Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 017 (Spiritual Life in the Early Church)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

8. ადრეული ეკლესიის სულიერი ცხოვრება (საქმეები 2:42-47)


საქმეები 2:42-47
42 და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. 43 ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. 44 ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 45 მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით. 46 ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს. 47 აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.

აქამდე მორწმუნე ლუკამ აღწერამ თუ როგორ გადმოღვარა იესო სულიწმიდა მოწაფეებზე, როგორ ჩასახლდა ის მათში, როგორ ჩაიღვარა თითქოს მამის სიყვარულის ქარიშხალი, რომელიც გარემოცული იყო სიხარულით, ჭეშმარიტებითა და სიწმიდით. ამ სიტყვებიდან დაწყებული, ექიმი ლუკა გვიჩვენებს, როგორ და რატომ მოქმედებდა სულიწმიდა. მამის აღთქმული შესრულდა; ქრისტეს ძალამ მოქმედება წარმოქმნა, იზეიმა და ის ახლაც მოქმედებს, ჩვენს დღეებში. სამყაროში ახალი ეპოქა დადგა, მადლის ეპოქა. ღმერთის სიყვარულმა მორწმუნეები ზე -ადამიანებად გარდაქმნა, როდესაც მათში ეგოიზმი დაიმსხვრა. ისინი საკუთარი რწმენის მეშვეობით აღივსნენ ღვთიური მადლით.

როგორ გამოიყურება საქმეში სულიწმიდა? ლუკა გვაწვდის ცნობებს სულიწმიდის არსებისა და მოქმედების შესახებ მოკლე და საოცარი სახით. ძალიან მნიშნელოვანია, რომ მას მორწმუნეები ღმერთის სიტყვის სისრულეში შეყავს, განსაკუთრებით მოციქულთა სწავლებაში. ვერ მიიღებ სიცოცხლეს სულიწმიდისგან თუ გამუდმებით არ დაიწყებ სახარების ჩაწვდომას, ვინაიდან მისი მეშვეობით ასწავლის ქრისტე თავის მოწაფეებს. მოციქულური სწავლების გარეშე ჩვენ რწმენას საფუძველი არ აქვს.

მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ცალკეულად ღმერთის სიტყვის განხილვა და იქიდან სულიერი საკვების აღება. პირველი მორწმუნეები ეკლესიებში ცხოვრობდნენ ერთად, სიყვარულის მოზიარეობაში, პატივს სცემდნენ რა ერთმანეთს უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს. ურთიერთობის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს, ვინაიდან ღმერთის სული არის სიყვარული.

პირველი ქრისტიანები არამხოლოდ გამუდმებულ ურთიერთობაში იყვნენ და სიყვარულში, არამედ საიდუმლო სერობის დროსაც ერთად იყვნენ. სჯეროდათ, რომ უფალი იესო ქრისტე მათ სხეულში იყო იმ სიმბოლოებით, როგორიცაა პური და ღვინო. ასე, რომ ხაპავნენ ცხოვრებასა და ძალებს ნეტარებასა და მადლიერებაში.

ამ ძირითადი ქრისტიანული ელემენტებით ადიოდა ღმერთთან ლოცვები, ქების სიმღერები, მადლიერების სიმრერები, ცოდვების აღიარება და ვედრებანი. ამ შეკრებებზე ნიშანია ხოლმე, არა ქვეყნიერების და ფილოსოფიური იდეების, არამედ უშუალოდ ღმერთთან და მასთან გამუდმებული ურთიერთობის. ლოცულობ კი შენ, ძვირფასო ძმაო, მორწმუნეებთან გამუდმებულ ურთიერთობაში?

მორწმუნეები, რომლებიც რწმენით იყვნენ აღვსილნი, ზედაპირული არ იყო, არამედ მათ განიცადეს ღმერთის სიწმინდე სრულ დიდებაში. ისინი თრთოდნენ მის წინაშე. მათ უყვარდათ მთელი გულით უფალი და ენდობოდნენ მას. მათ ყოველთვის ჰქონდათ თავმდაბლობა ღვთისმოშიშობა და შიში მისი დიდებულების წინაშე. სულიწმიდა ასევე წარმოქმნის ჩვენში შიშს უფლის წინაშე და ამავდროულად სიყვარულს მისდამი; და ეს ხდება ჩვენი ცოცხალი რწმენის მყარ საფუძვლად.

ის ვისშიც წმინდა სამებაა, ის განიცდის ზეციურ ძალას წმინდანებთან ურთიერთობის დროს. ჩვენი ღმერთი პასუხობს თავისი შვილების ლოცვას ყოველდღე და აკურთხებს მათ გადარჩენით, დაცვით, განკურნებით, განწმენდით და ხელმძღვანელობით: და ყოველივე ეს მისი წყალობის სისრულისგან მოდის.

წმინდანების სიყვარული არ მთავრდება როდესაც საქმე მიდის საფულემდე, ვინაიდან სულიწმიდა აღძრავს მათ სიხარულით გაცემისკენ. როგორც თქვა უფალმა, ,,ნეტარია გამცემი, ვიდრე მიმღები“ პირველი მორწმუნეები ყიდდნენ თავიანთ ქონებას და თავისუფლდებოდნენ მამონის სიყვარულისგან. ისინი თავიანთ შემოსავლებს ეკლესიის საერთო ფონდში დებდნენ და შესაბამისად ყველანი, როგორც ღმერთის ერთი ოჯახი ცხოვრობდნენ, ნებაყოფლობით თანამშრომლობაში, რომლის თავის და მართველიც იყო ქრისტე. სულიწმიდამ გაანთავისუფლა ისინი სიძუნწისგან, შურისგან და სიხარბისგან, ასწავლა სიყვარულის დამრკიცება საქმით.

ყველა ისინი ელოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ საკუთარი ცხოვრების მანძილმე მის დიდებას იხილავდნენ. მათ უყვარდათ თავიანთი მხსნელი, ფიქრობდნენ მასზე დღედაღამ და მისი დიდების მეფობის მოლოდინში იყვნენ. ისინი არ განიხილავდნენ რამდენად სწორი იყო მათი რწმენა, რამდენად ძლიერი მათი სიყვარული და რამდენად ცოცხალი მათი იმედი. ნაცვლად ამისა ისინი ხარობდნენ გულუბრალოებაში. ისინი ხარობდნენ სულიწმიდის ჭეშმარიტების გამო და ადიდებდნენ ღმერთს დაუღლელად და განუწყვეტლად.

დაიწყეს რა მადლის მეშვეობით სახლებშ შეკრება, მათ არ მიუტოვებიათ ეს შესაკრებელი არამედ ყოველდღიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს, რათა მოესმინათ მოციქულთა სწავლება და ელოცათ ერთობლივი ლოცვით, მცირე ჯგუფებში. ისინი არ უარყოფდნენ ტაძარს ადამიანის ხელებით ნაშენებს, მაგრამ თავადაც გახდნენ არახელთქმნილი ტაძრები, რომელიც სულით იყო ნაშენები.

ასეთი ეკლესია ძალიან სასიამოვნო და მიმზიდველი იყო. მრავალი ეკითხებოდა სიყვარულით სავსე მორწმუნეებს: ,,ასე ძალიან როგორ შეიცვალეთ? როგორ მოხდა ეს?“ პასუხად ისინი ამოწმებდნენ, რომ ცოცხალმა იესო ქრისტეს მისცა მათ საჩუქრად სულიწმიდა. ასეთი დამოწმებების მეშვეობით იზრდებოდა ეკლესია და ყოველდღე ემატებოდათ ახალი სულები.

ამ წინადადებებში, მოციქულთა საქმეების წიგნში პირველად ვკითხულობთ სიტყვა ,,ეკლესიას“. ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტ სურათს ამ ცოცხალი ორგანიზმის - ეკლესიის. სულიწმიდის მოქმედების შედეგი ვლინდება არამხოლოდ ცალკეული ადამიანის რწმენაში, არამედ წმიდათა მოზიარეობაში. ჩვენი ღმერთი სიყვარულია და მისი სიყვარული აღსრულება მხოლოდ ძმების მოზიარეობაშია.

ლოცვა: ზეციერო მამაო გაქებთ შენ იმისთვის, რომ შენი სულიწმიდა გვაერთიანებს! შენი სიყვარული ეხმარება ადამიანებს აპატიონ ერთმანეთს და აღძრავს ყოველ მათგანს საკუთარ თავზე მეტად ერთმანეთი შერაცხონ. გამოგვაღვიძე ჩვენ და ეკლესია! დაე შენმა სულიწმიდამ აღგვამაღლოს პრობლემებზე და გაგვანთავისუფლოს ფულის სიყვარულისგან! ამინ.

კითხვა:

  1. დაასახელე საკვანძო სიტყვა, რომელიც ასახავს ცოცხალი ეკლესიის არსს, ყოველი ზემოხსენებული პუნქტიდან?

კითხვათა პირველი სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. რა განზრახვით დაწერა ლუკამ მოციქულთა საქმეების წიგნი? რა არის ცნობილი შენთვის თეოფილეს შესახებ?
  2. როგორია ლუკას პირველი წიგნის შინაარსი? როგორია მეორე წიგნის შინაარსი და მიზანი?
  3. რაში მდგომარეობს მამის აღთქმული?
  4. ვინ არის სულიწმიდა? რა ჩანაფიქრი და განზრახვა აქვს მას?
  5. ორი ანგელოზის სიტყვების თანახმად, როგორ მოვა უფალი მეორედ?
  6. როგორი კაცები და ქალები იკრიბებოდნენ ერთად გამუდმებული ლოცვისთვის?
  7. რა ისწავლე იუდას სიკვდილიდან?
  8. რა პირობით შედის ადამიანი ღმერთის მსახურებაში?
  9. როგორ გამოვლინდა სულიწმიდა ორმოცდამეათე დღეს?
  10. რისი საუბარი ასწავლა სულიწმიდამ მოციქულებს ?
  11. პეტრეს ქადაგების პირველი ნაწილის ძირითადი პუნქტებია?
  12. რატომ უნნდა ეთქვა პეტრეს იუდეველებისთვის, რომ ისინი იესოს მკვლელები არიან?
  13. რისი ახსნა სურდა პეტრემ მსმენელთათვის, დავითის სიტყვების ციტირებით?
  14. რატომ ამაღლდა იესო ზეცად?
  15. როგორ ვღებულობთ სულიწმიდას? როგორი პირობით სახლდება ის მორწმუნეებში?
  16. ვინ არის ღირსი მიიღოს სულიწმიდა და რატომ?
  17. დაასახელე საკვანძო სიტყვა, რომელიც ასახავს ცოცხალი ეკლესიის არსს, ყოველი ზემოხსენებული პუნქტიდან?

ჩვენ გირჩევთ რომ დაამთავრო მოციქულთა წიგნის შესწავლა, ვინაიდან ამის მეშვეობით შეიძენ საუკუნო საგანძურს. ჩვენ ველოდებით შენს პასუხებს და ვლოცულობთ შენზე. ჩვენი მისამართია:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:40 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)