Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 151 (Jesus First Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

l) იესო პირველად საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 16:21-28)


მათეიესო 16:21-23
21 ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 22 პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: "შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!” 23 ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.
(მათე 12:40; მარკოზი 8:31-33; ლუკა 9:22; იოანე 2:19)

პეტრეს ცნობილი აღიარების შემდეგ, იესომ გაანთავისუფლა თავისი მოწაფეები მათ გულებში დარჩენილი იმედებისგან იმაზე, რომ ის დაამყარებს პოლიტიკურ ქრისტიანულ სახელმწიფოს და იმეფებს ქვეყნის ყველა სამეფოზე. მან ნათლად უთხრა მათ, რომ ხალხი უკუაგდებს მას და იუდეველთა საბჭოც, მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს. მას ელოდება ბევრი ტანჯვა და საშინელი სიკვდილი. ქრისტეს სიკვდილის დრო მოახლოვდა და მოწაფეების ყველა მიწიური იმედი უნდა დამსხვრეულიყო.

იმ დროიდან ქრისტემ ღიად დაიწყო თავის ტანჯვებზე საუბარი. მან იქამდეც თქვა, რომ დაშავდებოდა, როდესაც ამბობდა: ,,დაანგრევენ ამ ტაძარს“ და წინასწარ ამბობდა, რომ ,,კაცის ძე ატაცებულ იქნება“. ახლა კი ამ ყველაფერზე პირდაპირ და ხმამაღლა ისაუბრა. აქამდე არ ამბობდა, რადგან მოწაფეები სუსტები იყვნენ და ვერ გადაიტანდნენ ასეთ უცნაურ და სევდიან ჭეშმარიტებას. მაშინ როდესაც უფრო მწიფეები გახდნენ და რწმენაში განმტკიცდნენ, მხოლოდ მაშინ დაიწყო მათთან საუბარი. ქრისტე უხსნის ადამიანებს თავის ნებას თანმიმდევრულად და აძლევს მათ იმდენ შუქს, რამდენი შუქის დატევაც შეუძლიათ.

ეს გამოცხადება ცაზე გავარდნილი მეხივით იყო. მას შემდეგ, როდესაც იესომ თავად დაადასტურა პეტრეს დამოწმება იმის შესახებ, რომ ის ღვთის ძეა, მოწაფეებმა უკვე წარმოიდგინეს როგორი ერთიანად მოიპოვებენ გამარჯვებას რომაელებზე. მერე კი იესომ ილაპარაკა იმაზე, რომ მას ტანჯვების გადატანა მოუწევს და მოკვდება.

იესომ განაგრძო წინასწარმეტყველება და უხსნიდა მათ საკუთარ ძალებსა და ტრიუმფზე. ის მოკვდება არა როგორც სხვა ადამიანები, რადგან აღდგება მესამე დღეს და ეჩვენება მათ სხეულებრივად, რათა მის პიროვნებაში აღარ გაიხსნას თემა ღმერთის მეფობის შესახებ.

ქრისტეს დიდება გახსნილი იყო. მისი სულიერი გეგმები არ იყო მარტივად ჩასაწვდომი. პეტრე საერთოდ ვერ ხვდებოდა რატომ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და ვერ ხვდებოდა მიზეზს რატომ ვერ შეეძლო თავი დაეღწია, როგორც ერთადერთ ღმერთს. იესოს ღმერთის ძედ აღიარება არის ზეციური კარების გასაღები. ქრისტე ხსნიდა, რომ ეს კარები გახდება ჯვარი. ვინც აღიარებს ამ ჭეშმარიტებას და კარებში გასაღებს ჩადებს, ქრისტემ აუხსნა მათ, რომ ეს კარები გახდება მათი ჯვარი. ხოლო ვინც გასაღებს გაუკეთებს მისი ტანჯვების კარებს, ის მოხვდება ზეცაში.

პეტრემ იესო გვერდზე გაიყვანა, ის გაბრაზებული იყო, თუმცა უფალი მაინც უწოდა და უთხრა: ,,ვერ იფიქრებ სიკვდილზე, ჩვენ გვწამს, რომ დაიპყრობ მთელ სამყაროს. როგორ შეგიძლია ახლა უარი თქვა და ისაუბრო მოწყენილად დამარცხებასა და დაღუპვაზე’’. შესაძლოა პეტრემ ბოლომდე არ მოუსმინა იესოს და აღდგომამ ვერ მიაღწია მის გულამდე. პეტრე ხედავდა თუ როგორ დააღო პირი სიკვდილმა, სასაფლაოს მსგავსად, რომელიც მზად არის ჩაყლაპოს ყველას იმედი. მას მთელი ძალისხმევით უნდოდა ქრისტეზე ზეგავლენის მოხდენა და უნდოდა გადაეფიქრებინა მისი ჯვარზე ასვლა.

ეშმაკმა უკვე სამჯერ აცდუნა იესო უდაბნოში, მაგრამ ამჯერად მისი თანამსახური პეტრე გაამაყდა იმის გამო, რომ თავად ღმერთმა მას უწოდა ნეტარი. ეშმაკი შეეცადა პეტრეს მეშვეობით იესო ჯვრამდე არ მიეშვა, მაგრამ იესომ მალევე ამოიცნო მაცდუნებლის ხმა, მკაფიოდ გაასამართლა ის და გააგდო სიტყვებით: ,,მომშორდი სატანავ“.

ნებისმიერ აზრს, რომელიც არ არის დაფუძნებული ჯვარზე ფასი არ აქვს. ვინც არ მიიღებს ჯვარს, როგორც ერთადერთ გზას ღმერთისკენ ის დაიღუპება.

პეტრეს ეს განკითხვა ადასტურებს, რომ ეკლესია დაფუძნებულია არა პიროვნებაზე ან პეტრეს ხასიათზე, არამედ ღმერთის სულზე, რომელიც მოქმედებს მის თამამ დამოწმებაში. იესოს უნდოდა გაეწმინდა და გაეღრმავებინა მოციქულების ცოდნა, რათა მათ გაეგოთ, რომ ღმერთის ძე სიკვდილისთვის მოვიდა. ის აშენებდა თავის სამეფოს გამოსყიდული ცოდვილებისგან, რომელიც მის სიკვდილზე იქნებოდა დაფუძნებული. ისევე, როგორც ქრისტეს სისხლის გარეშე გზა ღმერთისკენ დაკეტილი იქნებოდა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ, წმინდა ღმერთის კრავო, ვინაიდან შენ არ ამოირჩიე მარტივი ან კომფორტული გზა, არამედ სასირცხვილოდ მოკვდი ჯვარზე. არცერთხელ არ მოგისმენია ეშმაკის ხმა, რომელიც გაცდუნებდა. გთხოვ ჩვენც გაგვანთავისუფლე ადამიანური აზრებისგან და მოგვეცი თვალები, რომ ვხედავდეთ გადარჩენას შენს ჯვარში და ვაღიარებდეთ შენს სიკვდილს, როგორც ღმერთის გამარჯვებას ცოდვებზე. გვაპატიე ჩვენი ცოდვები, რათა ვხარობდეთ შენს სიკვდილში და გემადლიერებოდეთ გამართლებისთვის. აგამაღლებთ ყველას გადარჩენისთვის. მიიღე ჩვენი ცხოვრება მადლიერების ნიშნად, შენი სიყვარულისთვის.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს მიმართვა პეტრესადმი სიტყვით ,,სატანა“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)