Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 102 (Jesus intercedes for his apostles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

3. იესო შუამდგომლობს თავის მოწაფეებზე (იოანე 17:6-19)


იოანე 17:9-10
9 მათთვის გთხოვ, წუთისოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. 10 ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.

იესოს ლოცვა იყო ღმერთის ყველა მორწმუნეზე, რომელიც მუდმივ ერთობაში იყო ძესთან. იესო დედამიწაზე საკუთარი მშვიდობისთვის კი არ მოსულა არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა უფლის სული უარყვეს და აირჩიეს განკითხვა. მისი სიყვარულიც და მზრუნველობაც გამოჩნდა ეკლესიასა და მისი რჩეულების მიმართებაში.

იესო არ ამტკიცებდა, რომ მოწაფეები მას ეკუთვნოდნენ, არამედ სულ უფრო და უფრო ამტკიცებდა, რომ ისინი მამას ეკუთვნიან. ძე მორჩილი და თვინიერი რჩებოდა მამისდამი ლოცვაში.

ქრისტემ თქვა, რომ განდიდდებოდა მათში, ვინც ირწმუნებდა მას. ამავდროულად ვიჩქარით გავაკრიტიკოთ და ვამბობთ, რომ ჩვენი ეკლესიები სუსტია და უფლისთვის სამარცხვინო. მაგრამ ის ყოველივე ამაზე დიდია. მამა გვიყურებს ჯვრის სინათლიდან. ის თავის სულს ღვრის, მისი ძის მორწმუნეებზე. ქრისტე ტყუილად არ მომკვდარა, ვინაიდან სულს მოაქვს ამ სხვერპლის ნაყოფები. ასევე ყოველ აღორძინებას მოაქვს დიდება ქრისტესთვის.

იოანე 17:11
11 მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!

იესო მამასთან ბრუნდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას გასცემდნენ და ეს იქნებოდა საწყისი მისი მამისთან დაბრუნების. იესო თავის სიკვდილში მამის განდიდებას ხედავდა. თუმცა ფიზიკურად იესო ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო, ის ამბობდა: „მე აღარ ვარ ქვეყნიერებაზე“.

იესო ქვეყნიერებას, როგორც ფართო მდინარეს განიხილავდა, რომელთა წყლებიც მაღალი სისწრაფითა და დროით ჩაედინებიან დიდ ჩანჩქერში. ქრისტე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა და ადამიანთა ცხოვრების მიმართულებებს ცვლიდა. იესომ იცოდა, რომ მოწაფეები თავად ვერ იპოვიდნენ ძალას, რომ შეწინააღმდეგებოდნენ ბოროტებას. და ის სთხოვდა მამას საკუთარი საყვარელი ადამიანები, მისი სახელით დაეცვა.

თავის ლოცვაში იესომ გასაოცარი ფრაზა თქვა „წმიდა მამაო“. იმ ბოორტების ფონზე, რაც მთელ სამყაროშია, ძე მამის სიწმიდეზე მოწმობდა, რომელიც უცოდველი და გასაოცარია. ღმერთი, წმიდა და სუფთა მამაა. უფლის სიწმიდე - მისი სიყვარულის დანახებაა. მისი დიდება კი მისი სიყვარულის სიკაშკაშეშია.

ასე, რომ წმიდა ღმერთის სახელი - ეს თავშესაფარია, რომელშიც მოწაფეები პოოულობენ თავის შესაფარებელს მწვალებლებისგან. ქირსტეში მცხოვრები, მამაში ცხოვრობს. შვილში დამკვიდრებული, მამაში დამკვიდრებულია. უფალი მამა არწმუნებს შვილებს, რომ დაიცავს მათ. და ეშმაკი ვერ შეძლებს წაგლიჯოს ისინი, მისი ხელიდან.

ამ დაცვის პირობა მდგომარეობს იმაში, რომ არ იცხოვრონ სიძულვილსა და შურში, არამედ დღითიდღე უნდა აპატიონ ერთმანეთს და ურთიერთსიყვარულში უნდა იყვნენ. ამ სიყვარულის წყარო რაიმე მიწიური ან ადამიანური კი არაა. წმიდა სამების სიყვარულში დამკვიდრებული იღებს ძალას, მოთმინება სა და მოყვასის სიყვარულს. ქრისტე თხოვდა მამას, რომ მასთან ურთიერთობაში დავეცავით, რატა მასთან ერთნი ვიყოთ სულ, როგორც მამა და თავისი ძე არიან ერთნი. ეს სიტყვები არაა დოგმა და არც თეორიული აღწერა ჩვენი მამასთან ურთიერთობის. ეს იესოს ბოლო თხოვნაა, რომელიც ვიცით, რომ უპასუხო არ დარჩენილა. ჩვენი რწმენა რაიმე მისტიური და მიუწვდომელი კი არაა, არამედ იესო ქრისტეს ლოცვებისა და ჩვენ გამო ტანჯვის შედეგი.

იოანე 17:12-13
12 ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. 13 ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული.

იესომ მთელი სიფრთხილით დაიცვა მოწაფებიი ეშმაკის ტავდასხმისგან, მათი ცხოვრების დამახასიათებელი ხასიათის მიუხედავად. ის ეუბნებოდა პეტრეს: „ეშმაკს უნდოდა დაგუფლებოდა, მაგრამ მე ვლოცულობდი შენზე, რომ შენ რწმენას არ მიეტოვებინე“. ასე, რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია მისი შუადმგომლობის ხარჯზე, და მხოლოდ წყალობის გამო ვართ გადარჩენილნი.

იესომ ყველა მოწაფე შეინარჩუნა ერთის გარდა. იუდა დაღუპვის სულს მიეცა და ჭეშმარიტების სულს სეეწინააღმდეგა. ის დაღუპვის შვილად იქცა. ჩვენი ზეციერი მამა კი არასდროს აიძლებდა ვინმეს შვილობის სული მიეიღო. მან იცის, რა არის ყველას შინაგანში. მან წინასწარ იცის რა ელოდება ადამიანს. აქედან გამომდინარე იუდას ეს რალატი ძველ აღთქმაში ათასობით წლის წინ დაიწერა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს იესო იყო პასუხისმგებელი იესოზე და მის სიყვარულზე იუარის თქმაზე. ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთი დიქტატორი არაა, არამედ ბრძენი მამა. მისი სიყვარული - არჩევნის თავისუფლების ნიჭია. ანალოგიურად მიწიური მამაები ცდილობენ შვილები გახადონ პასუხისმგებლები იმ გზისა, რომელსაც აორჩევენ.

იესო ხედავდა თავის გზას მამისკენ ისე, როგორც წყვდიადში სინათლეს. ვერც ცოდვამ, ვერც ეშმაკმა, ვერც სიკვდილმა ვერ გააჩერა ის, რათა მამასთან დაბრუნებულიყო. ძე ყველაფერში წმიდა იყო იმიტომ, რომ სიხარული მას შიგნიდან ავსებდა. ცოდვა ხომ არ ბატონობდა იესოზე. მის ლოცვებში არ იყო შიში. ძე თავისუფალი იყო და მამის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა ისევე, როგორც მის მორჩილებაში. ჩვენი ღმერთი - სიხარულის ღმერთია. იესო სთხოვდა მამას, რომ ამ სიხარულს აევსო მოწაფეები. მას უნდოდა, რომ ყველა მის მიდმევარს ჰქონოდა ეს სიხარული. სიხარული მადლიერებისა და პატიებისა ჩვენი ადგილისთვის უფლის ოჯახში - ეს ქრისტეს ლოცვის ნაყოფებია.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით შენი ლოცვისთვის მამასთან ჩვენზე. გაქებთ იმისთვის, რომ რწმენაში გვინახავ. ჩვენ გადიდებთ თავისუფლებისთვის/სურვილისთვვის, რომელსაც შენ გამოავლინე ჩვენ მიმართ. შენი და მამაის სული თანდასწრება გვაძლევს სიცოცხლეს, მარადიულ კურთხევას და სულიერად გვამდიდრებს. მადლობა შენი წყალობისვის, რისი წყალობითაც ვცხოვრობთ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ჩვენი დაცვა ქრისტეში/მამის სახელი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)