Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 172 (Sin of Divorce)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

2. გაყრის ცოდვს (მათეიესო 19:7-9)


მათეიესო 19:7-9
7 უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?” 8 უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. 9 მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
(მათე 5:31-32; ლუკა 16:18)

ქორწინება არ არის მხოლოდ გართობა მამაკაცებისთვის. ეს ღმერთის მიწერ გაწერილი წესრიგია და უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მიეცათ ადამიანებს დედამიწაზე ყოფნისთვის. როგორც კი საზოგადოება გადადის ქორწინების შესახებ მართებული სწავლებიდან, მაშინვე იღება კარი უკანონო ურთიერთობებისთვის. ადამიანები იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და მათ ცხოვრებაში დიდ ცოდნა და სირცხვილი ტრიალებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს, ვინც არღვევს შემოქმედის წესებსა თუ კანონებს, ელოდება უფლისგან სასჯელი.

დღეს ჩვენ ვხედავთ თუ როგორი თვალსაჩინოა ყოველივე კინოებში, ლიტერატურასა და რეკლამებში - ადამიანებში მორალი დეგრადირდა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ პორნოგრაფიული ფილმების ყურება დიდი სირცხვილი იყო. ახლა კი ვინც ამას არ უყურებს ჩამორჩენილი და დაკომპლექსებულია, თითქოსდა პროგრესი და განვითარება რაიემე კავშირში იყოს ამორალურობასა და გახრწნილებასთან. ბევრი ადამიანი შეეგუა ამ ცოდვას. მათთვის ცოდვა - ერთი ჭიქა წყლის დალევას გაუტოლდა. ნუთუ ფიქრობ, რომ ქრისტე ვერ ხედავს ყველაფერს და არ იცის სადამდე დაეშვა ადამიანი თავის ხასიათსა თუ საქმეებში ?

დღეს აღარავის უკვირს, როდესაც პატივსაცემი ოჯახი ინგრევა, ოჯახის ფასეულობები იმსხვრევა, ქრება პატივისცემა ადამიანებში და უკუღმართობა მეფობს. ცოლები და ქმრები ერთმანეთს აღარ უძღვნიან თავს. თანამედროვე ცხოვრების წესს მივყავართ გარყვნილებამდე, სიამაყემდე მოდუნებულობამდე. სინამდვილეში კი თუ ქრისტე არ დგას ქორწინების ცენტრში და შეუღლებული წყვილი მას არ უყურებს, ოჯახში არეულობა, ჭუჭყიანი ბრალდებები, ტკივილი და ბუნტი იწყება. ამას კი აუცილებლად მოჰყვება ღალატი და მაკევე ოჯახური ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება - ცოლ-ქმარი დაიწყებენ მტრობას და ერთმანეთის ზიზღს. ამ დროს ორივესთვის გამოსავალი გაყრაშია, თუმცა ქრისტესთვის ეს გამოსავალი საერთოდ არაა.

რამდენად მტკივნეულია გაყრა. ის გულების კავშირს ხლეჩს. ამას იქამდე მივყავართ, რომ ბავშვები მამების სახლს წყდებიან. ასეთი ბავშვები ხშირად პესიმისტები და დამნაშვეები იზრდებიან, რადგან დაკარგეს სიყვარული და გაიქვავეს გულები. გაყრა - მხოლოდ პარტნიორის მიმართ ჩადენილი ცოდვა არაა, არამედ ბავშვებისა და საზოგადოების მიმართაც. ადამიანები, რომლებიც განქორწინდებიან, ვერ სწავლობენ საკუთარი თავის უარყოფას და იმას, რომ ცხოვრება სხვებისადმი მსახურებაშია და არა სხვებისთვის დაწევაში.

ძველ აღთქმაში, თუკი ქალი ან კაცი იმრუშებდა, ქვებით უნდა ჩაქოლილიყვნენ (მეორე რჯული 22:20). როდესაც მრუშ ცოლს ან ქმარს ჩქოლავდნენ, ის ვინც რჩებოდა, მას შეეძლო კვლავ შესულიყო ქორწინებაში. მრუშის ჩქოლვის და სიკვდილის შემდეგ, ქორწინება კანონიერი იყო.

მაგრამ მოსეს მიერ და არა ღმერთის, იყო ჩფიქრებული კომპრომისი (მეორე რჯული 24:1). მოსეს მოუწია აქამდე მისვლა, რადგან მისი ერი ზედმეტად ჯიუტი იყო. თუკი ქმარი პოულობდა თავის ცოლში რაიმე უწმინდურებას, მას ნება ჰქონდა განქორწინებულიყო. ამ მცნების და კანონის თანახმად, ქრისტეს დროშიც, ზოგიერთი მწიგნობარი რთავდა ადამიანებს ნებას, განქორწინებულიყო ნებისმიერი უთანხმოებისას ოჯახში.

იესო წინაღუდგა ამ საკითხის ამგვარ აღქმას და შეეცადა ქორწინებია დაეცვა ნებისმიერი დამახინჯებული აზრისგან. მან აკრძალა გაყრა და დაუბრუნდა ფუნდამენტალურ პრინციპს: ქორწინება თავიდანვე უფლის მიერ დაწესებულია, ის კარგი და სრულყოფილია. ღმერთის სიყვარული წმინდაა და იცავს ქორწინებას. ამიტომაც ყველა გოგომ და ბიჭმა უნდა გაიაზრონ ქორწინების არსი და შემდგომ გადადგან ეს ნაბიჯი. ქორწინება - არ არის კაპრიზი, რომელიც გადაგივლის, არამედ მადლის უცვლელი აღთქმაა.

ქრისტიანი არ უნდა გაეყაროს თავის მეორე ნახევარს, რადგან უფლის ნებით შეუღლდა და უნდა იცხოვროს მასთან სულიწმინდის ძალაში. უფლისმიერი პატიება წარმოშობს მათში პატიების მზაობას, მოთმინებას, ასევე სიხარულსა და მადლიერებას. ვადიდებთ ღმერთს იმისთვის, რომ მოგვცა ქორწინების კანონი, რომელიც წმენდს ჩვენს ოჯახებს სულიწმინდაში, რათა ოჯახში ზეცის ატმოსფერო შევქმნათ, გახრწნილ ქვეყნიერებაზე ყოფნის მიუხედავად.

თანამედროვე მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მოსახლეობის ზრდას მივყავართ საშინელ კატასტროფამდე, რომელიც მთელ კაცობრიობას ემუქრება. ამაზე არის პასუხი: ყველა კაცს, ერთ ქალზე რომ ექორწინა და აღეზარდათ დაგეგმილად თავისი შვილები მთელი მსოფლიო მშვიდობასა და შეთანხმებაში იცხოვრებდა.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ მოგვეცი ქორწინების კავშირი და შენი სიყვარულისთვის. პატიებას გთხოვთ, რადგან სხვადასხვა გზებით ვარღვევდით ამ მცნებას და გევედრებით, შენ განამტკიცე სიყვარული და პატივისცემა ცოლ-ქმრებს შორის და მთელი მსოფლიოს ოჯახებში. გვაპატიე ყველა გახრწნილება ჩვენი დროისა. გთხოვთ, რომ მოინანიოს ჩვენმა ერმა და ისწავლონ სიწმინდე, პატიოსნება და ერთგულება, უფლის შიშსა და სულიწიმდნის სიწმინდეში!

კითხვა:

  1. რას ამბობს იესო გაყრაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)