Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 128 (Peter confirmed in the service of the flock)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 – 21:25)
5. იესო ტიბერიადის ზღვასთან (იოანე 21:1-25)

ბ) იესო პეტრეს ამყარებს მწყემსურ მსახურებაში (იოანე 21:15-19)


იოანე 21:18-19
18 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”. 19 ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: "მომყევი”.

იესომ იცოდა თავისი მოწაფის, პეტრეს გული, ემოციურობა და ფეთქებადობა. ასეთი ემოციურობა ხშირად შესაძლოა შეგვხვდეს ახალგაზრდა ადამიანებში, რომლებმაც ქრისტე არც თუ ისე დიდი ხნისწინ ირწმუნეს. ისინი ხშირად მსახურებას ადამიანური ენთუზიაზმით აკეთებენ და არა იესოს ფაქიზი მმართველობით, რომელიც ლოცვაზეა დაფუძნებული და სხვებთან მჭიდრო საქმიანობაზე. იესო უწინასწარმეტყველებდა პეტრეს, რომ ის გაიზრდება სულიერად და ისწავლის ღმერთი სულის მმართველობას, სურდა რა მხოლოდ ის, რაც იესოს.

და ნამდვილად, პეტრე ღმერთის სული მმართველობას გაყვა და იერუსალიმში დარჩა. ის არ წავიდა სახარების საქადაგებლად მრავალ ერში. ის რამდენჯერმე სცემეს და საპყრობილეში ჰყავდათ. ერთხელ ის უფლის ანგელოზმა გაანთავისუფლა. სულის მმართველობით ის კორნელიუსთამ წავიდა, რომაელ ასისთავთან, სადავ წარმოდგენა შეეცვალა წარმართებზე; თუ ადრე ის მათ უწმიდურებად მიიჩნევდა, ახლა ხედავდა როგორ გადმოვიდა სულიწმიდა მათზე. ამ გაბედულმა ნაბიჯმა გახსნა კარი მსოფლიოში სახარების საქადაგებლად. როდესაც პეტრე საპყრობილედან გამოვიდა, ეხმარებოდა და სტუმრობდა ახლადდაფუძნებულ ეკლესიებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პავლე საპყრობილეში იყო. გადოცემების თანახმად, პეტრე ჯვარცმული იყო ჰერიდეს პერიოდის დევნის დროს. ის არ თვლიდა თავს ღირსად ჯვარზე გაეკრათ როგირც ქრისტე, ამიტომ სთხოვა, რომ უკუღმა გაეკრათ ჯვარზე. შესაძლოა იესო ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა რომ პეტრე მას თავისი სიკვდილით განადიდებდა.

წარსულში, როდესაც პეტრე არწმუნებდა იესოს, რომ შეეძლო მისთვის სიცოცხლე გაეღო, იესო პასუხობდა: ”სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები” (იოან. 13:36). იესომ მოწაფეები მამის განდიდების თანამონაწილეები გახადა, ასევე თავისი სიკვდილის და ტანჯვების თანამონაწილენი, რაზეც გადის დიდების გზა. პეტრე იესოსთვის ცხოვრობდა და მისი დიდებისთვის გარდაიცვალა. ქრისტემ, როგორც მბრძანებელმა მისცა დავალება პეტრეს: ”მომყევი მე”. რამდენსაც გავყვებით მას სიცოცხლესა და სიკვდილში, მით უფრო მეტი სიყვარულის ნაყოფი მოგვაქ და მეტად ვადიდებთ მის სახელს.

ლოცვა: მადლობა უფალო იესო, რომ არ უარყავი პეტრე, თუმცა მან უარგყო შენ. შენ მოუწოდე მას განედიდებინა წმიდა სამება საკუთარი სიცოცლით და სიკვდილით. აიღე ჩვენი ცხოვრებაც და გაგვწმიდე, რათა სრულიად დავუმორჩილოთ ჩვენი ნება შენსას და შენ სულის მმართველობას. დაგვეხმარე დავიცვათ შენი მცნებები, შევიყვაროთ მტრები და გამუდმებული მორჩილებით გიძღვნიდეთ დიდებას! დაე ჩვენი ცხობრება იყოს ქება შენი საოცარი მადლის!

კითხვა:

  1. როგორ განადიდა პეტრემ იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)