Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 070 (Practical Result of the Knowledge that Christ is coming again)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

7. რა საქმისკენ უნდა აღგვძრას ცოდნამ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ? (რომაელები 13:11-14)


რომაელთა 13:11-14
11 მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12 ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 13 მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, 14 არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

მოციქული პავლე ადასტურებს, რომ რომის ეკლესია მონაწილეობდა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინში. მორწმუნეებმა ბოლო დროის ნიშნები იცოდნენ და ხედავდნენ სულის ძალაუფლების გამოვლენას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს რომაელი კეისრების მეშვეობით; ამიტომაც იყვნენ მოლოდინის ღმერთის ძის თავისი დიდებაში გამოჩენის და ასევე ატაცების მოლოდინში.

მოციქული ქრისტეს მიმდევრებს სთხოვს, რომ ისინი სულიერ მოწოდებაზე დარჩნენ და კიდევ ერთხელ გაიაზრონ თუ როგორ სულიერ ბრძოლაში მონაწილეობენ ისინი, და აღასრულებდნენ გადარჩენის საქმეს, რომელიც დაიწყო სულიწმიდის გადმოსვლით, როგორც გადარჩენის წინაპირობა. პავლე გვახსენებს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ახლოს არის და რომ ღმერთს უნდა დაგვანახოს საკუთარი ძალა. დიდება და მადლი. ამაქვეყნის სიბნელემ თითქმის გადაიარა და დილის რიჟრაჟი გვაუწყებს, ახალი დღის დადგომის შესახებ, რომელიც აუცილებლად გაბრწყინდება! საბოლოო ჯამში პავლე აღიარებს, რომ ჩვენი ცხოვრება - მხოლოდ მომზადებაა მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან სამუდამო ურთიერთობისთვის.

შემდგომ პავლე ლაპარაკობს თუ სადამდე უნდა მიიყვანოს ამ ცოდნამ ისინი: ,,უარყავით ბნელეთის საქმეები და სინათლის იარაღით შეიმოსეთ! აღმოფხვერით ცოდვა თქვენი ცხოვრებიდან! დაიმშვენეთ თავები, როგორც ქრისტეს კეთილის მქნელნი, მისი სულიწმიდის ძალაში!“ ასეთი გამოღვიძება გულისხმობს ჩვენს ცხოვრებაში ცოდვის წინ აღდგომას და ხანდახან ჩვენს ეკლესიაშიც! სახარება სულიწმიდის ნაყოფებითურთ უნდა გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებასა და ტანჯვებში.

პავლემ იცოდა სიმართლე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და ერთობიან თავისი სურვილებით, ვითარცა ცხოველები - ჭამენ, სვამენ და მრავლდებიან, და ამავდროულად სიძულვილში, შურსა და სიხაობრბეში ეფლობიან. ცხოვრება ღმერთის გარეშე ნამდვილად ბოროტი, ცოდვილი და სასტიკია; ყოველი ადამიანი ცდილობს საკუთარი თავისთვის და იყენებს სხვების სისუსტეს ურცხვად.

პავლემ საკუთარ თავზე გამოსცადა ბნელეთის შვილების საქმეები, მაგრამ ამავდროულად შეიცნო ქრისტეს ახალი ცხოვრება და სთხოვდა მორწმუნეებს რომში, რომ არა უბრალოდ ერწმუნათ იესოსი, არამედ სულით შერწყმოდნენ მას! იესოსთან შერწყმა ნიშნავს მისი თვისებების გამოვლენას, მის მსგავსად მოქცევას, მისი ბრძანებების შესრულებას და სულიწმიდისთვის იმის ნების მიცემას, რომ მან აიღოს ხელმძღვანელობისა და მართველობის სადავეები ხელში და წარმოქმნას მათი მეშვეობით საკუთარი ნაყოფები - სულის ნაყოფები. დაფიქრდი ძვირფასო ძმაო ქრისტეში ხარ თუ არა, თუ არ ცხოვრობ ქრისტესთვის და მხოლოდ საკუთარი თავისთვის როგორც ეგოისტი? იესო განთავისუფლებს სიამაყისგან, მიჯაჭულობისგან და საკუთარ თავზე დაიმედებისგან, ასევე ფულის სიყვარულისა და საკუთარ სურვილებზე დამოკიდებულებისგან. ეს ბრძოლა სულიწმიდისა და ჩვენ ცოდვილ ხორცის ხორცს შორის თამაშობს ძირითად როლს ჩვენი ქრისტეს მოლოდინისთვის მომზადებაში.

ამიტომ მოუწოდებს მოციქული ქრისტიანებს სულიერი იარაღით აღიჭურვონ - არა მტრებთან ბრძოლისთვის, არამედ იმსითვის რომ გაიმარჯვონ ცდუნებებსა და ხორცის გულისთქმებზე ქრისტეს სიყვარულითა და სიწმიდით.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ აგამაღლებთ შენ, ვინაიდან შენმა ძემ იესომ გვიჩვენა საკმარისი მაგალითი! დაგვეხმარე შენი სულიწმიდის ძალით ნამდვილად შევერწყათ ქრისტეს და გავხდეთ ერთგული ქრისტიანები, რომელებიც მზად იქნებიან ჩვენი საყვარელი მხსნელი და უფლის მოსვლისთვის!

კითხვა:

  1. როგორი კეთილი საქმის საკეთებლად აღგვძრავს ცოდნა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)