Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 011 (Peter’s Sermon at Pentecost)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

6. პეტრეს ქადაგება ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:14-36)


საქმეები 2:14-21
14 ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს. 15 ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა. 16 არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით: 17 იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. 18 ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ. 19 ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს. 20 მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე. 21 და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.

ენებზე საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასწარმეტყველება მეტად მნიშვნელოვანი. ენებზე საუბარი - სულიწმიდის ნიჭია, როდესაც ადამიანი სრულიად ბრუნდება ღმერთისკენ, უძღვნის მას მადლიერებასა და ქებას, ლოცულობს, ხშირად ისე, რომ არ ესმის თავადაც და ასევე თავისი სიტყვებითაც. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება მსმენელთა გულს ხვდება და ღმერთის თანდასწრებაში მიყავს ადამიანი.

იმის შემდეგ, რაც იუდეველბმა მოისმინე თუ როგორ ადიდებდნენ და აქებდნენ მოციქულები სიხარულით ღმერთს, სულიწმიდამ პეტრეს ბაგიდან წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მათ გულებს მოხვდა. მოციქული ნათლად უმოწმებდა მათ იმის შესახებ, რომ მოხდა სასწაული და სულიწმიდა მოვიდა და ასევე აუხსნა მათ მისი მოსვლის მიზეზი.

პეტრეს თავისი მჭერმეტყველებით ტავის მოწონება არ დაუწყია, რათა მსმენელები დაეპყრო. ნაცვლად ამისი ყველა მოციქული შეიკრა და მლოცველთა არმიის წრე შექმნეს, ყველა პეტრეს გარშემო იდგა, როდესაც ის ლააპარაკობდა. შესაძლოა, პეტრესთვის ადვილი არ იყო ამდენ ხალხთან საუბარი მოუმწადებლად. თუმცა ჭეშმარიტების სულმა მის ფიქრებს მშვიდობა მისცა ხოლო გულს განახლება და ისე გრძნობდა თავს, თითქოს რამდენიმე დღის უკან არ მჯდარიყო ყველა მოწაფესთან ერთად ჩაკეტილ კარებში, იუდეველბისგან მოფარულში. ახლაამთში ღმერთის ძალა ჩასახლდა და მათი ბაგეებიც გაიხსნა. სულიწმიდის სიტყვები აპობდა მათ გულებს და ღმერთიც ლაპარაკობდა თავისი მოციქულების მეშვეობით. პეტრე ტრანსში ან რაიმე სხვა განზომილებაში კი არ იყო მსმენელთა წინაშე, არამედ დადგა მათ წინ და იწყო ლაპარაკი მშვიდად და პატივისცემით.

პირველ რიგში პეტრემ დამცინავ იუდეველბს გსცა პასუხი. მან მოკლედ უთხრა მათ, რომ არ არის არანაირი საფუველი იმისა, რომ ამ ქალაქში დილის ცხრა საათზე ვინმეს შეიძლება მთვრალი იყოს. მეზობლები ამას ვერ აიტანდნენ. უფრო მეტიც, მთვრალი დიდ სასჯელს დაიტეხდა თავზე ასე, რომ მოქცეულიყო.

მერე კი პეტრემ მიმართა მათ, ვინც მზად იყო რომ ესმინა მგხსნილი გულით მისთვის. მან სთხოვა, რომ კარგად მოესმინათ და ყურები გაეხსნათ სასმენად, რათა მათში სულიწმიდა ჩასახლებულიყო. პეტრე არ უქადაგებდა ხალხს ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, რათა მათში ცრემლები გამოეწვია ან ემოციები, ასევე არ ულაპარაკია სასტიკ სასამართლოზე, რათა ადამიანის ნებაზე ზეწოლა მოეხდინა. ნაცვლად ამისა მან მიუთითა ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებაზე და მათ შესრულებაზე სწორ დროს. ის უხსნიდა თუ რა ხდებოდა მათ თვალწინ და წმიდა წერილის ციტირებას ახდნენდა. მან განაცხადა, რომ სულიწმიდის გადმოღვრა მოწაფეებზე, რისი მხილველებიც ისინი გახდნენ, უბრალოდ მამის აღთქმის შესრულება იყო, რომელიც ღმერთმა თავის სიტყვაში უთხრა მათ.

წამყვანმა მოციქულმა ძალები მლოიკრიბა და იუდეველებს ციტირება მოუწვანა წერილიდან: „ეს არის იოლეის წინასწარმეტყველება“. ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა სანახაობრივდან. ახლა სულიწმიდა სუფევს დედამიწაზე. აღარ არის საჭირო, რომ კვლავ ვთხოვოთ უფალს გამოზაგავნოს ის ზეციდან. ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ ის, როგორც ბავშვები ღებულობენ საჩუქარს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვემადლიეროთ უფალს ამისთვის. სული გადმოდის ჩვენზე ბიბლიის სიტყვებით და ამავე გზით ქრისტეს სახარება გვანახლებს და უფლისკენ გვაქცევს. მარხვები და მკაცრი თვითდისციპლინა ვერ გახდის ჩვენ სხეულს სულიწმიდისთვის კეთილ სავანედ. ეს ღვთიური საქმების პიროვნება ჩვენთანაა და ელოდება, რომ მივიღოთ ის გახსნილი გულებით. მადლიერებით და სიხარულით უნდა ვიხსენებდეთ იესოს ნათქვამს სიტყვებს მოწაფეებისადმი: „მიიღეთ სულიწმიდა!“

იოელმა დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რომ კაცები, ქალები, ახალგაზრდები და მოხუცები - ყველა მიიღებდა სულიწმიდას. მხოლოდ იუდეველები არ იყვნენ რჩეულები, რათა ქრისტეს აღთქმა მიეღოთ. ეს წინასწარმეტყველება იუდეველებს დიდ სასწაულად ეჩვენებათ, რადგანაც სულიერი თვალსაზრისით აქარწყლებს ყოველგვარ განსხვავებას ქალსა და კაცს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, თავისუფლებსა და ტყვეებს ან მონებს შორის, იუდეველებსა და წარმართებს შორის. დღეს ყველას შეუძლია უფლის კურთხევებში შევიდეს. მისი სიხარული მთელ დედამიწაზე სუფევს და ავსებს ყველა მომნანიებლის გულს, ვისაც სწამს ჯვარცმულის და აღმდგარის!

იუოელი წინასწარმეტყველის და მოციქული პეტრეს მეშვეობით უფალმა განაცხადა, რომ სულიწმდის გადმოღვრა იქნება ბოლო დროის განმასხვავებელი ნიშანი. ათასწლეულობის განმავლობაში უფალი მოთმინებით იტანდა ბოროტ ხალხს. თუმცა ღმერთის ძემ ჯვარზე ყველა ცოდვა მოგვიტევა. ამის წყალობით სულმა შეძლო დაუბრკოლებლად მოსვლა თავის ძალაში. ვინც ღებულობს სულიწმიდის წინასწარმეტყველებას, ის ღმერთს შეიცნობს, აღამაღლებს მას და განადიდებს ქრისტეს. ხოლო ვინც არ მიიღებს სულიწმიდას და უარყოფს მას სასამართლოზე მოხვდება და ეს სასამართლო მხოლოდ ბოლო დღეს არ იქნება. ის დაიწყო სულიწმიდის გადმოღვრის დღიდან. ვინც საუკუნო სიცოცხლეს არ მიიღებს ის განიკითხება, ხოლო ვინც ხსნის თავის გულს ღმერთის სულისთვის, ის საუკუნო სიცოცხლეში შედის. ის აღიარებს ღმერთს და იზრდება მის შემეცნებაში. უფრო მეტიც, ვისშიც არის სულიწმიდა, ის წმიდა ღმერთის შვილი ხდება.

ამ მადლის კეთილი უწყება ასევე მოიცავს ბოლო დროის ცუდი მოვლენების აღწერასაც, სადაც საუბარია, რომ გაზი და ჭუჭყი ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მოწამლავს. მსოფლიო ომებში დაიღვრება სისხლი, მიწა დასკდება მიწისძვრისგამო და ეშმაკეულები გამოძვრებიან, როგორც მომაკვდინებელი ბოლი და აცდუნებენ ყველას, ვისაც ქრისტეს სულის ბეჭედი არ ექნება. მაშინ დადგება ფულის დღე, ბოლო საათი, როდესაც ქრისტე გამოჩნდება ნათელ ღურუბელზე, სიბნელეში ელვის მსგავსად. მაშნ გამჩნდება თუ როგორ აცახცახდება დედამიწა უფლის წინაშე. ჯოჯოხეთის ძალები მოემზადებიან ბოლო ბრძოლისთვის უფლის წინააღმდეგ, რომელშიც საბოლოოდ დამარცხდებიან. აუცილებელია იმისა გაგება, რომ ცოდნა და სწავლება ბოლო დღეზე, ასევე ყველა სხვა სასწაულზე მაგ დღესთან დაკავშირებით, კონკრეტულად ახალი აღთქმის საფუძველია.

ადამიანმა, რომელშიც ღმერთის სულია, გაიარა ზეცა და ღმერთის საუკუნო სიცოცხლეს ატარებს თავის მოკვდავ სხეულში. მას შეუძლია ილოცოს და მიიღოს პასუხები, ვინაიდან სულიწმიდა არის ლოცვის სული, რომელიც შენ ბაგეში ქრისტეს სახელს დებს, რათა მოუხმო მას. ის აუცილებლად გვიპასუხებს. ვინც სულიწმიდის ძალაში ლოცულობს ქრისტეს კრავის სისხლის მოხმობით, უსათუოდ გადარჩება. ასეთი დამაჯერებლობა, მშვიდობა და ნუგეშისცემა გვაქვს სულიწმიდაში. ქრისტე გვიჩვენებს მის აბსოლუტურ გადარჩენისძალას, ბოოლო დღეს სასამართლოზე და დაიცავს თავის მიმდევრებს ღმერთის რისხვის ტყვეობისგან.

ლოცვა: ჩვენ განგადიდებთ შენ, უფალო და მადლობას გიხდით შენი წმიდა სულის თანდასწრებისთვის ჩვენ უღმერთო სამყაროში! ის შენი სისიხლით გაწმედილ გულებში სუფევს. თაყვანს გცემთ შენ და გადიდებთ საუკუნო სიცოცხლისთვის, რომელიც უსასყიდლოდ მოგვეცი არა ჩვენი საქმეებითურთ! აავსე მრავალი ჩვენი მეგობარი შენი ძალით და გახსენი მათი ყურები, რათა ესმოდეთ შენი ხმა და სიხარულით აღასრულებდნენ შენ ნებას!

კითხვა:

  1. პეტრეს ქადაგების პირველი ნაწილის ძირითადი პუნქტებია?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:34 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)