Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 178 (Equal Wages)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

8. იგავი ყველა მუშაკის თანაბარ ანაზღაურებაზე (მათეიესო 20:1-16)


მათეიესო 20:1-16
1 "რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად. 2 მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. 3 მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად. 4 უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ. 5 კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. 6 გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად? 7 უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო. 8 რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. 9 მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10 პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11 როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. 12 ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო. 13 მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი? 14 აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15 ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ? 16 ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
(რომაელები 9:16,21)

ამ იგავის მიზანი - ბოლოს ნათქვამი განყოფილების განსაკუთრებულად ახსნა: „იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი“. ეს ჭეშმარიტება თავის თავში წინააღმდეგობას ატარებდა და შემდგომ განმარტებას მოითხოვდა.

სახარების ეპოქაში ყველაზე გაუგებარი მოვლენა იყო ებრაელების უარყოფა და გაუცხოება და წარმართების მოწოდება. წარმართები ღვთაებრივი მემკვიდრეობის მოზიარენი გახდნენ. ებრაელებისთვის კი ეს ყველაზე დიდი მიზეზი იყო გასაღიზიანებლად და განსარისხებლად.

შეიძლება ამ იგავით იმისთქმა უნდოდა, რომ ვენახში პირველად ებრაელებს დაუძახეს და მრავალი გამოეხმაურა მოწოდებას. ბოლოს სახარება ყველას ექადაგება, წარმართებსაც და ისინი მიიღებენ იგივე უფლებებს და ჯილდოს, რასაც ებრაელები. ის აზრი, რომ წარმართები მიიღებდნენ იგივე უფლებებს, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ, უმეტეს ებრაელს უაზროდ და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

ქრისტემ აუხსნა თავის მოწაფეებს, რომ ტანჯვები და ტკივილი ელოდება. ამავდროულად დაადასტურა, რომ ის არის უფალი და მკვდრეთით აღდგება და იქნება ყოველივეს მმართველი მეორედ მოსვლისას. ის თავის სამეფოს დაამყარებს დედამიწაზე და ყოველივეს განაახლებს თავისი სიყვარულის ძალით. ამ ღვთიურ სამეფოში უფლის პრინციპები და წესები იმოქმედებს, იმისგან განსხვავებით თუ რა არი ახლა. აქ ჯილდოს საკუთარი ძალისხმევით ვღებულობთ, იმის მიხედვით თუ რამდენ დროს ვხარჯავთ. ზეცაში კი ყველა თანაბრად დაჯილდოვდება, თუკი იქნება მზად უპასუხოს უფლის მოწოდებას და შევიდეს მსახურებაში. მისი მოწოდება მთელ ჩვენ გაგებას აღემატება, რადგან ჩვენ გამონაკლის უფლებად ითვლება ღვთის მადლი და მისდამი მსახურება, მისივე წმინდა მიზნებისთვის. მისთვის მსახურება, ჩვენთვის სიხარული და ჯილდოა. ის, რომ მასთან ვართ, თავისთავად ნიშნავს ჯილდოს ქონას!

ღმერთი - უდიდესი მეპატრონეა, ვსიაც ვეკუთვნით და თაყვანსვცემთ. როგორც ბატონი, ისე გვაძლევს სამსახურს. ღმერთი ქირაობს მუშაკებს იმიტომ კი არა, რომ ესაჭიროება, არამედ მათდამი დამოკიდებულების გამო, იხსნის რა უსაქმურობისაგან და სიღარიბისგან.

თუმცა ადამიანის გონება, უფლის საქმეებშიც პოულობს უსამართლობას. და ვფიქრობთ, რომ ვინც ქრისტეს გამო იტანჯა, იშიმშილა, იწვალა, ითმინა, იმან უნდა მიიღოს მეტი ჯილდო ვიდრე სხვამ. ვინც მოწყალებას იღებდა, ფინანსურად ერთგული იყო, ეხმარებოდა ავადმყოფებს, ფიქრობენ, რომ მათი სახელი ზეცამდე უნდა იქნას აყვანილი. იესომ კი ძირფესვიანად შეცვალა დამოკიდებულება ანაზღაურებასა და ჯილდოს შესახებ. ღმერთი მსახურებაზე მხოლოდ მადლით მოგიწოდებს, და ეს უდიდესი უფლებაა, რომელიც მიეცა, ქრისტეს ხალხის გამოსასყიდად. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ქრისტესთვის მსახურებას. იესო კი დამნაშვეებსაც ამართლებს, რათა განდიდდეს უზენაესი მათ მონანიებებში. ჩვენთვის ჯილდო მის ხსნაშია და ღმერთთან ურთიერთობაში, სხვა ჯილდო კი არ გვსურს.

როგორ ყოველთვის, საღამოს დაუძახეს ყველა მუშას და ანაზღაურების გადაცემა დაიწყეს. საღამო - ანგარიშების დროა. ჩვენ, ჩვენი ცხოვრების საღამო ჟამს, უფლის წინაშე ანგარიში უნდა ჩავაბროთ,რადგანაც სიკვდილის მერე - სასამართლოა.

ებრაელები თვლიდნენ, რომ განსაკუთრებული უფლებებით სრგებლობდნენ სხვა წარმართებთან შედარებით, რადგანაც ქრისტეს მოსვლამდე 1350 წლით ადრე ჰქონდათ თორა. მათ იტანჯეს უფალთან იმ ზავის გამო, ამის გამო კი განსაკუთრებულ კურთხევებს ელოდნენ. გარდა ამისა მათ დიდი კოლონიზაცია და სირცხვილი ნახეს. მათ შეიძულეს იესო, რადგან ის არ თვლიდა მათ გამონაკლისებად, და ეუბნებოდა, რომ თუ არ მოინანიებენ და თუ არ მოიშორებენ სიამაყეს, იქნებიან კიდეც ბოლოები. ეს კი სიმართლეა, რომ გარკვეულმა ციფრმა ებრაელებიდან, თავი მიუძღვნა ღმერთს, მოინანია და შევიდნენ უფლის მსახურებაში. მაგრამ აბრაამის შვილების უმეტესობა, ჯერ კიდევ არ უსმენს ღმერთს და უარ აცხადებს სამყაროს მსხნელისთვის თაყვანისცემაზე.

თუმცა, ჩვენ მორწმუნეებს არ გვმართებს აბრაამის შთამომავლობისთვის ზემოდან ყურება, რადგან ჩვენი რწმენა ჩვენგან არაა, არამედ ყოველდღიურად მისი მადლით გვეძლევა. ვისაც თავი რაიმედ მოაქვს უნდა იფრთხილოს, რომ არ დაეცეს. ჩვენ არ ვაშენებთ რწმენას საკუთარ კეთილ საქმეებზე - ის მხოლოდ ჯვრის მადლზეა დაფუძნებულიც და აშენებულიც. კარგ შემთხვევაში გამოუსადეგარი მონები ვართ, რომლებმაც ჯერ ვერ შეასრულეს ის, რაც უნდა შეესრულებინათ.

ლოცვა: მამაო, თავებს ვხრით შენ წინაშე და გიძღვნით ჩვენ ცხოვრებას, რადგან მოგვიწოდე შენ სამკალში საშრომად. არ ვართ ღირსები შენი თაყვანისცემისა. მადლობა, რომ არ დაგვღუპე ჩვენი ცოდვებისთვის. გვიყვარხარ და გთხოვთ სწორ მსახურებაში გვატარო და ვიყოთ შენ გამო გამუდმებულ შრომაში. დაგვეხმარე შენ მასხურებაში და სამეფოში მრავალი ჩვენი მეგობარი მოვიყვანოთ, რათა ისინიც მონაწილეობდნენ შენი სახელის განდიდებაში.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ქრისტეს ჯილდოს საიდუმლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)