Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 152 (Jesus First Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

l) იესო პირველად საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 16:21-28)


მათეიესო 16:24
24 მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
(მათე 10:38-39; მარკოზი 8:34; ლუკა 9:23; 1 პეტრე 2:21)

როდესაც ადამიანი უარყოფს ვინმეს, ისე იქცევა თითქოს არ იცნობს მას. ქრისტე ეუბნება ყველას, ვისაც სურს, რომ მას გაჰყვეს, უარყოს საკუთარი თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მიმდევარმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს თავის სურვილებს, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას, არამედ უკუაგდონ ეგოიზმი, რომელიც ყველა ჩვენგანშია. უნდა დატოვოს საკუთარი სურვილები და უწინარეს ყოვლისა ეძებოს ცათა სამეფო და ღმერთის ნება. ღმერთს სურს, რომ არ გვხიბლავდეს გაზეთების განაცხადები და არ ვუყურებდეთ ფოტოებს, რომლებიც ჩვენში ვნებას აღძრავენ. ის გვანთავისუფლებს საკუთარი თავისგან და ეგოცენტრულობისგან. მას ზეციერი მამის გზით მივყავართ, რათა ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ, როგორც მასზე ასევე ჩვენს გარშემო მყოფრბზე.

ასეთი უარყოფა ინახავს ადამიანს და იცავს იმ შეცდომისგან, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის ხსნა. ჩვენი კეთილი საქმეები არ აუქმებენ ბოროტს. თუკი კეთილ საქმეებს ჩავდივართ ჩვენ და არა ქრისტე ჩვენი მეშვეობით, ეს ღმერთის წინაშე ეგოისტურია. ჩვენში სიამაყე იმეფებს თუკი არ გავემიჯნებით სურვილებს, არ გავასამართლებთ საკუთარ თავს და არ ვაღიარებთ, რომ არ შეგვიძლია ღმერთის სინათლის ტარება.

ქრისტეს არ შეუმსუბუქებია მოწაფეების თავზარდაცემა, როდესაც გაიგონეს, თუ როგორ წინასწარმეტყველებდა ის საკუთარ სიკვდილზე. ძალიან აღშფოთდნენ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიგეს რომ ყოველმა მათგანმა ,,უნდა უარყოს საკუთარი თავი და აიღოს ჯვარი“.

ქრისტეს მიმდევრებმა უბრალოდ არ უნდა უკუაგდონ საკუთარი თავი. უფალი ასევე გვეუბნება, რომ უნდა ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ქრისტეს ძალით ვატაროთ ის. ქრისტე აქ საკუთარ ჯვარზე არ საუბრობს, არამედ მისი მიმდევრების ცალკეულ ჯვრებზე. რომაელებისთვის ჯვარი უმოწყალო დასჯის იარაღი იყო. ხშირად გამოყენებული დაუმორჩილებელი მონებისადმი, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მთავრების წინააღმდეგ წასვლას, გააკრეს ასევე უცხოელი ქურდები. დაგვიტოვა რა ქრისტემ ბრძანება ვატაროთ ჩვენი ჯვარი, ის გვთხოვს ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებთ საშინელ სიკვდილს ჯვარზე, რადგანაც დავშორდით ღმერთს, გადავაბიჯეთ მის რჯულს და მის კეთილშობიერებას წინ აღვუდექით. ყველა ადამიანი იმსახურებს სიკვდილით დასჯას. ეს აღიარება მოიცავს ცოდვას, ნებას და განზრახვებს. ქრისტეს სურს მიგვიყვანოს საკუთარი თავის განსჯამდე და ვაღიაროთ, რომ ჯვარზე სიკვდილს ქრისტე კი არა, ჩვენ ვიმსახურებდით. მაშინ ჩვენში სიამაყე აღარ დარჩება და შევძლებთ ვემადლიეროთ და განვადიდოთ ის, ვინც მოკვდა ჯვარზე და უდრტვინველად აიღო ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე. პავლე ამბობს: ,,ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“. მხოლოდ ის ვინც უკუაგდებს თავის თავს, აიღებს ჯვარს და გაყვება იესოს - განიცდის მისი მადლის ძალას. ვინც თავს თვლის კეთილად, ძლიერად, მიმზიდველად და ღმერთისთვის მოსაწონად, ის იესოს ვერ გაყვება. როდესაც ადამიანს უმთავრდება ძალა და სიბრძნე სწორედ ასეთ უძლურებაში ხდება ძლიერი ღმერთი. ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია ცათა-სამეფო.

ლოცვა: ზეციერო მამაო, შენმა ძემ გვასწავლა, რომ განვსაჯოთ საკუთარი თავი და გამუდმებით ვიღვრებოდეთ შენს წინაშე, ვაღიარებდეთ რომ არ ვართ შენს შვილებად წოდების ღირსნი. ამავდროულად ვპოულობთ ნუგეშს იმაში, რომ შენი ძე ჯვარზე მოკვდა ჩვენს გამო, რათა გავმართლდეთ შენს წინაშე. დაგვეხმარე უკუვაგდოთ საკუთარი თავი. კეთილი ნებით ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გამოგყვეთ, სადაც არ უნდა წახვიდე.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა და ჯვრის აღება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 05:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)