Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 239 (Predictions on the Way to Gethsemane)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

8. იესოს წინასწარმეტყველება გეთსემანიის გზაზე (მათეიესო 26:30-35)


მათეიესო 26:30-35
30 იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ. 31 მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები. 32 ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”. 33 მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”. 34 უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”. 35 უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
(ფსალმუნი 113-118; მათე 28:7; იოანე 13:38; 16:32)

იმ დროს,საიდუმლო სერობის ღამეს, იესომ მოწაფეეებთან ახალი აღთქმა დადო. უფლის საიდუმლო სერობის ასღამოს დადგენის შემდეგ, მან დაასრულა სუფრა, ტრადიციის მიხევით შეასრულა ჰიმნები, რომლებიც წერია 117 ფსალმუნსი. შემდგომ ადგა და მტკიცე გადაწყვეტილებით გაემართა თავისი სიკვდილის შესახვედრად.

ის არ ფიქრობა იმაზე თუ რამხელა ტკივილის გადატანა მოუწევდა. ის მოწაფეებზე ფიქრობა. ის აფრთხილებდა მათ ომზე, რომლის გავლაც მოუწევათ, ასევე ანუგეშებდა თავისი გამარჯვებული აღდგომით. დღეს ქრისტეს თავისი ერი გამარჯვებისკენ მიჰყავს, როგორც დაგვპირდა, აძლევს რა თავის მიმდევრებს ძალას გამარჯვებული ცხოვრებისთვის. მისი ძალებით ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ მკვდრეთით აღმდგარი იესოს კვალზე.

მოწაფეები არ ელოდნენ, რომ მსგავსი სირთულის გადატანა მოუწევდათ ბოროტი სულების წინააღმდეგ, რომლებიც უფლის გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ. შესაძლოა მათ ეგონათ, რომ თავადაც საკმარისად ძლიერნი არიან ამ მბრძოლისთვის. რადგან თავი მეტად ძლიერები ეგონათ, ვიდრე ეშმაკი.

მოწაფეებმა ვერ გაიგეს წიტატა, რომელიც იესომ მოიყვანა წერილიდან იმის შესახებ, რომ დაჰკრავს უფალი მწყემსს და ცხვრებიც დაიფანტებიან (ზაქარია 13:7). მათთვის ეს წარმოუდგენელი იყო, რაც დაბრკოლებას უქმნიდა მათ. შესაძლებელი იქნებოდა ისიც კი, რომ ღმერთი დაუშვებს ქვეყნიერების მხსნელის სიკვდილს?

პეტრე განაწყენდა იმაზე, რომ მოწაფეები მიატოვებდნენ იესოს და უარყოფდნენ მას, ამიტომ ის თავის აზრზე იდგა ბოლომე, რომ უფლის ერთგული დარჩებოდა. მაგრამ იესომ მაშინვე იცოდა მამალის ყივილზე და პეტრეს უარყოფაზე. ის აფრთხილებდა პეტრეს, რომ ჩავარდებოდა ცოდვაში, რადგან საკუთარ ძალებზე იყო დაიმედებული.

პეტრე თამამი და თავდაჯერებული იყო. უმეტესად ის პირველი იწყებდა საუბარს, ხშირად კი საკკუთარ თავზე საუბრობდა. ამ შემთხვევაში ქრისტეს სიტყვები მისთვის ჭეშმარიტი გამოცხადება იყო, მაგრამ ახლაც, როგორც ყოველთვის, ეს სიტყვები მის მხელას ემსახურებოდა.

პეტრე დაპირდა თავის თავს, რომ არასდროს უარყოფდა ქრისტეს - არც ახლა და არც მომავალში. ეს დაპირება უფალზე დაიმედებულს და თავმდაბალს მიეცა, ეს ნამდვილად შესანიშნავი აღიარება იქნებდოა. საკუთარი თავებიც გამოცდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვალია.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, გვიყვარხარ, რადგან ყველა შენი მოწაფე გააფრთხილე, რომ ექნებოდათ განსაცდელი. მზად იყავი დახმარებოდი პეტრეს, განსაკუთრებით კი დახმარებოდი იმის გაგებაში, რომ საკუთარ თავს არ დაყრდნობოდა. მაგრამ მან არ ისმინდა შენი გაფრთხილებები. გვაპატიე, რომ არ ვისმენდით მათ, არამედ ვეყრდნობოდით საკუთარ გონიერებას და ძალას. დაგვეხმარე გავხდეთ ძლიერები შენში. ხელი მოგვკიდე და წაგვიყვანე, რათა ვიაროთ შენ დაცვაში.

კითხვა:

  1. რატომ არ მიიღო პეტრემ ქრისტეს გაფრთხილება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 05:00 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)