Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 056 (Forbidding Oaths)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

c) ფიცის უარყოფა მოგვეცა სუფთა საუბრებისთვის (მათეიესო 5:33-37)


მათეიესო 5:33-37
33 ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. 34 მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი; 35 არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. 36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია. 37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
(ლევიანები 19:12; რიცხვი 30:3; მათე 23:16-22; იაკობი 5:12)

ქვეყნიერება სავსეა სიცრუით, ტყუილებითა და გადაჭარბებეით. ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ. სტუდენტები გამოცდაზე იტყუებიან. სიცრუის ვირუსი შეეხო ვაჭრობას, პოლიტიკას და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს საზოგადოებას. უდიდესი ცოდვა ისაა, რომ ადამიანები ტყუილად იფიცებიან ღმერთის წინაშე, რათა თავიანთ სიტყვებს მეტი დამაჯერებლობა შემატონ. ნაჩქარევი ფიცი იშვიათად მიუთითებს დამალულ სიცრუეს.

ზოგიერთი თავს იტყუებს თითქოს ჭკვიანია, იქცევა ისე თითქოსდა მისი აზრები უეცრად ნამდვილია, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის ჩვენი საიდუმლოებანი. ის ყველაფერს ხედავს და იცის ჩვენი ჭეშმარიტი განზრახვები და სურვილები, რომლებიც ჩვენი მოქმედების უკან დგას. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივად ვიცით, ჩვენი გონება შემოსაზღვრულია და ჩვენი ნააზრევი ყოველთვის სინამდვილე არაა. ღმერთის დახმარების გარეშე ჩვენი ცოდნა და ნააზრევი შორს არის ღმერთისგან, როგორც ზეცა დედამიწისგან.

ამიტომაც ადამიანს ხშირად უჭირს თავისი განზრახების ჭეშმარიტების დამტკიცება თუნდაც სრული დაფიცების სიით დაიფიცოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ არ ვიცით ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ გვიწევს სხვების აზრების მოსმენა და მათგან სწავლის მზაობის გამოცხადება, თუნდაც შეიძლება ყველაზე უბრალოდ ადამიანები იყვნენ ვინც არაფერს ნიშნავენ (ლუკა 17:10). ამაყი ან ფანატიკოსი იფიცება, რადგანაც დარწმუნებულია საკუთარ თავში, მორწმუნეები კი არ ენდობიან საკუთარ თავს, არამედ მხოლოდ ღმერთს. სულიწმიდა გვასწავლის ყოველთვის ვილაპარაკოთ სიმართლე თავმდაბლობითა და გაზვიადების გარეშე. ის აღგვძრავს განვადიდოთ და პატივი მივაგოთ ღმერთს. სწორედ ეს ძირეული განსხვავება არსებობს ჩვენსა და მატყუარებს შორის. ისინი ამაყობენ და აღწევენ პატივს, როგორც მათი ცრუ მამა ეშმაკი. ის მოტყუებული იყო, რადგან თავს დიდებულად აცხადებდა, ჩვენ კი ქრისტეში დავმდაბლდით, ვაღიარეთ ჩვენი ცოდვები და უძლურებანი, ვეჭიდებით ღმერთის გადარჩენას, მის მადლს და ვეძებთ მის მმართველობას.

ჩვენ განვთავისუფლდით მნიშვნელოვანი ადამიანების მომსახურებისგან, ყველას ვემსახურებით ჭეშმარიტებაში. სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე ტყუილია, ხოლო ჭეშმარიტება სიყვარულის გარეშე მკვლელობა. და მოდით გამოვავლინოთ სიყვარული ჭეშმარიტების საფუძველზე და გამოვავლინოთ ის ბრძნულ სიყვარულში.

მხოლოდ ქრისტეს შეუძლია დაგვიხსნას ტყუილისა და გადაჭარბებისგან. ვინც მის ჭეშმარიტების ღვთაებრივ სკოლაში აბარებს, ის სწავლობს ტყუილის უკუგდებას, მათ შორის ,,თეთრი ტყუილისაც“ და ფუჭად არ ახსენებს უფლის სახელს. მის სკოლაში ჩვენ ვსწავლობთ ცეცხლოვანი დამოწმებებით მის პატივისცემას, რათა ჩვენი ენა გახდეს სიმართლის ინსტრუმენტი და ჩვენი სინდისი განიწმინდოს, ვინაიდან არ ვართ სიცრუის მამის შვილები, არამედ ჭეშმარიტების. უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ ის რაც საჭიროა და როდესაც საჭიროა, ჩვენი გამოსვლები უნდა იყოს მოკლე და გასაგები სულიწმიდის სიბრძნეში.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენი ენა ხშირად არ საუბრობს სიმართლეს. გაგვანთავისუფლე ყოველი გადაჭარბებისაგან და სიმართლის დამახინჯებისაგან. გვასწავლე თავმდაბლობა, რათა ვიქცეთ სულიწმიდაში მართლებად. დაგვეხმარე რათა ვიცოდეთ ჭეშმარიტება, გვატარე შენი სახელით რადგან შენ ხარ ჭეშმარიტება. დაე მოდი ვიყოთ ჩვენს საქციელებსა და აზრებში მართალნი და მოვიქცეთ ჭეშმარიტებით. დაე ჭეშმარუტების სულმა იმეფოს ჩვენს აზრებსა და სიტყვებზე.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია გავხდეთ მართალნი სიტყვებსა და საქმეებში და ყველა ჩვენს ქცევაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)