Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 171 (Order of True Marriage)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

1. ქორწინების სწორი ფორმა (მათეიესო 19:1-6)


მათეიესო 19:1-6
1 ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა. 2 დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ. 3 მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?” 4 ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? 5 და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. 6 ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
(დაბადება 1:27; მარკოზი 10:1-12; 1კორინთელთა 7:10-11)

გადაჭრა რა ეკლესიაში იესომ სიამაყის და მტრობის საკითხები, დაიწყო ქორწინების საკითხების განხილვა. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ქორწინება - ეს უწყვეტი კურთხევების წყაროა, იმ პირობით, თუ ორივე ქრისტეშია. და და ძმა ქრისტეში ქმნიან ოჯახს უფლის მითითებებით, არა ფულისა და დიდებისთვის, სილამაზისთვისა და მარტივი ცხოვრებისთვის და არც ნათესავების საამებლად. ემორჩილებიან რა სულიწმინას და აღწევენ მასში ერთობას, შეუძლიათ ილოცონ კიეც ერთად. ამგვარად მათ ძალუძთ ბედნიერად ცხოვრება, თითქოს ზეცაში არიან, რადგან უფლის სიყვარული ვლინდება მათში და ამას დიდი კურთხევები მოაქვს.

ღმერთის ჩანაფიქრში არასდროს ყოფილა მრავალცოლიანობა, არცერთი ფორმით. მან შექმნა ერთი ქალი, ერთი მამაკაცისთვის. ერთქორწინება ითხოვს ორი გულის გაერთიანებას. სიყვარულის ნაწილებად დაყოფა შეუძლებელია. როდესაც მამაკაცს რამდენიმე ცოლი ჰყავს, შეუძლებელია მშვიდობისა და ჰარმონიის მიღწევა.

აბრაამის, ღმერთის მეგობრის, მაგალითზე ვხედავთ, რომ ადამიანი უბედურია, როდესაც ერთი ქოლის გარდა, უწევს მეორის მოყვანაც. ამის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ გაუცხოება, სიცრუე, ტანჯვა და ცრემლებია.

თუმცა მოსეს კანონმა დაუშვა განქორწინება გარკვეული მიზეზებით, ზოგიერთი მკვლევარი კი იქამდე მიდის, რომ ფარისეველთა შორის იყო უთანხმოება ამ საკითხზე. მათ იმის გაგება სურდათ, თუ რას იტყოდა ამ საკითხზე ქრისტე. მრავალი წესი არსებობდა ქორწინებისთვის, ზოგიერთი წესი კი ჩახლართული და ორაზროვანი იყო. მოსეს კანონის თანახმად კი არ იქცნენ ასეთებად, არამედ ადამიანთა სურვილების გათვალისწინებით. ზოგიერთი ადამიანი არც ეკითხებოდა, ღმერთს, ისე წყვეტდა თუ რა უნდა გაეკეთებინა და როგორ.

მათ დასვეს კითხვა: „ნებისმიერი მიზეზით შეუძლია ადამიანს განქორწინება?“ მრუშობის შემთხვევაში აშკარაა, რომ გაყრა ნებადართული იყო. მაგრამ შეიძლება თუ არა რაიმე სხვა მიზეზით გაყრა ცოლთან, მაგალითად უთანხმომების, უსიყვარულობის ან გაუგებრობის გამო? ამ შემთხვევაში შემდეგ სიტყვებს ვეყრდნობით: „1 "როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან“ (მეორე რჯული 24:1). ეს სიტყვები იმდენად თავისუფლად იქნა განმარტებული, რომ ნებისმიერი უბრალო უთანხმოების გამო, რასაც შედეგიც კი არ მოჰყვებოდა,გაყრა დაშვებულიქნა.

კითვა დაისვა, რათა იესო ცდუნებულიყო, მაგრამ ვინაიდან საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეხებოდა სინდისს, იესომ ასეთი პასუხი გასცა. და მის პასუხში ისეთი პრინციპებია, საიდანაც ვმსჯელობთ განქორწინების საკითხზე და ვაკეთებთ დასკვნებს, თუ როგორი საკითხები და მიზეზებია უკანონო გაყრისთვის უფლის თვალთახედვით, იმისდამიუხედავად რომ ადამიანები ამას ამართლებენ.

იმის დასამტკიცებლად, რომ ცოლ-ქმარს შორის კავშირი ძალიან ძლიერია, ქრისტემ სამი მაგალითი მოიყვანა:

ადამის და ევას შექმნა: „არ წაგიკითხავთ?“ თქვენ წაგიკითხავთ (მაგრამ შეიძლება არჩაკვირვებიხართ), რომ „მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27; 5:2). მან ერთი ქალი შექმნა ერთი კაცისთვის, ისე რომ ადამი ვერ გაეყრებოდა თავის ცოლს და სხვა მოეყვანა ცოლად - თუმცა სხვა არც არავინ ჰყავდა. ამგვარად მათშორის ერთიანობის უწყვეტი კავშირი იყო. ევა ადამის ნეკნისგან შეიქმნა, ასე რომ ვერ უკუაგდებდა მას. ის მისი ნაწილი იყო „ხორცი ხორცთაგანი“, ასე შეიქმნენნ ისინი.

ფუნდამენტალური კანონი ქორწინებაზე - „მიატოვებს კაცი თავის დედა და მამას და მიეკვრება ცოლს და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“. ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის უფრო მჭიდროა, ვიდრე მშობლებთან ან შვილებთან. და თუკი მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობის გაწყვეტა რთულია, მით უფრო რთულია ამის გაკეთება ქორწინებაში. შეიძლება კი მშობლებმა რაიმეს გამო მიატოვონ შვილები ან პირიქით? რა თქმა უნდა, არა! მითუმეტეს ვერ მიატოვებს კაცი თავის ცოლს, რადგან ახლო ურთიერთობაში არიან და მათი კავშირიც უფრო მჭიდროა, ვიდრე შვილებთან და მშობლებთან.

ქორწინების კავშირი - ორი პიროვნების შეკავშირებაა „და იქნებიან ორნი ერთ ხორცად“. მამაკაცისთვის შვილები - მისი ნაწილები არიან, მაგრამ მისი ცოლი - მისივე სახეა. და ეს კავშირი ერთი სხეულის წევრების კავშირს ჰგავს. ეს არის მიზეზი თუ რატომ უნდა უყვარდეთ ცოლები და არ მიატოვონ ისინი. „რადგან არავის ჰქონია სიძულვილი თავისი სხეულის მიმართ“, და არავინ ჭრის მას, „არავინ აჭმევს მას და ათბობს კიდეც“ (ეფესელთა 5:29). ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდაც თავისი სხეული გადაარჩინოს. „და იქნებიან ორნი ერთ ხოცად, ამრიგად ორნი კი არ არიან, არამედ ერთი სხეულია“. ამიტომაც ქმარს, ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს, რადგან უფალმა ადამს მხოლოდ ერთი ევა შეუქმნა (მალაქია 2:15). ამითი მან გვიჩვენა, რომ „ის რაც მან შექმნა და შეაერთა, დაე ადამიანმა ნუ განაშოროს“.

თუკი ჯერ არ ხარ დაქორწინებული, სთხოვე ღმერთს, რომ გამოგიგზავნოს ქალი, რომელსაც სწამს ქრისტე და მისი თაყვანისმცემელია, ვისაც გულში მშვიდობა და თავმდაბლობა აქვს და ყოველდღიურად წურავს ძალებს წმინდა წერილის მიხედვით. ის მოთმინებით მოგიდგება. თქვენი რწმენა ქრისტესადმი იქნება მყარი საფუძველი ძლიერი ოჯახისთვის, რომელიც შეძლებს ყველა ცხოვრებისეული სირთულის გადალახვას.

არც გოგოს მართებს მსუბუქი დამოკიდებულება და ინტიმურ ურთიერთობებზე თანხმობის მიცემა. თუკი ის ფიქრობს, რომ ეს მას დაეხმარება მალე გათხოვებაში, ძალიან ცდება. სამწუხაროდ ეს ხდება მათშიც, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს. გოგონამ უნდა სთხოვოს ღერთს, რომ გამოუგზავნოს ქმარი, რომელსაც ის ისე ეყვარება, როგორც ქრისტეს ეკლესია. და თუ ყველა ეს პირობა იქნება შესრულებული, ღმერთი ქორწინებში ისეთ კავშირს ჩამოაყალიბებს, რომელიც უმაღლესი და საუკეთესოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხორციელი ურთიერთობები.

ჩვენ ქროწინებაში შევდივრთ არა ხორცეილი სურვილების დასაკმაყოფილებლად, არამედ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ერთმანეთს სიყვარულით. ქორწინებაში ორივე უნდა ცხოვრობდეს პატიების საფუძველზე, რომელიც უფლისადმი სიყვარულზეა დაფუძნებული. ამაშია კურთხეული ქორწინების საიდუმლო. ქორწინებაში ძლიერი წევრი ისაა, რომელმაც პირველმა დაიმდაბლა თავი და სთხოვა თავის მეორე ნახევარს პატიება თბილი და არა უხეში სახის გამოხატულებით.

სიყვარულე სისუსტე სულაც არაა. თუკი ერთ-ერთი გაღიზიანებულია, იწყენს, ფულს ფლანგავს, ძალიან ათამამებს ბავშვებს ან პირიქით, ძალიან მკაცრად ექცევა, მეორემ მოთმინებით უნდა ილოცოს და სიმართლე იელაპარაკოს მას, ვინც ასე იქცევა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სიტყვები: „უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ცათა სამეფო და ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33) ეხება მშობლებსაც და მათ მიზნებს. თუკი მშობლები თავიანთ სხეულებს ცოცხალ მსხვერპლად წარუდგენენ ღმერთს, რაც უფლისთვის მოსაწონია, მაშინ მათ ქორწინებაში იმოქმედებს მშვიდობის და სიკეთის სული.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით ქორწინებისთვის და სულიწმინდის მმართველობისთვის. შენ ცხოველური მდგომარეობიდან წამოგვწიე, სულიერ და სხეულებრივ, ჭეშმარიტებასთან ერთიან მდგომარეობამდე. შენ ქრისტიანული ქორწინება გვაჩუქე, რათა ვცხოვრობდეთ სიწმინდეში, ერთგულ სიყვარულში ).და ერთმანეთის მსახურებაში. გევედრებით, რომ ქრისტიანებს ჰქონდეთ სუფთა მოწმობა შენი სიყვაარული და რომ მორწმუნეები ანათებდნენ, როგორც ნათელი ამ წყდვიად ქვეყნიერებაზე!

კითხვა:

  1. ქრისტიანული ქორწინების, რომელი მნიშვნელოვანი პრინციპები იცი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 02:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)