Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 127 (Miraculous catch of fishes; Peter confirmed in the service of the flock)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 – 21:25)
5. იესო ტიბერიადის ზღვასთან (იოანე 21:1-25)

ა) შესანიშნავი ნადავლი (იოანე 21:1-14)


იოანე 21:7-8
7 მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: "ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. 8 სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, დაახლოებით ორას წყრთაზე. თან თევზებიანად მოათრევდნენ ბადეს.

მახარობელი იოანე, რომელიც მეთევზეებს შორის იმყოფებოდა, მიხვდა, რომ ეს შემთხვევით არ მოხდა და ადამიანი ნაპირზე - თავად იესოა. იოანეს იესოს სახელი არ წარმოუთქვამს, არამედ ღვთისმოშიშობით წარმოსთქვა: ”ეს უფალია!” ამ სიტყვებმა პეტრე ძალიან ააღელვა, ის მიხვდა, რომ იესო უკვე მეორედ ასწავლის გაკვეთილს თევზაობიდან. ის ფეხსაცმლის ჩაცმას შეუდგა, ვინაიდან არ უნდოდა ფეხშიშველი მისულიყო იესოსთან. რცხვენოდა, რომ იესომ ყველა მისი ფიქრი და ცოდვები იცოდა, სრული იმედგაცრუება. მაგრამ პეტრეს უფალი ძალიან სწყუროდა და შეძლო სირცხილის გადაბიჯება. ის წყალში ჩახტა და უფლისკენ გაცურა. იმ წუთას მან დატოვა ნავი, მეგობრები და ნადავლი. მას ქვეყნად ყველაფერი დაავიწყდა, ვინაიდან მისი გული უფალს ეკუთვნოდა. იოანე ნავში დარჩა, თუმცა არანაკლებ უყვარდა იესო. ის ნავში იჯდა ამხანაგებთან ერთად და ნაპირისკენ მიცურავდა. როგორც იქნა მიაღწიეს ნაპირამდე და ფრთხილად ეპყრობოდნე ნადავლს.

იოანე 21:9-11
9 ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დალაგებული ნაკვერჩხლები და თევზი ზემოდან, და პური. 10 უთხრა მათ იესომ: "იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ”. 11 ავიდა სიმონ-პეტრე და ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გამოათრია; სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.

ნაპირთან მოწაფეებმა, იესო კოცონთან იხილეს, სადაც თევზს წვავდა. საიდან მოვიდა ეს ნაკვერჩხალი, თევზი და პური?! სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ იესო ასი მეტრის მოშორებით იდგა და საკვებს სთოვდა. იესომ მათ სავახშმოდ დაუძახა. ის არის სუფრის უფალიც და მეპატრონეც! მან თავაზიანად გაუნაწილა მათ საკვები და მისცა ნება თავის ნაკვერჩხალზე შეეწვათ თევზი, რათა საჭმლის გამრავლებაში მათაც მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენი უფალი დიქტატორი კი არ არის, არამედ თავისი საქმეების მონაწილეებად გვხდის. მოწაფეებს, რომ არ დაეჯერებინათ მისი რჩევისთვის, ვერაფერს დაიჭერდნენ. და ახლა კი ის იწვევს მათ სავახშმოდ. გასაოცარია, რომ თუმც უფალს საკვები არ ჭირდება, ის ეშვება მიწიური ცხოვრების დონემდე, რათა მოზიარეიბაში იყოს მათთან.

მხოლოდ ერთი მოწაფე არ იყო მათ შორის - პეტრე. ის გადახტა წყალში, რათა პირველი მისულიყო იესოსთან, მაგრამ მისი მძიმე ტანისამოსი არ აძლევდა მას ამის საშუალებას და ის მიცურავდა იმდენად ნელა, რომ ნავმა მიასწრო. ყოველი მისი ხორციელი მცდელობა ამაო აღმოჩნდა! მოციქულთაშორის პირველი, ბოლო გახდა. ამ შემთხვევამ პეტრეს სიამაყე კიდევ ერთხელ გათელა. ის მივიდა კოცონთან და უჩუმრად იდგა. რაც შეეხება დაჭერილი თევზის რაოდენობას - 153, ძველი განმარტებების მიხედვით, ეს რიცხვი ასახვს თევზების სახეობის რაოდენობას. ამ სასწაულით თითქოს იესოს უნდოდა ეთქვა: ”ნუ იჭერთ მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებს, მომიყვანეთ სხვადასხვაგვარი ადამიანები”. ყველაა მოწოდებული უფლის სიცოხლეში შესასვლელად. ჩვემ გვწამს, რომ ყველა ჯიუტის სიჯიუტე მოტყდება და ისინი იქნებიან ქრისტესები და იცხოვრებენ მათთან საუკუნოდ.

იოანე 21:12-14
12 უთხრა მათ იესომ: "მოდით, ისაუზმეთ”. მოწაფეთაგან ვერცერთმა ვერ გაბედა ჩაძიებოდა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13 აიღო იესომ პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. 14 ეს მესამედ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს.

იესომ მოწაფეები თავის სიყვარულის კოცონთან შემოკრიბა. ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ვიანიდან ყველამ გაიაზრა, რომ რომ ეს უცნობი - თავად უფალია! მათ ისე უნდოდათ მისი ჩახუტება, ამბორი, მაგრამ შიში და ღვთისმოსაობა აკავებდათ. სიჩუმე იესოს კურთხევის სიტყვებმა დაარღვია, როდესაც პური გატეხა და დარიგება დაიწყო. ამითი მან აჩვენა მათ, რომ ისევ პატიობს მათ და ამტკიცებს, როგორც თავის ძმებს. ყველა მოწაფე ცხოვრობა უფლის გამუდმებით პატიებაში. იესოს აღთქმისადმი ერთგულება, რო არა ისინი დაიღუპებოდნენ, რადგანაც ძალიან ნელა იზრდებიან რწმენასა და იმედში. უფალს არ უსაყვედურია მათთვის, არამედ გაამაგრა თავისი არაჩვეულებრივი საკვებით. ასევე შენც გავალებს წაუღო ადამიანებს კეთილი უწყება, არ მიაქციო ყურადღება შენ სისუსტესა და სინელეს, ვინაიდან თავად გამყარებს თავის სიყვარულში. აი როგორ სასაწულებს ახდენს უფალი აღდგომის შემდეგ!


ბ) იესო პეტრეს ამყარებს მწყემსურ მსახურებაში (იოანე 21:15-19)


იოანე 21:15
15 ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: "სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: "აძოვე ჩემი კრავები”.

იესომ მოწაფეებს ყველაფერი აპატია, მათ შორის პეტრესაც აპატია უარყოფა. მაგრამ იესოს უარყოფა არ იყო მარტივი შემთხვევა და მისი ასე დატოვება არ შეიძლებოდა. უფლის სიტყვებში, რომელიც გულთამხილავი იყო, უდიდესი სიყვარული გამოიხატა. იესოს სიტყვა არ დაცდენია უარყოფის შესახებ, მისცა რა პეტრეს უფლება თავად განესაჯა საკუთარი თავი. იესომ თავის რჩეულ მოწაფეს პეტრე არ დაუძახა, არამედ ძველი სახელით მიმართა, სიმონ იოანეს ძე. ის ხომ არ იქცეოდა, როგორც უფლის შვილი, რომელიც ადიდებდა მამას, არამედ როგორც ყველაზე ჩვეულებრივი ცოდვილი. ის კვლავ ძველ საქმიანონას დაუბრუნდა. ახლა იესო შენც გეკითხება: ”გიყვარვარ თუ არა? ინახავ თუ არა ჩემ სიტყვებს, გჯერა თუ არა ჩემი დაპირებების? შემიცანი თუ არა პირადად? მომიახლოვდი თუ არა ? მომიძღვენი თუ არა შენი თავი, გაიღე თუ არა მთელი შენი სიმდიდრე, დრო და ძალა ჩემს გამო? ფიქრობ თუ არა გამუდმებით ჩემზე და გახდი თუ არა ჩემთან ერთი?”

ასევე კითხა იესომ პეტრეს: ”გიყვარვარ თუ არა მეტად, ვიდრე მათ?” პეტრემ ვერ გაიგო, რომ იესოს ის თავმდაბლურ აღიარებამდე მიჰყავდა: ”არა უფალო, დანარჩენებზე უკეთესი არ ვარ, მე ხომ უარგყავი კიდეც!” სამწუხაროდ პეტრემ უწინდებურად თავდაჯერებულმა და ამაყმა უპასუხა: ”კი!” ის საკუთარ ემოციებს ეყრდნობოდა, და თავის სიყვარულს ბერძნული სიტყვით ”ფილეო” - თი გოხატავდა, რაც ნიშნავს ადამიანურ სიყვარულსა და მიჯაჭვულობას. იესომ კი როდესაც კითხვა დაუსვა, იგულისხმა სხვაგვარი სიყვარული ”აგაპე” რაც ღვთიურ სიყვარულს ნიშნავს, რომელიც სუფთა რწმენისაგან და სულიწმიდისგან მოდის. პეტრემ იცოდა, რომ იესოს მისი აზრების კითხვა შეეძლო. შეგიძლია თუ არა შენ, ძვირფასო ძმაო, უპასუხო იესოს, როგორც პეტრემ: ”დიახ, უფალო, შენ იცი რომ მე მიყვარხარ?”

იესომ ამ საქციელის გამო პეტრეს არაფერი უთხრა, მაგრამ უბრძანა, რომ საქმით დაამტკიცოს სიყვარული, მიმდევრებზე მზრუნველობით. უფალმა კვლავ გაამყარა დაცემული მოწაფე, მორწმუნეების მზრუნველობისთვის, რომლებიც იწყებენ თავიანთ გზას ქრისტეში. შენ მზად ხარ ემსახურო ამ ცხვრებს, მოთმინებით ატარო ისინი მხრებზე და მიმართულება მისცე მათ, დაელოდო სანამ სიმწიფეს მიაღწევენ? თუ მეტს სთხოვ, ვიდრე გადატანა შეუძლია, აგდებ მათ და უფლებას აძლევ ფარას ჩამორჩნენ? იესო ეუბნება პეტრეს, თუ როგორ უნდა იზრუნოს ცხვრებზე. ეს გველაპარაკება იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ეკლესიაში, ღვთის სიყვარული გამოვლენილი საქმით.

იოანე 21:16
16 კვლავ ეუბნება მას მეორედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: "მწყემსე ჩემი ცხვრები”.

იესოს პეტრე არ გაუშვია, სანამ არ გაამყარა ის მსახურებაში. მან კიდევ დაუძახა მას ძველი სახელით ამით ამხელდა რა მის ძველ ბუნებას და სიამაყეს, თითქოს ეკითხებოდა: ”ნაჩქარევი ხომ არ იყო შენი პასუხი პეტრე? შენი სიყვარული ხომ არ არის სრულყოფილი, ადამიანურია! ნამდვილად გიყვარვარ თუ ამის უკან შენი თავმოყვარეობა იმალება? სუფთაა თუ არა შენი სწრაფვა ჩემკენ, ღვთის სიყვარულის მსგავსად , და მზად ხარ თუ არა იყო ღია ღვთის სულისთვის? თუ შენი სიყვარული ემოციური და ხანოკლეა, როგორც ალი?” იესოს კითხვა შეეხო პეტრეს გულს, მან თავმდაბლურად უპასუხა: ”უფალო, შენ იცი ყველაფერი, შენ იცი ჩემი ნაკლი და შესაძლებლობები. ჩემი სიყვარული არაა შენგან დაფარული. დიახ დავეცი, და კიდევ ბევრჯერ დავეცემი. მაგრამ შენი სიყვარული ჩემში გარდაუვალია! სამუდამო სიყვარულით მიყვარხარ!” იესო არ უარყოფდა პეტრეს სიყვარულს, მაგრამ არც აქებდა მას, არამედ განუცხადა: ”თუ კი მე გიყვარვარ, ჩემი საყვარელი ეკლესიაც შეიყვარე! მასზე ზრუნვა არ არის მარტივი. ბევრი მორწმუნე ჯიუტია, მერყევი, დაბრეცილი გზებით დადიან. ატარებ კი შენ მხრებზე მძიმე ცხვარს? ეს უზომოდ დიდი ჯაფაა. და შენ პასუხისმგებელი ხარ ჩემ ფარაზე!”

იოანე 21:17
17 ეუბნება მას მესამედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: "უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: "აძოვე ჩემი ცხვრები.

როგორც პეტრემ სამჯერ უარყო იესო, ასევე იესომ სამჯერ დააკაკუნა მის გულთან, უნდოდა რა მისი სიყვარულის სიწრფელის გამოცდა. უფალი ადამიანურ სიყვარულზე კი არ საუბრობდა, რომელიც ადამიანის გულიდან მოდის. ის არწმუნებდა პეტრეს ღვთიური სიყვარულის ქონაში, რომელიც მხოლოდ სულიწმიდისგან მოდის. ასეთ სიყვარულს პეტრე თავის თავში ვერ ნახულობდა და მან ის მხოლოდ ორმოცდამეათე დღეს იგრძნო, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა მასზე. უფალმა განაგრძო მისი ცდა და ეკითხებოდა: ”ნამვილად ჩემზე უფრო მეტად ხარ მოწებებული, ვიდრე სხვებზე? და შეგიძლია თუ არა მთელი შენი ცხოვრება ქვეყნიერების გადარჩენას მიუძღვნა?” პეტრემ უფალს თვალებში ჩახედა და დანაღვლიანებულმა მესამედ, ოღონდ ახლა არ უთქვამს: ”დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარხარ”; ნაცვლად ამისა თქვა: ”უფალო შენ იცი, რომ ჩემი გული გეკუთვნის შენ, შენ იცი ჩემ სულში მსჯავრდამდების და მხსნელის ბრძოლის შესახებ. მე შენ გენდობი, უფალო”.

პეტრემ აღიარა, რომ იესო მართალი იყო და რომ იცის ადამიანის გულში რაც ხდება. იესომ ანდო თავისი ცხვრები პეტრეს მზრუმველობისთვის.

როგორც მწყემსი, ფხიზლობ თუ არა შენ ცხვრებზე? ხედავ თუ არა ბოროტ მგლებს? ისინი ასწავლიან ადამიანურ სამართლიანობას და იესოს, როგორც ადამიანს ისე წარმოაჩენენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, და მხოლოდ იესოს ჯვრის მეშვეობით ვიძენთ სიცოცხლეს და უფლის ფარის ნაწილად ყოფნის უფლებას. უსათუოდ მწყემსს მეტი პატიება სჭირდება, ვიდრე ცხვრებს, ვინაიდან მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, დიდებული მწყემსი ხარ. შენ მე მწყემსობისთვის მომიწოდე. მაგრამ არ ვარ ამ წოდების ღირსი, ვინაიდან ვერ მოგყვები ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ მაინც მანდობ შენ საყვარელ ცხვრებს! მე ისინი შენ ფერხთით მომყავს და გთხოვ იზრუნე მათზე და საუკუნო სიცოცხლე მიეცი! გეჭიროს ხელში, რათა არავინ მოგტაცოს! განგვწმიდე შენი ცხვრები და მოგვეცი მოთმინება, ძალა, რწმენა და მორჩილება, რათა შენ სიყვარულში ვმკვიდრობდეთ. ჭეშმარიტად არ მიმატოვებ მე, ვინაიდან უსაზღვროდ გიყვარვარ!

კითხვა:

  1. რამ მოახდინა შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა, პეტრესა და იესოს დიალოგისას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)