Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 018 (The first six disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

3. იოანე მოუწოდებ პირველ ექვს მოწაფეს (იოანე 1:35-51)


იოანე 1:43-46
43 მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: „გამომყევი“. 44 ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასადა პეტრეს ქალაქიდან. 45 ფილიპემ იპოვა ნათანელი და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც, წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან“. 46 მიუგო ნათანაელმა: „განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?“ უთხრა ფილიპემ: „წამო და ნახე“.

ის ყველაფერი, რაზეც ვკითხულობდით ზემოთ ხსენებულ მუხლებში, მოხდა ოთხი დღის მანძილზე. პირველ დღეს იოანე ნათლისმცემელთან მივიდნენ იუდეველები იუერუსალიმიდან. მომდევნო დღეს იოანემ იესო ღმერთის კრავად გამოაცხდა. მესამე დღეს იესოს პირველი ოთხი მოწაფე გამოუჩნდა, მეოთხე დღეს კი მან მოუწოდა ფილიპესა და ნათანაელს და ისინიც მის მოწაფეებად იქცნენ.

ფილიპე თავად არ მოსულა ქრისტესთან - ქრისტემ იპოვა ის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფილიპეს იქამდეც ჰქონდა მოსმენილი იოანე ნათლისმცემლისგან, რომ ქრისტე უკვე აქ არის მათ შორის, და როდესაც მეორე დღეს მან იესოზე თქვა: „ეს არის ღვთის კრავი“, ფილიპე გაოცდა. იმ დღეს მან ვერ გაბედა უფალთან მისვლა. რა თქმა უნდა მას სურდა გაეცნო ის, მაგრამ თავს უღირსად თვლიდა, რათა დალაპარაკებოდა ღმერთის პიროვნებას. და ახლა თავად იესო მივიდა მასთან, და უბრძანა: „გამომყევი“, ამით წერტილი დაუსვა მის ყოყმანს.

იესოს აქვს უფლება, რომ ამოირჩიოს ხალხი, რადგან თავად შექმნა ისინი, შეიყვარა და შემდეგ გამოისყიდა. ის იქამდე გვხედავს და გვიცნობს, სანამ მივიღებთ მას. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ჩვენ თავად არ ვირჩევთ და ვღებულობთ მას, არამედ ის გვეძებს, გვპოულობს და მოგვიწოდებს თავისი მსახურებისთვის.

შეუძლებელია გაყვე იესოს, თუ მან არ მოგიწოდა, და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ნაყოფიერად ვემსახუროთ მას. და თუ ვინმე მსახურობს და ის არაა ღვთის სასუფევლის მიზნისთვის რჩეული, ამით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც ავნებს. და თუ ვინმეს ისმენს ქრისტეს ხმას და ემორჩილება მას, ასეთ ადამიანს ქრისტე პირდება, რომ იქნება მისთვის მზრუნველი მამა მთელი ცხოვრების მანძილზე.

იმის შემდეგ, რაც ფილიპეს მოუწოდა, იესო წავიდა საქადაგებლად. ფილიპემ კი იპოვა თავსი მეგობარი ნათანაელი და აუწყა მას, როგორც სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია!“ ის არ ამბობდა: „მე ვიპოვე მესია“, არამედ თავმდაბლობით შეუერთდა ქრისტიანთა ერთობას.

ცხადია, რომ იესომ მოუთხრო მისი მოსვლის მიზანი თავის მოწაფეებს, როცა ისინი სახლში ყავდა. მან თავის თავს უბრალო ძე უწოდა, რომელიც ხორცისგან იშვა, თუმცაღა იოსები მისი მამინაცვალი იყო, რომელმაც აიღო მასზე პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს იესომ არ მოუთხრო მათ, მისი ბეთლემში დაბადების შესახებ. ამ ყოველივე შესახებ, მოწააფებმა ჯერაც არაფერი იცოდნენ.

ნათანაელმა კი კარგად იცოდა თორა, ბევრჯერ გამოუკვლევია მოსეს და წინასწარმეტყველების წერილები, დაწვრილებით ერკვეოდა ყველა აღთქმაში, რაც ქრისტეს შესახებ იყო. მან იცოდა, რომ ის ვინც მოდის დავითის შტოდან იქნება, დაიბადება ბეთლემში და რომ ის იქნება ერთდროულად მეფე და უფალიც თავისი ხალხისა. რა თქმა უნდა იონათანი ვერ იჯერებდი, რომ ქრისტე ვინმე იოსების სახლში დაიბადებოდა, სადღაც მიკარგულ და მივიწყებულ გალილეაში! მითუმეტეს, როდესაც ნაზარეთზე ცუდი ხმები დადიოდა, ის იყო ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ბევრი ქურდი, ბოროტმოქმედი და გარყვნილი ხალხი ცხოვრობდა, და არც ძველ აღთქმაში ყოფილა რაიმე აღთქმა ამ ქალაქთან დაკავშირებით. ამასთანავე ნათანაელს კარგად ახსოვდა ის არეულობა ნაზარეთში, რომელიც მიმართული იყო რომაელების წინააღმდეგ, ეს არეულობა წამოიწყეს იუდეველთა რელიგიისა და ნაციონალიზმისადმი შურით განწყობილმა ხალხმა. იმისდამიუხედავად, რომ ეს არეულობა ჩაწყნარდა, სისხლი მაინც დაიღვარა.

ფილიპესთვის ეს ყოველივე არ თამაშობდა დიდ როლს, რადგანაც იესოს პიროვნებით აღტაცებული იყო. ის იმდენად ენდობოდა მას, რომ ნათანაელის ნებისმიერი აზრი, რომელიც წმიდა წერილიდან მოყავანილი იყო, ვერ გადაარწმუნებდა მას. ფილიპეს არ სურდა ნათანაელთან პოლემიკაში შესვლა და უთხრა: „წამოდი და ნახე!“ ეს სიტყვები, კეთილი უწყების დევიზს ჰგავს, რომელიც ხალხს მოუწოებს სინამდვილეში შეიცნონ ჭეშმარიტება და უჩვენებს გზას ამ ჭეშმარიტებისკენ. წამოდი და ნახე! საკმარისია იესოზე დავა, იეოსთან ურთიერთობა უნდა იქონიო და საკუთარი გამოცდილებით შეიცნო ის და მისი ძალა. ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე აბსტრაქტულ ცნებებზე, არამედ ადამიანზე, პიროვნებაზე და თავად უფალზე.

ლოცვა: ძვირფასო უფალო იესო, ჩვენ მადლობას გიხდით სიხარულისთვის, რომელიც ავსებს ჩვენ გულებს. ეს გამომდინარეობს ჩვენი ტკბილი ურთიერთობიდან შენთან, რომელიც სხვებსაც იზიდავს. აგვავსე სიყვარულით და სურვილით, რომ მოთმინებით ვამოწმებდეთ შენ შესახებ. გვაპატიე ჩვენი ყოყმანი და დაგვეხმარე შენი სახელი ვაუწყოთ.

კითხვა:

  1. როგორ აუწყებდნენ სხვებს იესოს შესახებ, მისი პირველი მოწაფეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)