Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 055 (Forbidding Adultery)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

b) მრუშობის აკრძალვა მოგვეცა სიწმინდის გამო (მათეიესო 5:27-32)


მათეიესო 5:31-32
31 ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. 32 მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
(მეორე რჯული 24:1; მათე 19:3-9; მარკოზი 10:4-12)

თუკი ადამიანი შოორდება მეუღლეს ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდა მრუშობისა, ის არღვევს მეშვიდე მცნებას, რადგან აჩენს მიზეზს მრუშობისთვის. იესომ გამოიყენა გამონათქვამი ,,ნათქვამია“, და არა ,,ძველად ნათქვამია“, როგორც წინამდებარე შემთხვევებში. საქმე იმაშია, რომ ეს სიტყვები არ იყო ისეთივე მცნება, როგორზეც აქამდე საუბრობდა ეს იყო უბრალოდ დაშვებული, ფარისევლებს კი უნდოდათ ამისი, როგორც მცნების გაგება.

თუკი ვინმე განქორწინდებოდა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მას უბრალოდ ხმამაღლა და გაბრაზებით წამოეყვირა ეს სიტყვა და ამით დამთავრდებოდა. განქორწინება უნდა მომხდარიყო კანონის მიხედვით, ფორმალურად, წერილობით, მოწმეების თანდასწრებით. განქორწინებას დიდი გაფრთხილებით ეპყრობოდნენ. შესაბამისად ეს მცნება მოცემული იყო იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა ნაჩქარევი განქორწინებები და შესაძლოა იუდეველთა შორის თავიდან ძალიან იშვიათად იყო ეს ფაქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში განქორწინებები სულ უფრო ხშირი იყო ნაცვლად იმისა, რომ ბრძნულად დაეცვათ თავიანთი თავი კანონის მიხედვით. მათ კანონის გამოყენება დაიწყეს თავისებურად და ნებისმიერი მიზეზით ითხოვდნენ განქორწინებას.

ღმერთმა თავისი წყალობით დაადგინა ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის ქორწინების წესი, რათა ცოლმაც და ქმარმაც ემსახუროს ერთმანეთს ჭეშმარიტი სიყვარულით და პატივისცემით. ქორწინებაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია არა სხეულებრივი ერთიანობა, არამედ ერთმანეთისადმი მოწიწებული და მოსიყვარულე დამოკიდებულება. სულიწმიდა წმენდს ურთიერთობებს ქალსა და მამაკს შორის თუ ისინი სახარების სიტყვაში რჩებიან სიყვარულით.

თუ ერთ-ერთი უღალატებს მეორეს ამ ცოდვის მიზეზი შეიძლება იყოს სულიერი განდგომა, ხოლო შედეგი საპასუხო ნდობის დაკარგვაა. თუკი ისინი ცხოვრობენ ღმერთის მოშიშობაში, ღმერთის სიყვარული აკურთხებს მათ სიყვარულს და შეინახავს. თუკი ცოლ-ქმარმა არ მიიღეს იესო, როგორც საკუთარი ქორწინების უფალი მათ ქორწინებას ძალიან მალე თავს დაატყდება მრუშობა. იესო - არის ქორწინების გარანტი და თუკი წყვილი არის მასში, ვინაიდან ის გვასწავლის პატიებას, მოთმინებას და ერთგულების შენახვას.

დიდება ქრისტეს! მან არ მისცა უფლება დაერღვია ცოლ-ქმრული ურთიერთობა, როგორც ეს მოხდა სხვა რელიგიებში. როდესაც ცოლ-ქმრული ურთიერთობები ირღვევა სულიერი უთანხმოებების გამო და პატიების სურვილი გიქრება, ზოგგიერთები ფიქრობენ, რომ ამ დროს შეიძლება განქორწინება, მაგრამ ეს ქრისტეს მცნების აშკარა დარღვევაა. ამ უბედურ ადამიანებს არ სწამთ ღვთიური სიყვარულის ძალის და შერიგების ქრისტეს ჯვრის მეშვეობით.

ნებისმიერი განქორწინება (მრუშობის გარდა) ითვლება მრუშობად, რადგან რაც ღმერთმა შეაუღლა კაცმა ნუ განაშოროს. ცოლ-ქმრული ერთობა მტკიცდება არა მხოლოდ სხეულებრივი შერწყმით, არამედ სულიერითაც. ქალი დაკავშირებული რჩება პირველ მეუღლესთან თუნდაც აღარ გაყვეს სხვას ცოლად. ვაი მას ვინც არ პატიობს თავის ცოლს ან ქმარს და ადვილად შორდება. ის ყველაზე დიდი ცოდვილივით იქცევა. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და ვსაჭიროებთ გამუდმებულ ღმერთის პატიებას და ჩვენი გრძნობების ყოველდღიურ განწმენდას. სულიწმიდას შეუძლია განკურნოს ჩვენი სულიერი უძლურებანი და გაგვწმინდოს ჩვენ. ქრისტეს სულის გარეშე ჩენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ სუფთა ცოლ-ქმრული ცხოვრებით, ვინაიდან ეს სული პატივს მიაგებს შემომქმედს და სამყაროს საწყისებს არ უარყოფს.

ლოცვა: უფალო იესო თაყვანსგცემთ, ვინაიდან შენ ცხოვრობდი ჩვენს შორის სრულ სიწმინდეში და შენი სულიწმიდა მეფობდა შენს სხეულზე. გვაპატიე ჩვენი ეგოისტური მოთხოვნილებები და ბოროტი საქმეები და განგვამტკიცე შენი სულის ერთგულებაში, რათა შევეგუოთ და ვაპატიოთ სხვებს, როგორც შენ მოგვიტევე. დაგვეხმარე ვაპატიოთ მრუშებს და არ განვიკითხოს ისინი.

კითხვა:

  1. ქრისტეს რჯულის მიხედვით, ვინ არის მრუში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)