Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 026 (The Death of Ananias and Sapphira)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

13. ყველაფერი საერთო ჰქონდათ (საქმეები 4:32-37)


საქმეები 5:1-6
1 ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა. 2 და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. 3 პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან? 4 განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!” 5 ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა. 6 წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.

ნებისმიერი ჩადენილი ცოდვა უბრალოდ დარღვევა კი არ არის, არამედ კანონის გადაბიჯებაც. და ნებისმიერი დანაშაული მხოლოდ შეცდომა კი არა, პირდაპირი ბოროტებაა უფლის დიდების საჭინააღმდეგოდ ჩადენილი. ვინც საკუთარ ქცევას ადარებს სხვის ქცევას, ის საკუთარ თავზე ზედაპირულად და ადამიანურად მსჯელობს. ასეთი ადამიანი პოულობს გამართლებას და ამბობს; „ჩვენ ყველა სუსტები ვართ“. მაგრამ ვინც ღმერთს იცნობს და ცხოვრობს სულიწმიდის ძალაში, მან იცის რომ ნებისმიერი ცოდვა, დიდიც და პატარაც, იმსახურებს უმალ დასჯას. ანანიას და საფირას შემთხვევა - ჩვენი ისტორიაცაა. მასში ჩანს, თუ როგორ ძალუძს უფალს და აქვს უფლება გაანადგუროს მორწმუნეც კი.

შესაძლოა ვიღაცამ იკითხოს: „რატომ გვითმენს წმიდა ღმერთი და არ გვღუპავს მაშინვე, როგორც უწინ ანანია, თუნდაც გადაწყვიტა თავისი ქონების ნახევარი დაემალა?“უფლის სასამართლოს საიდუმლოებანი ჩვენთვის უცნობია, თუმცა მეორე მუხლში ვკითხულობთ, რომ ამ წყვილმა არა მხოლოდ ზედაპირულად შესცოდეს, არამედ გაიზრახეს წინასწარ მოციქულების მოტყუება. მათ არ სჯეროდათ, რომ პეტრეში იყო უფლის სული. მაგრამ წმიდა ცხოვრობს მათში, ვისაც სწამს მისი, და მან იცის მათი გულები.

შესაძლოა ამ წყვილმა გადაინახეს გარკვეული რაოდენობის თანხა, რათა თავისი ოჯახის მომავალი უზრუნველეყოთ. და თუმც სახელი „ანანია“ ნიშNავს „უფალი მწყალობელია“, ის და თავისი ცოლი არ ენდობოდნენ ღმერთს. მათ მოინდომეს ორ ბატონს მომსახურებოდნენ, ეს კი შეუძლებელი გალხდათ. სინამდვილეში ფული მეტად უყვარდათ, ვიდრე შემოქმედი.

ანანია და თავისი ცოლი არ იყვნენ ვალდებულები შეეწირათ სრული თანხა ეკლესიისთვის, რადგანაც შესაწირავები კეთდებოდა ნებაყოფლობით. ზოგიერთი იტოვებდა თანხის გარკვეულ ნაწილს და ამაზე ღიად საუბრობდნენ. თუმცა ანანიას და საფირას შემთხვევაში სხვაგვარად იყო საქმე: მათ თავი მოჰქონდათ უფლის მოშიშებად, განიზრახავდნენ უმაღლესი მოწოდების და ადგილის დაკავებას ეკლესიაში. ისინი ცდილობდნენ მიეღწიათ აღიარებას, და ეკლესიისთვის ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თოთქოს სრულად შემოწირეს, რაც ჰქონდათ, არადა სინამდვილეში მხოლოდ ნაწილი მოიტანეს. ანანია შესაკრებელზე ღვთისმოსავი და მიძღვნილი სახით მოვიდა. ის გაემართა მოციქულთა კათედრასთან და იქ მიიტანა შესაწირავი. იქცეოდა ისე, თითქოს სავსებით თავისუფალი იყო ფულისგან და ძალაუფლებისგან და თავს უძღვნიდა ღმერთს სრულიად. სინამდვილეში თანხის ნაწილი თავისთვის ჰქონდა გადანახული. იესო სახეთ საქციელს „თვალთმაქცობას“ უწოდებს, ხოლო თვალთმაქცობა - ყველაზე დამამცირებელი ცოდვაა ეკლესიაში. ის უშუალოდ ეშმაკისგან მოდის, სიცრუის მამისგან.

ყველა თვალთმაქცები ვართ, რადგან ვიცით ჩვენდამი ჩადენილი მრავალი ცოდვა და ამის მიუხედავად საუკეთესო ადამიანებად მოგვაქვს თავი მთელ დედამიწაზე. თუმცა ჩვენ სინდისზე სიცრუეა, უსუფთაობა, ქონების მიკერძოება და ჭორაობაა, ყველა ველოდებით, რომ ეკლესიის ხალხმა უნდა გვაქოს და ჩაგვთვალოს სრულყოფილებად, მართლებად და კეთილებად. ჩვენ ყველანი, როგორც ამაყი ფარშევანგები ვართ, სინამდვილეში კი ცარიელი ყუთები ვართ, მომაკვდინებელი შხამით სავსენი. გააცნობიერე შენ, ძვირფასო ძმაო, როგორ გამოყურები უფლის სასამართლოს შუქზე?

ანანია და მისი ცოლი საფირა (რაც ნიშნავს „ლამაზს“) არამხოლოდ ფული აირჩიეს უფლის ნაცვლად, არამედ თვალთმაქცობაც, როგორც სხვა ადამიანებმა. ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი შორდებოდნენ მადლს ქრისტეში. ეშმაკი შევიდა მათ გულში, როგორც ოდესღაც იუდას გულში. ვისაც ფული უყვარს, ის თანდათან ეშმაკის მხარეზე გადადის. ამ მოცემულ სიტუაციაში ისინი ეკლესიისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ბოროტი ცდილობდა უფლის სამეფოში შეუმჩნევლად შეეტანა თავისი შეუცვლელი თვისებები, როგორიცაა შური, სიამაყე და სიცრუე. იქამდე წმიდანების შესაკრებელი ერთი გული და სული იყო. ყველა ერთმანეთ ემორჩილეობდა და ზეციერი მამა უზრუნველყოფდა მათ ცხოვრებას. მათ სულიწმიდით აღვსილებმა, მსხვერპლად მისცეს საკუთარი თავი ცოცხალ ღმერთს.

ქრისტეს სხეულს დედამიწაზე თავისი დიდებული ძალაუფლებით ძალუძს წინაღუდგეს ეშმაკის ცდუნებებს. სულების გარჩევის ნიჭის წყალობით პეტრემ მაშინვე გააცნობიერა, რომ ანანია იტყუებოდა. მოციქულმა მას ნიღაბი ჩამოხსნა და მისი მოტყუების მცდელობას დაარქვა „მცდელობა სულიწმიდის მოტყუებისა“, ანუ თავად ღმერთის. ანანიამ პირველმა მიიღო ქრისტეს გადარჩენა. თუმცა დროთაგანმავლობაში დაეცა და სულიწმიდის წინაშე შესცოდა.

სულიწმიდამ მოციქულის სიტყვები დაადასტურა და იმ წამსვე მოკვდა კაცი, რომელმაც ღმერთი გამოსცადა. როგორც ჩანს, სიმართლის და ჭეშმარიტების სულმა არ აპატია მოციქულის ბაგეებით მოუნანიებელ ცოდვილს მისი დანაშაული, არამედ პირიქით, გაასამართლა ის. ჩვენი ღმერთი სიყვარულია, ამავდროულად წმიდაცაა. მას უყვარს პატიება, მაგრამ თუ ცოდვილი გულს იქვავებს, არ ისმენს ჭეშმარიტების ხმას და კეტავს გულს ღმერთის სიყვარულისთვის, ის თავად ხდება ბოროტი ეშმაკი და მასზე არაა წყალობა.

ადრეული ეკლესია ცხოვრობდა ღმერთთან ახლოსდა უფალი მალევე განიკითხავდა ნებისმიერ მცდელობას ეშმაკთან დაახლოების. ეს სასამართლო იყო ჭეშმარიტების აღსრულება, რომ ცოდვის საძზღაური - სიკვდილია!

ლოცვა: უფალო, არ განმიკითხო მე! მე თვალთმაქცი ვარ და შენთვის ცნობილია ჩემი ცოდვები და ფულზე დამოკიდებულება! მაპატიე ჩემი სიცრუე და გამანთავისუფლე ნებისმიერი სახის თვალთმაქცობისაგან, რათა გავხდე ისეთივე მართალი, როგორც შენ და რომ ჩემ ბაგეში არ იყოს სიბოროტე! განწმიდე ჩვენი ეკლესიები სიამაყისგან და თვითკმაყოფილებისგან, გაგვანათლე შენი მოთმინებით!

კითხვა:

  1. რატომ მოაკვდინა მაშინვე უფლის სულმა ანანია?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:47 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)