Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 170 (Parable of the Unforgiving Servant)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

e) იგავი უსამართლო მონაზე (მათეიესო 18:23-35)


მათეიესო 18:28-35
28 ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. 29 პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 30 მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. 31 მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. 32 მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. 33 განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? 34 განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. 35 ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
(მათე 5:26; 6:14-15; ლუკა 6:36; იაკობი 2:!3; 1 იოანე 4:11)

გახსოვდეს, რომ როდესაც მაღლიდან იშვი, ღმერთმა მოგცა შესაძლებლობა ყველა ცოდვა ნაპატიები გქონოდა. ამ პატიების გამო შეგიძლია მთელი ცხოვრება იცხოვრო უფლის წყალობაში. ქრისტეს სისხლი შუამდგომლობს შენთვის და გამართლებას გაძლევს. ამ მადლის გარეშე ვერავინ იქნება დამაჯერებლად უფლის თანდასწრებაში.

როგორ უპასუხებ უფლის ამ სიყვარულს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში? გიყვარს თუ არა ყველა ადამიანი, როგორც ღმერთს? პატიობ თუ არა მტრებს, ივიწყებ თუ არა მათ ცოდვებს, როგორც ღმერთმა გაპატია და წაშალა თავისი ჩანაწერებიდან შენი ცოდვები? თუ მოითხოვს შენი მტრისადმი სასტიკ ანგარიშსწორებას?

შეიძლება შენმა მტერმა ძალიან გაწყენინა სიტყვით ან საქმით, უკუგაგდო, შეურაცხყოფა მოგაყენა და დაგამცირა. თუ იმას ჩააჯინდები, რომ ის დაისაჯოს, თავად წახვალ ჯოჯოხეთში. ღმერთს, რომ მისი ღვთაებრივი სამართლით განესაჯე, მის წინაშე დამნაშვე იქნებოდი მილიონჯერ მეტად, ვიდრე შენი მტერი შენ წინაშე. თუკი განიკითხავ მტერს, რომ აღდგეს სამართლიანობა,თავად განიკითხები სამართლიანობით და დაიღუპები, მოგაკლდება რა წყალობა, რომელიც თავად დააკელი სხვას.

ჩვენი ღმერთი სიყვარულია. ამაშია ახალი აღთქმის საიდუმლო. ვინც ღვთაებრივ სიყვარულს უარყოფს ის სამართლიანი ღმერთის სასამართლოზე ხვდება მისი რისხვის ქვეშ.თუკი უფლებას არ მისცემ ღმერთის სიყვარულს, რომ შეგცვალოს და შეცვალოს შენი გაუხეშებული და გაქვავებული გული ვერ შეზლებ შეიყვარო შენი მტერი, არამედ უფრო მეტად გაქვავდები, ჯიუტად იდგები რა შენ უფლებებზე და გახსოვდეს შეიძლება დაკარგო შესაძლებლობა ღმერთისკენ მოქცევის და მისგან წყალობის მიღების. ვაი მას, ვინც არ პატიობს მის მწყენინებელს, რადგან ღმერთი არ აპატიებს მას, ვინც არ აპატიებს სხვას.

ღმერთს უნდა შენი სასტიკი გულის და ბოროტი გონების შეცვლა. გთავაზობს, რომ თუ მზად ხარ, შეურიგდე ძმას. მალევე მიდი შენ მტერთან და შეურიგდი მას. ილოცე მასზე და მის ოჯახზე, როგორც ახლო მეგობარზე, ემსახურე მას და აკურთხე, დაიცავი ის, რადგან უფლის სიყვარული ვერ იტანს სიძულვილს. გიყვარდეს მტერი, თუნდაც დაგცინოდეს! იქნებ არ იცის და იცნობს ღმერთს. შენ კი უფალი შეგეხო და შეგცვალა, რათა შეწყვიტო შურისძიებაზე ფიქრი და შენ გულში ანთებულ რისხვას აჯობო. ღერთის ძალებით შეგიძლია ყველაზე საშინელი მტრის შეყვარებას და აპატიო მას არა ორჯერ და შვიდჯერ, არამედ უსასრულოთ, როგორც უფალი გვპატიობს ჩვენ.

თუ არ ვაპატიებთ ძმას მთელი გულით, ეს პატიება იქნება სუსტი და ღმერთი არ მიიღებს ამას ჩვენგან. ღმერთი გულს უყურებს. შენ გულში არ უნდა ადრჩეს ბოროტება, სიძულვილი, წყენა ან შურისძიებაზე ფიქრი, რადგან ასეთი ადამიანები ხშირად გარეგნულად მშვიდები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში გულში ბოროტებას ატარებენ. არც მთელი გულით პატიებაა საკმარისი, ჩვენ მთელი გულით უნდა ვლოცულობდეთ მათზე, ვინც გულს გვტკენს და მხოლოდ კარგი ვუსურვოთ.

ლოცვა: მოწყალე მამავ, მაპატიე. ძალია ნელა ვსწავლობ პატიებას. მოალბე ჩემი გაუხეშებული გული, ჩემი აზრები და სინდისი, რათა დავივიწყო მტრების ცოდვები და მიყვარდეს ისინი ფარისევლობის გარეშე. გევედრები, აკურთხე ჩემი მტრები და გადაარჩინე ისინი ყველა ჩემ მწყენინებელთან ერთად. აავსე ისინი სულიწმინდით და მიეცი მთელ ერს შერიგების სული, შეცვალე ყველა ადამიანის გონება, რათა გვიყვარდეს მტრები შენ ძალასა და სიბრძნეში.

კითხვა:

  1. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on June 24, 2023, at 03:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)