Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 238 (The First Lord’s Supper)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

7. პირველი ზიარება (მათეიესო 26:26-29)


მათეიესო 26:26-29
26 ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”. 27 აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან, 28 რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. 29 და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
(გამოსვლა 24:8; იერემია 31:31; 1 კორინთელთა 10:16; 11:23-25; ებრაელები 9:15-16)

როდესაც ისინი სხვა ოთახში აღნიშნავდნენ პასექს, იესომ აიღო პური, მადლობა მოუხადა თავის ზეციერ მამას და აკურთხა ის, როგორც უფლის საიდუმლო სერობის დღე, რომელიც მთელი წერილის სიმბოლოა. ადრეული ქრისტიანები მას „მადლიერებას“ უწოდებდნენ (ბერძნულად „ევქარისტია“). უფლის სიყვარულთან ერთად ჩვენში მადლიერებაც იზრდება. რაც უფრო მეტად გვიყვარს ის, მით მეტად მადლიერნი ვართ.

იესომ მოწაფეებს აუხსნა თუ რა იყო პურის დატვირთვა საიდუმლო სერობაზე: „როგორც ეს პური აღწევს თქვენში, ასევე მსურს ვიცხოვრო მეც თქვენში. ეს არის ახალი აღთქმის მიზანი. როგორც ფიზიკური პური გამაგრებთ სიცოცხლისთვის, ასევე ვცხოვრობ მეც თქვენში და გამაგრებთ, ვასრულებ ყპველდღიურ მსახურებას და საუკუნო სიცოცხლეს ვქმნი, რათა არ დასუსტდეთ, არამედ სიხარულით იმსახუროთ.მე ვარ თქვენი ძალა, თქვენში!“

შემდგომ მან აიღო ღვინო და ახსნა მისი მნიშვნელობა. ის გვახსენებს მის სისხლს, რომელიც გვწმენდს ცოდვებისგან. მისმა გამომვსყიდველმა მსხვერპლმა შეგვარიგა მამასთან. ჩვენი სამართლიანობა არ აროს დამყარებული ხბოების სისხლზე, რაზეც იყო დაფუძნებული ძველი აღთქმა, არამედ ღვთის ძე განკაცდა და მოკვდა ჩვენთვის, დაღვარა თავისი ძვირფასი სისხლი, რათა სრული უფლებით შევეყვანეთ ახალ აღთქმაში მამასთან. ამიტომაც შეუძლია მის არაჩვეულებრივ სულს ივანებდეს ჩვენში და ჩვენც ვიღებთ საუკუნო სიცოცხლეს.

ძველ ართქმაში სისხლი დაიღვარა ცოტასთვის. ამან განამტკიცა აღთქმა, რომელზეც მოსემ თქვა, რომ უფალმა „ის დაამყარა მასთან“ (გამოსვლა 24:8). ძველი აღთქმის მსხვერპლი მხოლოდ ისრაელის შვილებისთვის იყო *ლევიანები 16:34). იესო ქრისტე კი „მთელი მსოფლიოსთვის მოწყალე მსხვერპლი გახდა“ (იოანე 2:2).

ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე არის კანონიერი საფუძველი ახალი ართქმისთვის. ქრისტემ თავისი უნიკალური მსხვერპლით აღასრულა ყველა კანონი, რაც მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდა ძველ ართქმაში. ის თავადაა ღთვის კრავი, რომელიც გვიცავს უფლის რისხვისგან. მხოლოდ ისაა ახალი აღთქმის მსხვერპლი, რომელიც მან ყველა დროის მიმდევრისთვის გაიღო. ქრისტემ თავისი მსხვერპლით აღასრული სრული გამოსყიდვა მარადიულობისთვის და თქვა, რომ ღმერთის გამოსყიდვა მისი მოსვლის სრულ სისრულეში გამოვლინდება. მასინ ის დაჯდება ჩვენთან ერთად, როგორც მოწაფეებთან ერთად იჯდა, მისი მამის სამეფო კი არ დასრულდება, რადგან თავად იქნება ჩვენში და საუკუნოდ არ მიგვატოვებს!

შეგიძლია შეაქო ის როდესაც მოვა? ცხოვრობს თ არა ქრისტე დღეს შენში? და ხარ თუ არა მზად შეხვდე მას ხვალ ? ღრმად შეისწავლე იესოს სიტყვები, რომლებიც მან ახალი აღთქმის დამკვიდრებისას თქვა საიდუმლო სერობაზე, რადგან ამ სიტყვაში არის თქვენი ცხოვრების სისრულეც და გადარჩენაც.

ლოცვა: მამაო გაქებთ შენ და მადლობას გიხდით შენი ერთადერთი ძის, იესო ქრისტეს მსხვერპლისთვის, რადგან მან თავისი მსხვერპლით შეგვარიგა შენთან. ის არის ჩვენს გულში სულიწმინდის მეშვეობით, რომელიც უსასყიდლოდ მოგვეცა, რათა შენი მადლით გავხდეთ შენი ოჯახის წევრები. დაგვეხმარე, რომ გამუდმებით ვიყოთ შენ ძესთან ურთიერთობაში და ის კი ჩვენში საუკუნოდ!

კითვა:

  1. რა ძირითადი აზრი დევს უფლის სერობაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 02:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)