Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 176 (Can a Rich Man Enter Heaven)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

6. მოხვდებიან თუ არა მდიდირები ზეცაში? (მათეიესო 19:23-26)


მათეიესო 19:23-26
23 იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა! 24 კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”. 25 ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?” 26 გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
(იობი 42:2)

ძველ აღთქმაში სიმდიდრე უფლის უდიდეს კურთხევად მიიჩნეოდა. სიმდიდრის ქონა ფასდებოდა იმის დასტურად, თუ როგორ შეთანხმებაშია ადამიანი ღმერთთან, მის ნებასთან, იმ დროს როდესაც სიღარიბეა წყევლად და უფლისგან გაუცხოებად ითვლებოდა. იესომ აბსოლუტურად დაამსხვრია ეს პრინციპი და გვიჩვენა, რომ პირიქით, სიმდიდრე ადამიანს ცოდვებს უმრავებს, მითუმეტეს მდიდრები ნაკლებად ცოდვილები არ არიან, ვიდრე ღარიბები. მათ ყველას, მხსნელი იესო ქრისტე სჭირდებათ. მათ ახალი აღთქმის საფუძვლად გაიხადა სიყვარული, ამიტომაც მატერიალური კეთილდღეობა აღარ ითვლება კეტილგონიერებად. ვისაც საკუთარი თავი უყვარს, სიმდიდრეს ეჭიდება და არ უყვარს გარშემომყოფები - ის თავის გულში ისედაც ღარიბია. ასე, რომ ქრისტეს სიყვარული და მსხვერპლი ანთავისუფლებს ადამიანებს საზრუნავისგან, რისხვისგან, შურისგან და ის სრულფასოვანი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას ქრისტესთვის.

არ იცხოვრო საკუთარი თავისთვის, არამედ უფლისა და მათთვის, ვისაც ის გიგზავნის. ყველა ვინც ფულს ეჭიდება და ოქროზე აშენებს ცხოვრებას, - სულელი და ბრიყვია. ასეთი ადამიანი არ ინახავს და უფრთხილდება უფლის სიყვარულს, ვერავინ შეძლებს ემსახუროს ღმერთსაც და მამონასაც. და არაფრით განსხვავდები კერპთაყვანისმცემელისგან თუ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობ. ეს ეხება შენ შრომისუნარიანობას, შენ ხელფასს, ჯანმრთელობასა და ცხოვრებისეულ გარემოებებს. კერთაყვანისმცემელის გარდა, შეიძლება ვერც შენ ვერ დაინახო უფლის მოწყალება, სიყვარული და სიკეთე. როგორ შეიძლება არ განადიდო ის ყველა მშვენიერი ნიჭისთვის, რომელსაც ის გაძლევს? მადლიერება უნდა იღვრებოდეს შენი გულიდან თუკი გიყვარს შენი ზეციერი მამა მთელი გულით და მხოლოდ მასზე ხარ დანდობილი.

იესო საუბრობდა ქალაქის კედლებში პატარა კარიბჭეებზე, რომელსაც სახელი ჰქონდა. ეს კარები არ იკეტებოდა ღამით, რადგან იმდენად დაბალი იყო, რომ მხოლოდ ერთ შეეძლო მასში გაძრომა, ისიც ბოლომდე მიწაზე ჩასულს. სწორედ მას ჰგავს მდიდარიც. როგორ შეძლებს ის გაიაროს ასეთ ვიწრო კარებში? თუკი არ გატყდები, არ დამდაბლდები, არ განთავისუფლდები ყველაფრისგან, რაც გაქვს, ასევე შენი საზრუნავისგან და ცოდვებისგან, ვერ მოხვდები ცათა სამეფოში. მაგრამ თუკი გახდები პატარა, დამსხვრეულ და თავმდაბალს მიემსგავსები, შეძლებ იმ კარებში გასვლას.

იესო ღარიბულად ცხოვრობდა დედამიწაზე, ყოველთვის თავმდაბალი და კმაყოფილი რჩებოდა იმითი, რაც ჰქონდა. და ტუკი სულიწმინდას მისცემ ამის საშუალებას, მაშინ ის დაამტვრევს შენში სიმდიდრის სურვილს და გაგანთავისუფლებს მიწიურ ძვირფასეულობასთან მიჯაჭვულობისაგან, რათა გამუდმებით უფლის მსხვერპლის თავისუფლებაში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება და აზრები გამუდმებით მამონას კერპისკენ იქნება მიმართული. რმერთს სურს შენი აზროვნების გარდაქმნა, მის მატერიალურიდან და ეგოიზმიდან სულიერობისკენ გადმორთვა. ეს კი შენი ნებით უნდა მოხდეს, თუკი ქრისტეს მიყვები.

ლოცვა: უფალო, გამანთავისუფლე ამ სამყაროში გამეფებული მატერიალიზმისგან. მასწავლე შენი სვილისადმი სრული მიძღვნა. გაგვანთავისუფლე მიწიური მიჯაჭვულობებისგან და მასწავლე მსხვერპლიანობა შენი ძის რწმენის მეშვეობით, რომელმაც თავისი სიცოცხლე ვენთვის გაიღო! შენ გიყვარვართ და მოგვეცი საშუალება გვიყვარდე შენც და სხვების, ვისთანაც საქმეს ვიჭერთ, რათა ყველა ნიჭი შენი სახელის განსადიდებლად გამოვიყენოთ!

კითხვა:

  1. რატომ არის რთული მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)