Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 068 (Our security in the union of Father and Son)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
3. იესო - კეთილი მწყემსია (იოანე 10:1–39)

დ) მამისა და ძის ერთობაში დაცულნი (იოანე 10:22-30)


იოანე 10:22-26
22 იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა. 23 და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის დერეფანში. 24 შემოეხვივნენ იუდევლები და უთხრეს: "როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით”. 25 მიუგო მათ იესომ: "გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე! 26 მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვართაგანი არა ხართ, როგორც გითხარით.

განახლების ზეიმი, რომელიც ეძღვნებოდა ტაძრის აღდგენის ხსოვნას, ბაბილონის გაძევების მერე 515წ. ქრისტესმდე, იყო მხიარულობის და სიხარულის მიზეზი. ეს დღესასწაული დეკემბრის დასაწყისშიიყო, ცივ და წვიმიან დღეს. იერუსალიმი იყო განლაგებული 750 მეტრის სიმაღლეზე. ამ დღესთან დაკავშირებით იესო მივიდა ტაძარში, რათა ექადაგა და იქ მოსულთ გაეგოთ. ეს სოლომონის დერეფანი, სადაც იესოს უნდა ექადაგამ ნახსენებია მოციქულტა საქმეების 3:11-ში და 5:12-ში. ამ მომენტისთვის იუდეველები მოემზადნენ იესოსთვის შესატევად. მათ მოთხოვეს მას, რომ საჯაროდ ეღიარებინა, რომ ის იყო მხსნელი. ის, რასაც იესო ქადაგებდა თავის თავზე იმაზე მეტი იყო, ვიდრე წარმოიდგენდნენ მხსნელისგან. ეს დამატებითი თვისებები იყო მეტი და მაღალი, ეს იყო დაბრკოლების მიზეზი. მაგრამ ზოგს მაინც სჯეროდა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი მხსნელი იმიტომ, რომ მისი პიროვნება, ძალაუფლება და საქმეები დამაჯერებლად მოწმობდნენ ამას.

მსგავსი გზით, იესოს მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ეიძულებინატ იესო, რომ ქრისტიანობის ახალი საწყისის სადავეები ხელიდან გაეშვა. ხალხას ეგონა, რომ ისეო ითხოვდა ოფიციალურად ქვეყნის მეფედ გახდომას, რომელიც ხალხს იარაღისკენ მოუწოდებდა. ხალხი მზად იყო გაყოლოდა მას ბრძოლაში და ამასტანავე მოეშორებინათ ყოველი სირცხვილი იმპერიული მმართველობის გამო. იესოს სხვა გეგმები ჰქონდა: გულმოწყალება, სიყვარული და გულების გარდაქმნა. მან არ უთხრა იუდეველებს, რომ მხსნელი იყო, მაშინ როდესა სამარიელს უთხრა ეს. ასევე ბრმასთან არიარა სიმართლე და უთხრა თავისი ღვთიურობის შესახებ. იუდეველები მხსნელს, როგორც პოლიტიკურ და უწყინარ არსებას ელოდნენ; ისეო კი სულიერი და შემწყნარე გამომსყიდველი იყო. ხალხი ძალაუფლებაზე ოცნებობდა, თავისუფლება და პატივი სურდათ. იესო მოვიდა, რათა ხალხში მორჩილების, მონანიების და აღორძინების სურვილი გაეჩინა. მან გამოაცხადა საკუთარი დიდების შესახებ, მაგრამ ისინი ვერ მიუხვდნენ მას, და ლამობდნენ იმის ხილვას, რაც მასში არ იყო. ასე, რომ გონება არ იყო გაერთიანებული და არც რწმენა იყო მათ გულში. მათ არ გაუხსნეს გული იესოს სულს. სასწაულები, რომლებსაც იესო ახდენდა მამის დიდებით იყო აღსავსე, რომელიც ხარს უჭერდა მას და საბოლოო გამრჯვებამდე მიჰყავდა. იუდეველები არ უსმენდნენ გულისყურით მამისა და ძის კავშირის შესახებ ნათვამს სიტყვებს. მათ ვნება უნდოდათ და ფული ისევე, როგორც დღეს, ჩვენ დროში.

იოანე 10:27-28
27 ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. 28 მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.

იესო - ღვთვის თვინიერი კრავია; ის ეძახის ყვეა ცვხარს, რომლების მის ბუნებას გამოხატავენ. პირველი მათი თვისება - მოსმენის უნარია იმიტომ, რომ სულიწმიდამ მათი გონება და გული გახსნა, ასე, რომ იესოს ხმა და მისი ნება მათ სიღმეებშ აღწევს და ახალ ქმნილებებად აყალიბებს მათ. გაგების სურვილი - მოწაფეობის საწყისია. ქრისტე იცნობს ყველას, ვინც პირადად საჭიროებს სიტყვას; მას უყვარს ისინი, ხედავს მათ საიდუმლოებებს, და იცის ხატება, რასაც უნდა ემსგავსნონ ისინი. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ვარდებიან უსაფრთხოება სა და უმიზნობაში. მათ იცნობენ და მათი სახელები ჩაწერილია ზეცაში. ყოველი მათგანი - სასწაულია, ღმერთის ახალი ქმნილება. იესო კეთილი მწყემსია, მის ცხვრებს ესმით მისი ხმა, და სიხარულით მიყვებიან მას. მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ - თავინათი მწყემსის ნება. მანკიერ აზრებს არ აქვთ ადგილი მათ გულში, ისინი თვინიერი კრავები არიან. ცვლილებები მათში იმიტომ ხდება, რომ იესო მუშაობს მათ გულზე. ის მათ ღვთის სიყვარულს აძლევს, და ძალაუფლებას რათა სიკვდილი და ცოდვა დაამარცხონ. ისინი კი არ მოკვდებიან, არამედ საუკუნოდ იცოცხლებენ, ვინადაინ მათში - ღვთის სიცოცხლეა. ისინი თავისუფლები არიან სასამართლოსგან და დანაკარგებისგან, საუკუნო სიკვდილისგან; გამართლებულები არიან ქრისტეს სისხლით. არც ერთი ცხვარი, არ იქნება დასჯილი, ვინც ქრისტეს სისხლით გამოისყიდება. მან დატოვა ზეციური დიდება, რათა კაცობრიობა გადაერჩინა, და იტანჯა, რათა სიცოცხლე მიეცა მათთვის. მან გადაწყვიტა ამ ხალხის შენარჩუნება, როგორ ძვირადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს. თქვენ გრძნობთ იესოს ხელში თავდაჯერებულად თავს? რა ამოირჩიეთ თქვენთვის - ქრისტეს დიდება და მისი შესაძლებლობები თუ ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრება? ჩვენი უფლის დაცვა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი საქმეები იმიტომ, რომ ის ჩვენ ჰორიზონტში შემოდის, ჩვენ გამარჯვებასთან ვდგავართ.

იოანე 10:29-30
29 მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა. 30 მე და მამა ერთი ვართ”.

ზოგიერთი შეისაძლოა შეეჭვდეს იმაში, რომ ადამინს სახელად იესოს, შეუძლია მათი სიკვდილისგან, ეშმაკისგან და ღმერთის რისხვისგან დახსნა. ეს ადამიანურ გონებაზე და გაგებაზე მაღლა დგას. ამიტომაც იესო თავის მოწაფეებს მიმართავს მამისკენ და მისი ყოვლისშემძლეობისკენ. ღმერთი იყო ის, ვინც ირჩევდა იესოს ყველა მიმდევარს. არავინ მიყვება ტავისთავად იესოს, არამედ ღმერთის ნებით და არჩევანით. მამა ღმერთი პასუხისმგებელია მათზე, ვინც ეჭიდება ძეს. მამა - დიდებული და ყოვლისშემძლეა. ისეო რაიმეს საკუთარი კმაყოფილებისთვის კი არ აკეთებს, არამედ მამას ემორჩილება. მასში იყო ღვთის სისავსე. რათა დაენახებინა ჩვენთვის უარყოფის მნიშვნელობა. ზოგი ამბობს, რომ იესო მამაზე დაბლა იდგა. მაგრამ სულიწმიდის ბუნება გვეუბნება, რომ ვინც თავ აიმაღლებს დამდაბლდება, ხოლო ვინც ტავს დაიმდაბლებს ამაღლდება. ამიტომაც იესომ მთელი დიდება მამას მისცა, მას ჰქონდაუფლება ეთქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“. ეს პასუხს სცემს მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ მრავალ ღმერთს მივყვებით. ჩვენ არ ვცემთ თაყვანს სხვადასხვა ან სამ ღმერთს, არამედ მხოლოდ ერთს. ხალხი, რომელიც უარყოფს ქრისტეს ამ სრულყოფილ კავშირს მამასთან, ამაყები არიან დ არ ესმით ის, რომ გზა დიდებისკენ იწყება ყველაზე მცირედიდან.

ლოცვა: უფალო იესო, შენ კეთილი მწყემსი ხარ. შენ შენი ცხოვრება ცხვრების გამო გაწირე. ისეთი სიცოცხლე გვაჩუქე, რომ აღარ დავიღუპოთ. ჩვენ მადლობას გიხდით შენ, შენ გვიხსნი ჩვენ სიკვდილისგან, ეშმაკისგან და ღმერთის რისხვისგან. ვერავინ წაგვგლეჯს შენი ხელიდან. გვასწავლე შენი თავმდაბლობა, რათა ჩვენც შევიცნოთ შენში მყოფი მამა, და დავმორჩილდეთ, რათა ჩვენი სისუსტეებიდან შენი ძალა ვლინდებოდეს.

კითხვა:

  1. როგორ გააერთიანებს იესო თავის ფარას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)