: "ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ - იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!” 7 მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები. 8 წამოხტა, დადგა და სიარული იწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა. 9 მთელი ხალხი უყურებდა მოარულსა და ღვთის მაქებარს. 10 იცნეს ტაძრის "მშვენიერ” კარიბჭესთან მოწყალების სათხოვად მჯდომი. ამიტომ გაკვირვებითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.

ილოცეს რა ერთად, მოციქულები და სხვა ეკლესიის წევრები ტაძარში შევიდნენ. ისინი ტაძარს თაყვანისცემის ადგილად არ უარყოფდნენ, თუმც ახლა თავად იყვნენ სულიწმიდის ტაძრები. მათი განუწყვეტელი ლოცვის წყალობით და წრფელი მადლიერებით, ღმერთმა ისინი დააჯილდოვა ძალით. სულიერი ძალის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ გამუდმებული ლოცვითა და ბიბლიის შესწავლით. მოციქულთა გულები სავსე იყო ღმერთის სიყვარულით და მიწამდე იხრებოდა, ამიტომაც ეხმარებოდნენ ყოველთვის ღარიბებს. არ ჩაევლოთ ღარიბს მიღმა და საჭიროების მქონე ადამიანების და ახლა ხომ მითუმეტეს ღმერთის სიყვარული აღძრავს მორწმუნეებს ყველა ადამიანის მომსახურებისკენ.

როდესაც პეტრე და იოანე მივიდნენ ხმაურიან,ხალხით გადატენილ ტაძრის ჭიშკართან, რათა ერთად ელოცათ და მიეღოთ კურთხევა, მოესმათ ვიღაცის ჩუმი ხმა, რომელიც გვერდიდან მოდიოდა. მობრუნდნენ რა დაინახეს ღარიბი ადამიანი, დაბადებიდან კოჭლი, რომელსაც ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს სხვების დახმარების გარეშე. მსახურებს შეეცოდათ ის და მისი დახმარება მოისურვეს. სულიწმიდამ შთააგონა ისინი, რომ ერწმუნათ ქრისტეს ძალაუფლების და განამტკიცა ისინი მხსნელის ნდობაში. პეტრე და იოანე უმალვე მიხვდნენ, რომ უფალს სურდა თავისი სახელის განდიდება ამ ტანჯული ადამიანის მეშვეობით.

პეტრემ უთხრა ამ საწყალ კოჭლ ადამიანს, რომ ის არ იყო მდიდარი, რადგანაც ადრეული ეკლესიის წევრებმა უარი თქვეს სიმდიდრეზე და ცხოვრობდნენ საერთო სახსრებით. პეტრეს ნათქვამი სიტყვების პრინციპი, მოქმედებს ნებისმიერ ცოცხალს ეკლესიაში: „არც ვერცხლი გვაქვს და არც ოქრო. და რომც გვქონდეს, ამას ქრისტეს დიდებისთვის შევწირავდით ღარიბების მომსახურეობისთვის“. თუ რომელიმე ეკლესიაში ფული გროვდება საერთო ფონდში, ესეიგი ამ ეკლესიას აკლია სიყვარული და მასში სიძუნწე მეფობს. აი რატომაც არ არის ღმერთის ძალა ეკლესიაში, რომელიც მდიდარია ფულით, სადაც ფული არ კარდავე, მაგრამ ყოველთვის არის რწმენა, რომელიც ქრისტეს სიყვარულითაა მდიდარი. რა გსურს შენ, ძვირფასო ძმაო; ძალა თუ ფული? ქრისტე თუ ქვეყნიერება? ეს ნივთები შეუთავსებელია.

მოციქულები ამ ადამიანის თვალებში იყურებოდნენ, რომელიც დაბადებიდან კოჭლი იყო. მათ იცოდნენ, რომ იმ საწყალმაც იცოდა გულის სიღრმეში, რომ მასზე იზრუნებდნენ. ისინი დამცირებით არ უყურებდნენ მას, არ მოჰქონდათ მასზე მაღლა თავი, დემაგოგების მსგავსად. კოჭლს თავდაპირველად იმედი ჰქონდა, რომ უხვად მიიღებდა მათგან თანხას, მაგრამ როდესაც მოისმინა მოციქულის სიღარიბეზე, როგორიც თავად იყო, მისი მოლოდინი მოსუსტდა.

კოჭლმა ყურადღებით მოსმენა დაიწყო, როდესაც პეტრემ ახსენა გასაოცარი სახელი „იესო“. ის არაფერ განსაკუთრებულს არ ფიქრობდა ამ სახელის მატარებლებზე, რომელიც ნიშნავდა „უფალი გიხსნის“. თუმცა პეტრე საუბრობდა მხოლობით რიცხვში მხსნელზე, მკურნალზე, დამხმარეზე, რომელიც ერთი ქრისტეა. შესაძლოა კოჭლს აქამდეც სმენია ამ ადამიანზე, რომელიც იყო ჯვარცმული და შემდეგ აღსდგა. შესაძლოა მან შეამჩნია თუ როგორ აივსო ხალხი სიხარულით ამ სახელის მოსმენის დროს. ცნობა სულიწმიდის შესახებ, თუ როგორ აღადგინა უფალმა ჯვარცმული და როგორ ამაღლდა ის ზეცად, არ დარჩენილა საიდუმლოდ იერუსალიმის ქუჩებში.

კოჭლმა მოისმინა ბრძანება გავლის შესახებ იესოს სახელით. მან იგრძნო თუ როგორ მოჰკიდა პეტრემ ხელი და უეცრად მის სხეულში გაიარა დიდმა სიყვარულმა. ასევე უეცრად მის კუნთებს მიეცა ძალა, ხოლო ძვლები გასწორდა. მან გაიგო სიტყვა: “იესოს ახელით, გაიარე!“ მან გადაწყვიტა ნაბიჯის გადადგმა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდ ყიფილიყო, მან გაიარა.

კოჭლს არასდროს გაუვლია აქამდე, ერთი ნაბიჯიც არასდროს გადაუდგამს, ახლა კი პატარა ბავშვივით დარბოდა. ის შეუკავებელმა სიხარულის ემოციებმა გადაავსო. ის მოციქულებს კი არ ადიდებდა, არამედ ღმერთს. განკურნებული კოჭლი სახლში კი არ გაიქცა, ვინაიდან იცოდა ქრისტემ განკურნა. ის მოციქულებთან ერთად ტაძარში წავიდა სალოცავად, რათა თაყვანი ეცა და განედიდება ღმერთი. სიხარულით აღსავსე, ის აქეთ-იქით დარბოდა, თუთქოსდა უნდოდა შეეგრძნო საკუთარი ძვლები და ფეხები. ის პირველად გრძნობდა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ - ღმერთის მადლით სიარულის შესაძლებლობას. ყოფილხარ მადლიერი უფლის ამ პრივილეგიისთვის?

უკვე დღის სამი საათი იყო და ტაძარში ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი ერთობლივი თაყვანისცემისთვის. ყველა იცნობდა ღარიბ კოჭლს და ხედავდნენ რომ ახლა დიდი სიარულით დარბის. ის ქრისტეს ძალის სიმბოლო იყო. მთელ ხალხს უკვირდა, ხედავდნენ რა ამ ახალ ძალას, რომელიც მოქმედებდა მათში.

რაც შეგეხება შენ, ზიხარ თუ არა ტაძართან და ითხოვ მოწყალებას გამვლელ-გამოვლელებისგან? თუ ქრისტეს ძალამ გაგაცოცხლა და შენ შეგიძლია იარო, ირბინო და ქება მიუძღვნა მის სახელს? ადიდებ თუ არა მას შენი საქციელებით, გამუდმებულად, დღე და ღამე?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობა გიხდით, რომ განკურნე კოჭლი შენი მოციქულების რწმენის მეშვეობით! დაე შენმა სახელმა იბრწყინოს ჩვენი რწმენის მეშვეობითაც! აგვავსე შენი მოწყალებით, რათა ფული კი არ გვიყვარდეს, არამედ ღარიბ ადამიანებს ვეხმარებოდეთ შენი სახელით! განგვკურნე შენი ძალით და დაე ვიაროთ შენი სახელით და გაქოთ, გადიდოდთ შენ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები „იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:41 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)