Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 177 (Persecuted for Christ’s Sake)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

7. ქრისტეს მდევნელთა ჯილდო (მათეიესო 19:27-30)


მათეიესო 19:27-30
27 მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?” 28 ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად. 29 და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. 30 ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
(მათეიესო 4:20-22, მარკოზი 10:28-31, ლუკა 18:28-30, 1 კორინთელთა 6:2, გამოცხადება 3:21)

ადამიანი მთელ თავის ძალას ხარჯავს იმაში, რომ გამოიკვებოს. ის იშვიათად ფიქრობს ადამიანების უანგარო მომსახურებაზე. თუმცა ქრისტიანები ღმერთთან არ ეძებენ თავიანთი მომსახურებისთვის ანაზღაურებას, არამედ მადლიერებით და ქებით ემსახურებიან, რადგან მანაც უფასოდ მისცა მათ გადარჩენა. ღმერთმა უკვე მოგვცა საკუთარი თავი და გვაკურთხა იქამდე, სანამ გავაცნობიერებდით ამას. უბრალოდ უნდა ვემსახუროთ მას, მადლიერებას გამოვხატავდეთ და თავს ვუძრვნიდეთ, ვადიდებდეთ რა მის დიდებულს მადლს. ჩვენ ყველას მოგვეცა ნიჭები, ჩვენზე მისი მადლის სიმდიდრეა გადმოღვრილი. უფალმა უთხრა აბრაამს: „ნუ გეშინია, აბრაამ; მე შენი ფარი ვარ; შენი ჯილდო დიდია“ (დაბადება 15:1)

პეტრემ გამოიყენა შესაძლებლობა და იკითხა თუ რას მიიღებენ ის და სხვა მოწაფეები იმისთვის, რომ ქრისტეს გაყვნენ. მოციქულებმა მდიდარი ჭაბუკისგან განსხვავებით, ყველაფერი მიატოვეს რაც გააჩნდათ და გაყვნენ მას. თუმცა ეს „ყველაფერი“ არ იყო მატერიალური რირებულებების მატარებელი. ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა ნამდვილად მიატოვა კარგი შემოსავლიანი ადგილი, მაგრამ პეტრემ, როგორც უმეტესობა მოწაფემ, მხოლოდ ნავი, ბადე და თევზის საჭერი ნივთები მიატოვა. პეტრე კი ამ ყველაფერზე ისე სუაბრობს, თითქოს დიდძალი ქონება მიეტოვებინათ: „აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი“.

ჩვენ ყველანი მიდრეკილები ვართ მსახურებების და ტანჯვების გადაფასებისკენ ქრისტეს გამო და შემდგომ იმას ვფიქრობთ, რომ ის ჩვენ წინაშე რაიმეთი ვალდებულია. ამჯერად ქრისტემ მოციქულები არ დაადანაშაულა. თუმც მათ მცირედი მიატოვეს, მათთვის ეს ყველაფერი იყო, რაც ჰქონდათ, როგორც იმ ქვრივ ქალს, რომელმაც თავისი ბოლო ორ ლეპტა გაიღო. ეს ქონება მათთვის ღირებული იყო. ამიტომაც მიუდგა ქრისტე კეთილად პეტრეს სიტყვებს, რომ ყველაფერი მიატოვეს, რათა მას გაჰყოლოდნენ, რადგან მან იცის, რა აქვს ყველა ადამიანს.

ვინც მზადაა ქრისტეს გაჰყვეს და მიატოვოს ყველაფერი მის გამო, იტანჯოს მისთვის, ატაროს რა თავისი ჯვარი მისდამი სიყვარულით, მიიღებს თავის წილ აღორძინებას საუკუნო უფლის სამეფოში. მაშინ გამოჩნდება დიდება სულიერი აღორძინების შედეგად. ქრისტე დაჯდება თავის დიდების ტახტზე მოწაფეების გარემოცვაში, რომლებიც მისმა ერმა უკუაგდეს. ისინი განსჯიან ისრაელის თორმეტ ტომს თავისი დამოწმებებითა და სულიერი გამოცდილებით. ქრისტე ამ გაუნათლებელ და უბრალო ადამიანებს, რომლებიც ამოირჩია და შეიყვარა, და გახდის მათ მისი სიბრძნის თანამონაწილეებს, როგორც მსაჯულებს, რადგან უწინ საკუთარი თავები გაასამართლეს.

ქრისტეს გამო უნდა მიატოვო და იმსხვერპლო, სხვაგვარად ის ვერ აღასრულებს დანაპირებს. ბევრი ტოვებს ძმებს, ცოლებს და შვილებს, „როგორც ჩიტი ტოვებს თავის ბუდეს“ (პეტრე 27:8). ეს ცოდვილი საქციელია. თუკი მათ ქრისტეს გამო ვტოვებთ, ასე ვიქცევით არა იმიტომ, რომ ვერ ვზრუნავთ მათზე, არამედ არ გვინდა მსახურების მიგდება, რომლისკენაც უფალმა მოგვიწოდა. ჩვენ ვირჩევთ იესოსკენ მზერის მიპყრობას, მისი ნების ქმნას და მისი დიდების ხილვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვაგებს იმის სანაცვლოს, რაც მის გამო დავტოვეთ. ფასეულობა არაა ტანჯვაში, არამედ მის მიზანში. ეს ეხება, როგორც ქრისტესთვის ტანჯულებს ასევე ქრისტეს მოწმეებსაც.

სულიერი ჯილდო არის მადლის საჩუქარი. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიდეთ ღმერთთან და ვთხოვოთ მას ანაზღაურება, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ და სასამართლოს ვიმსახურებთ. არ გვაქვს სხვების გასამართლების უფლება, თუ საკუთარი თავი არ უარვყავით და არ ვართ სულიწმინდის მმართველობის ქვეშ, რომელიც ამარცხვებს ჩვენში ხორციელ სურვილებს, გვამხელს, როდესაც ვცოდავთ და გვამშვიდებს ცოცხალი რწმენით.

ეს მანუგეშებელი სული გვაიძულებს გამოვიკვლიოთ და გამოვცადოთ საკუთრი გულები მარადიული მოსამართლის წინაშე, გვაახლოვებს მასთან და გვაკავებს, რომ არ გავექცეთ მისი სიწმინდის საოცარ შუქებს, არამედ მუხლებზე დავეცეთ მის წინაშე სიტყვებით „არ ვარ ღირსი შენი შვილი მერქვას!“ ამ დროს ის გვეხუტება, როგორც თავის შვილებს და თავის წმინდა ოჯახში გვღებულობს (ლუკა 15:21-24). მორწმუნეთა კრებულებიც დედამიწაზე მისი ნებითა და მადლითაა, რადგან სიყვარული მსხვერპლია მათთვის, ვისაც დევნიან ქრისტეს სამართლიანობისთვის. ქრისტე მათთვის ახალ სახლს და ოჯახს ქმნის. ყველა ქრისტიანები, და-ძმები არიან, სულიწმინდა აერთიანებს მათ, სხვადასხვა ენებისა და საზოგადოებაში სხვადასხვა სტატუსის მიუხედავად. დაეხმარე ქრისტესთვის მებრძოლთ, რომლებიც რწმენით ეჭიდებიან ღვთის ნებას და ემსახურებიან დევნილთა და ტანჯულთ ისე, თითქოს ამას ქრისტეს უკეთებდნენ.

ქრისტემ უჩვენა თავის მოწაფეებს, რომ მორწმუნეები არ ეძებენ მატერიალურ კეთილდღეობას და ჯილდოს თავისი მსახურების გამო. ქრისტე ყველას მოუწოდებს მ სახურებისკენ და აძლევს საუკუნო სიცოცხლეს ყველას, ვინც მის ძახილს პასუხობს. რა არის საუკუნო სიცოცხლე? ეს ღვთაებრივი ცხოვრებაა. წმინდა მოგცემს სულიწმინდას ისე, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, თუკი მიუძღვნი მას შენ სულს, გონებას და სხეულს მისთვის მსახურებაში.

ლოცვა: ზეციერო მამაო, გვაპატიე, რომ ველით შენგან რაიმე ჯილდოს, რადგან შენ უკვე მოგვეცი საკუთარი თავი, სულიწმინდა და შენი ძე! გვასწავლე გვიყვარდე, გემადლიერებოდეთ, საკუთარ თავებს გიძღვნიდეთ და ვუზიარებდეთ სხვებს იმას, რაც შენგან მივიღეთ, შენი სახელის დევნისთვის. დაგვიცავი შენ მადლში, რათა შენი საოცარი საუკუნო სამყოფელის თანამოზიარენი გავხდეთ, რომელიც დადგება შენი მოსვლის შემდეგ!

კითხვა:

  1. რას დაპირდა იესო თავის მოწაფეებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)